დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 283 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016783 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის მუშაკისა), მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;“. 2. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეული“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18 1. გენერალურ ინსპექციის სტრუქტურული ერთეულია საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველო. 2. საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) გამოძიების ჩატარებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის მუშაკისა), მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის უზრუნველსაყოფად ოპერატიული საქმიანობის განხორციელებას; გ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 12 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები