„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020435
120
07/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
470230000.10.003.020435
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2018 წლის 7 მარტი

 ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის):

1.  მე-19 მუხლის 111 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 პუნქტი:

„112. ამ პროგრამის მე-20 მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო პერიოდში პროგრამის/ კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.“.

2.  მე-20 მუხლის 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებელი ვალდებულია, ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი)  გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ალგორითმის – „სისხლის   აღების,   ალიქვოტების   მომზადებისა   და   ტრანსპორტირების   წესის“   შესაბამისად და განახორციელოს შეტყობინება ცენტრში საკვლევი მასალის ტრანსპორტირების საჭიროების თაობაზე C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმის (ელექტრონული მოდულის) მეშვეობით. ცენტრი უზრუნველყოფს დაწესებულებებიდან სისხლის ნიმუშების მოგროვებასა და ტრანსპორტირებას ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი