საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016482
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-107
26/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
040030000.22.023.016482
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/02/2018 - 01/12/2021)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-107

2018 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 21​1  მუხლის  მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირისსურსათის ეროვნული სააგენტოს

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0159 ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.


მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები
სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში:

ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ა.დ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;

ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;

ბ) ვეტერინარიის სფეროში:

ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;

ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება;  

ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა;

ბ.ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  

ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;

ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ.ლ) საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შემუშავება;

ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;

ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) მცენარეთა დაცვის სფეროში:

გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;

გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;

გ.ე) მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მავნე ორგანიზმის გამოვლენა და მისი დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა;  

გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება;

გ.ზ) მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;  

გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;

გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე;

გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება;

გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება;

დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება;

ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება;

ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;

თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და  სამინისტროსათვის წარდგენა;

ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება;

მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა;

ნ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა;

ო) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.


მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.

2. სააგენტოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს, შინაგანაწესს, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, ხოლო აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით ;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სააგენტოს უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

ლ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

მ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის წინაშე.

4. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრთან შეთანხმებით.

5. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისგან, რომლებიც ქმნიან სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) იურიდიული დეპარტამენტი;

ი) რისკებზე რეაგირების დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ლ) თბილისის საქალაქო სამსახური.

3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) გურიის რეგიონული სამმართველო;

ბ) იმერეთის რეგიონული სამმართველო;

გ) კახეთის რეგიონული სამმართველო;

დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო;

ე) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ზ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

თ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო;

ი) შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო;

კ) აჭარის რეგიონული სამმართველო;

ლ) აფხაზეთის რეგიონული სამმართველო.


მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები
1. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია;

დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

ე) ჰიგიენური და კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ვ) სურსათის ბიზნესოპერატორის საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ზ) სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სურსათის უვნებლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება;

ი) სურსათის უვნებლობის სფეროში სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიციირება და შემუშავება;

კ) სურსათის უვნებლობის სფეროში პროცესების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის შეკრება-ანალიზი და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, ღონისძიებების შემუშავება;

ლ) სურსათის უვნებლობის სფეროში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

მ) სურსათის უვნებლობის სფეროში სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების ინიციირება;

ნ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი;

ბ) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია;

დ) ვეტერინარული პრეპარატების, არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის უზრუნველყოფა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება, მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება;

დ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;

ე)  ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გაუსნებოვნების ორგანიზება;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ზ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი;

თ) ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაცია და მათი კონტროლი;

ლ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

გ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტიანი ადმინისტრირება;

ე) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;

ზ) ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;

თ) იმ პირთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც სარგებლობენ სააგენტოს მომსახურებით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და საპასუხო კორესპონდენციის გაცემა.

5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მონაწილეობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

დ) დონორების პროექტების დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა;

ე) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება.

6. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროში წარდგენა;

დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი;

ე) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სააგენტოში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად, სააგენტოში დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) სააგენტოს უფროსის უზრუნველყოფა სააგენტოს სისტემაში მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

გ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სააგენტოს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ე) სააგენტოს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

ვ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

თ) სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან / და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ი) სააგენტოს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) სააგენტოს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

8. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამართალწარმოების განხორციელება – სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სააგენტოში შემოსული ადმინსტრაციული საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადებაში თანამონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში თანამონაწილეობა.

9. რისკებზე რეაგირების  დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს   რეაგირება;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში ადგილზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა;

გ) რისკის გათვალისწინებით, მავნე ორგანიზმების კერების ლოკალიზაცია/ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;

დ) რისკის გათვალისწინებით, ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ეპიზოოტიის საწინააღმდეგო და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება ;

ვ) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ეპიზოოტიის საწინააღმდეგო და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;

ზ) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება, გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების /ქმედებების განხორციელება.

10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა.

11. თბილისის საქალაქო სამსახური:

ა) თბილისის მასშტაბით სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) ცხოველთა გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;

გ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

ე) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

12. ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებია:

ა) მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) ცხოველთა გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;

გ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

ე) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.


მუხლი 6. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.


მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. სააგენტოს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს  სამინისტროს.


მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.