დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2039-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 120290000.05.001.018788 |
|
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. რეზერვში სამსახური 1. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე. 2. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და ჩარიცხულია სამსახურის რეზერვში, შეიძლება გაიწვიონ არასაბრძოლო მიზნებისათვის − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის, აგრეთვე მობილიზაციის დროს. 3. სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტის) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და მის მიერ სარეზერვო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამობილიზაციო რეზერვისათვის დადგენილი წესით და პირობებით. აღნიშნული პირი არ ექვემდებარება საბრძოლო მომზადების გავლას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 7 მარტი 2018 წ. N2039-IIს |
დოკუმენტის კომენტარები