„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016565
18
27/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
120340000.22.026.016565
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №18

2018 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017  წლის 5 აპრილის №28 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 7 1  პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71. ძალების სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ძალების სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია