„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5091
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 09/03/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 12/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016447
5091
09/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
000000000.00.00.016447
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №5091

 

2018 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველ პუნქტს „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №19).“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №1) მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №6):

ე.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველო.“;

ე.გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;        

ბ) წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;  

გ) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

დ) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების განზოგადებისა და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების, სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება;  

ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ვ) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ)  დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7):

ვ.ა) მე-3 მუხლის:

ვ.ა.ა) პირველი პუნქტის:

ვ.ა.ა.ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავების განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისათვის ჩაბარების და ამ გადაწყვეტილებების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle“-ში ასახვის მონიტორინგი;“;

ვ.ა.ა.ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2) სასამართლოდან შემოსული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle“-ში ასახვის მონიტორინგი;“;

ვ.ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

ვ.ა.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დავების დეპარტამენტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი ორგანოს აპარატს.“;

ვ.ბ) მე-6 მუხლის:

ვ.ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ვ.ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ზ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას;“;

ზ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ზ.ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის განმახორციელებელი სამმართველო.“;

ზ.გ) 92 მუხლის შემდეგ დაემატოს 93 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 93. დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის განმახორციელებელი სამმართველო

დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის განმახორციელებელი სამმართველო, შესაბამის შემთხვევებში, ახორციელებს დღგ-ის დეკლარაციების კონტროლს, ასევე, ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

ზ.დ) 122 მუხლი ამოღებულ იქნეს;

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ი.ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

ი.ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ი.გ) მე-14 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ა) ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის, აგრეთვე მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ბ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, ქ. ცხინვალის, ქურთის, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის და ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

გ) კახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

დ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ე) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის, აგრეთვე წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ვ) სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ფოთის, აგრეთვე ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ზ) აჭარის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, აგრეთვე ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“;

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

კ.ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

კ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;“;

კ.გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებისა და დეპარტამენტში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების შემუშავება;

დ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა, უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ანალიზი და დეპარტამენტის საქმიანობაში მათ დანერგვის მიზნით წინადადებებისა და ცვლილებათა პროექტების შემუშავება;

ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება;

თ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

ი) დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით დეპარტამენტის ერთიანი პოზიციისა და სათანადო ინფორმაციის მომზადება და დავის განმხილველი ორგანოსათვის შესაბამისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

ლ) საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ორგანიზება, მონიტორინგი და აღსრულების შესახებ ინფორმაციის დავების დეპარტამენტისათვის მიწოდება;

მ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის“ პროექტთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის წერილობითი/ელექტრონული პოზიციის განხილვის პროცედურების ორგანიზება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

კ.დ) მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14):

ლ.ა) მე-5 მუხლის:

ლ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“, „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, საგადასახადო კონტროლთან, ვალის მართვასა და გადამხდელთა მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების შედეგების ანალიზი;

2) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და ინიციირება;

3) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება, ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“;

ლ.ა.ბ)  „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ლ.ბ) მე-8 მუხლის:

ლ.ბ.ა) „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა3“, „ა4“ და „ა5“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა3) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, საგადასახადო კონტროლთან, ვალის მართვასა და გადამხდელთა მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების შედეგების ანალიზი;

4) საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და ინიციირება;

5) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება, ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“.

ლ.ბ.ბ)  „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ლ.გ) მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

ლ.დ) მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;“;

მ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №15) მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.“;

ნ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №16):

ნ.ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

ბ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) დაგეგმილი რეფორმებისა და   სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

დ) დაგეგმილი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის და ოპერაციული გეგმების განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;

ე) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ვ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება;

ზ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და ოპერაციული გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ლ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

ნ.ბ) მე-6 მუხლის:

ნ.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტრუქტურულ ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების მიერ შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმების მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;“.

ნ.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ოპერაციული და სამოქმედო გეგმების განხილვის ორგანიზება დაგეგმილი აქტივობების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის, რესურსების ეფექტიანი გადანაწილებისა და შესაბამისი ბიუჯეტის ანალიზის მიზნით;“.

ნ.ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 6 თვეში ერთხელ სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების მიერ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის და ოპერაციული გეგმების შესრულების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება და პრეზენტაციების ორგანიზება.“.

3.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებას დაემატოს დანართი №19 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „დანართი №19

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფა, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;

ბ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

გ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;

დ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ე) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხისა და პროცედურების ხარვეზების ანალიზი და მათი გაუმჯობესება/აღმოფხვრაზე წინადადებების დამუშავება/შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველო;

ბ) დაბეგვრისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამმართველო;

გ) საბაჟო მეთოდოლოგიის  სამმართველო.

მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით ერთიანი მეთოდოლოგიის, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების პროცესისა და შედეგების ამსახველი ფორმების შემუშავება;

ბ) საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში,  სიტუაციური/პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სამმართველოში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. დაბეგვრისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გადასახადებითა და შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლებით დაბეგვრასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პროცედურული და სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;

ბ) საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან შემოსული წინადადებების, დავების განმხილველი ორგანოების (მათ შორის, სასამართლოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ) საგადასახადო შემოწმებისას გამოკვეთილი ტენდენციების გაანალიზება და შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების სრულყოფის მიზნით წინადადებების, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ე) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების ანალიზი, მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის განმარტებითი მითითებების შემუშავება და მიწოდება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით შემუშავებული ღონისძიებების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

თ) გადამხდელთა მომსახურების სტანდარტების, სახეობების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

ი) განსაზღვრული პერიოდულობით გადამხდელთა მომსახურების დამტკიცებული სტანდარტებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების შემოწმება მათი სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად; ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროებისამებრ მყისიერი/სისტემური რეაგირების ორგანიზება;  

კ) უკმაყოფილო გადამხდელების მიერ დაფიქსირებული საჩივრების პერიოდული ანალიზი შესაბამისი მეთოდოლოგიის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ლ) გადამხდელების კმაყოფილების კვლევების შედეგად დაფიქსირებული მომსახურების ხარისხისა და პროცედურების სისუსტეებისა და ხარვეზების ანალიზი და გაუმჯობესების პროექტების დამუშავება/განხორციელება; 

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და მისი დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია იმპორტის გადასახდელების ადმინისტრირების კუთხით:

ა) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მიერ კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ბ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) შემოსავლების სამსახურის  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება;

დ) საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან შემოსული წინადადებების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე;

ე) გადამხდელთა მომსახურების სტანდარტების, სახეობების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

ვ) განსაზღვრული პერიოდულობით გადამხდელთა მომსახურების დამტკიცებული სტანდარტებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების შემოწმება მათი სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად; ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროებისამებრ მყისიერი/სისტემური რეაგირების ორგანიზება;  

ზ) გადამხდელების კმაყოფილების კვლევების შედეგად დაფიქსირებული მომსახურების ხარისხისა და პროცედურების სისუსტეებისა და ხარვეზების ანალიზი და გაუმჯობესების პროექტების დამუშავება/განხორციელება; 

თ) საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება გადამხდელთა მომსახურების ხარისხის განვითარების, პროცედურების გამარტივებისა და დაჩქარების, ტექნოლოგიური განვითარების შესახებ, მათი დეტალური შესწავლა და საინტერესო მიგნებების არსებულ პროგრამაში ინტეგრირება;

ი) საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით წინადადებების მომზადება;  

კ) მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების, სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;  

ლ) სიტუაციური სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და ინსტრუქციების მომზადება, მათი სისტემატიზაცია და გასაჯაროება; 

მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ნ) საგადასახადო შემოწმებების განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

პ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 12 მარტიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                               გიორგი თაბუაშვილი.