საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2050-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018778
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2050-IIს
07/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
030000000.05.001.018778
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/03/2018 - 05/07/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII15 თავი:

„თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 2161. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილ სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს 48 საათის განმავლობაში, მხარეთათვის შეუტყობინებლად. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი განხილვაც, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. შუამდგომლობის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით.

მუხლი 2162. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, შეტანიდან 48 საათში, ამ კოდექსის 2161 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2018 წ.

N2050-IIს