დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის N103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016473 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №103 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27.07.2015წ., 010250050.35.160.016313) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ი; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 (ორი) წევრი; გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლები; დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები; ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები; ვ) მოწვეული ექსპერტ(ებ)ი, რომლ(ებ)იც არ არიან საჯარო მოსამსახურე(ებ)ი.“; ბ) დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის, მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები