„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017077
93
01/03/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
040030000.22.033.017077
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №93

2018 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტ „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) სამსახურის უფროსის სამდივნო.“.

2. 177 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 178 მუხლი:

„მუხლი 178. სამსახურის უფროსის სამდივნო

სამსახურის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) სამსახურის უფროსის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურში არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების დადგენილი რეგლამენტით ჩატარების ორგანიზება, მათი გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა და ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

გ) სათათბირო ორგანოების სხდომების კალენდრის შედგენა და წევრების ინფორმირება;

დ) სათათბირო ორგანოების სხდომის დღის წესრიგების მომზადების უზრუნველყოფა, წევრებისგან/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საკითხების/განსახილველი მასალების გამოთხოვა და შესაბამისი პირებისათვის წინასწარ გაგზავნა;

ე) სათათბირო ორგანოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ოქმების წარმოება და უფლებამოსილი პირებისთვის გაგზავნა;

ვ) სათათბირო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

ზ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დამუშავება;

თ) პროტოკოლის წარმოება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე