პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016396
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21/2018
17/03/2018
ვებგვერდი, 19/03/2018
010340000.15.008.016396
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2018 - 20/07/2018)

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2018

2018 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, 18516 მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
მუხლი 3
პარტიების მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი