დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016283 |
|
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/06/2017, ს.კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი: „დ.გ) საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 9.1 ცხრილის შესაბამისად.“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.დ) ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-14 ცხრილის შესაბამისად.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ხარისხობრივი ინფორმაცია საზედამხედველო კაპიტალის შესახებ: ა) კაპიტალის ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინსტრუმენტების სახეებს, მათ ვადიანობას და ხარისხს; ბ) კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ზოგადი ინფორმაცია იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელთა მიხედვითაც კომერციულ ბანკებს განსაზღვრული აქვთ კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები, ასევე ინფორმაცია კაპიტალის კომბინირებული ბუფერებისა და პილარ 2-ის ჯამური ბუფერის შესახებ.“ю |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტისაб ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 3 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები