დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 61 |
დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016365 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №40 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ხონის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. 3. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.khoni.gov.ge |
მუხლი 2.
ინფორმაციის კატეგორიები
|
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა. |
მუხლი 3.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
|
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი (პირები), ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე –
ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება – „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
|
1. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა; (დებულება/ რეგლამენტი/წესდება, შინაგანაწესი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). გ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/ ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); დ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; ე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;(განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ვ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა(ქვეყნდება კვარტალურად); ზ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; თ) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; კ) ხონის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში; ლ) ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში; მ) ხონის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა; ნ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; ო) ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით; პ) ხონის მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები; ჟ) პეტიცია. 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
|
დოკუმენტის კომენტარები