დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 127 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020442 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დამატებით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ საწამლი აპარატები.“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები (ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის ან/და სხვა ფაქტორის გამო და მათზე მოეწყობა ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკოპლექტებლებისგან.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც იგი საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით.“. 5. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;“. 6. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებად ჰქონდეს რეგისტრირებული რამდენიმე საკადასტრო კოდით, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთები განლაგებულია ერთი სოფლის/დაბის/ქალაქის ტერიტორიაზე; გ) თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სანერგე მეურნეობის (ნერგების წარმოების ტექნოლოგია ღია გრუნტის გარეშე) მოწყობის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფლობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა თანამედროვე სანერგე მეურნეობა – ლაბორატორია, სათბური და სხვა (ამ პროგრამის ფარგლებში ნერგის გამოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო, ცენტრთან ერთად).“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.“. 7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ;“. 8. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე სააგენტოსა და ცენტრის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები მონაწილეობენ ამ პროგრამის საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობაში; აწვდიან ბენეფიციარებს საჭირო ინფორმაციას მათ მიერ სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციასა და სხვა საკითხებზე. ამოწმებენ პოტენციური ბენეფიციარის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ბაღის (სანერგის) გასაშენებლად მზაობას და გასცემენ შესაბამის ცნობას.“. 9. დანართები: №1, №2 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით
დანართი №2 თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით
დანართი №4 ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)
„ |
დოკუმენტის კომენტარები