„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2053-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.018792
2053-IIს
07/03/2018
ვებგვერდი, 26/03/2018
240140000.05.001.018792
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით 2018 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 31  მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემასთან ერთად მოქმედებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების წესები.“.

მუხლი 2. პირებს, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ შეასრულეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულებაც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან და რომლის შესრულებისთვისაც განსაზღვრული იყო ვადა, შესაბამისი მოქმედების შესასრულებლად დამატებით ეძლევათ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადა.

მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2018 წ.

N2053-IIს