„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016140
6
07/03/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
040170030.57.069.016140
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №6

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებულ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;“.

2. მე-10 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით –კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 160 დღე;

ბ) კონკურსისთვის კონკურსის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

4. თუ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო პრეტენდენტს ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით დაუბრუნდა ელექტრონული გარანტია, სააგენტო კონკურსის სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს მხოლოდ სააგენტოსთვის ელექტრონული გარანტიის იდენტური პირობებითა და ვადით გაცემული ახალი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.

5. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება:

ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე;

ბ) კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი წინადადებების მიღების დასრულებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე.“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე