„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016139
5
07/03/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
040170020.57.069.016139
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №5

2018 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებსა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესში“ (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. კანონის პრინციპების დაცვა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპები, აგრეთვე მე-8 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.

2. თუ მიმწოდებელი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.

3. მიმწოდებლის შერჩევაში მონაწილე ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულებასთან  ერთად.

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულების შესრულების/ შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელ ფიზიკურ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც მიმწოდებლის შერჩევაში მონაწილეს, უკვე დადასტურებული აქვს.“.

2. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან ერთად ან მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ წინასწარი ანგარიშსწორება გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე