2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016397
22/2018
17/03/2018
ვებგვერდი, 19/03/2018
010340000.15.008.016397
2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2018

2018 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები რეგისტრირებულად ჩაითვალონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვისაც, თუ კი, რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ამ არჩევნების დაკვირვების სურვილის თაობაზე წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში.
მუხლი 2
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ორივე სახის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გასატარებლად საკმარისია წესდების ან სადამფუძნებლო დოკუმენტის დამოწმებული ასლის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი