დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | პროექტის ავტორი |
მიღების თარიღი | 21/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ნორმატიული აქტების პროექტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016441 |
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.88-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.“;
ბ) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომელიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000 -ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.“.
2. 89-ე მუხლის:
ა) მე-2 – მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება:
ა) თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;
ბ) პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა კალენდარული წლის დასრულებამდე;
გ) თუ პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;
დ) თუ პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტატუსი გაუქმებულად ითვლება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000 -ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვე) დასაწყისიდან. ამ შემთხვევაში:
ა) პირი ვალდებულია, არასრულ საგადასახადო პერიოდზე საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს არაუგვიანეს კალენდარული წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა;
ბ) პირს, სტატუსის გაუქმების კალენდარული წლის მომდევნო კალენდარულ წელს კვლავ შეიძლება მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი, თუ იგი კალენდარული წლის დასრულებამდე აღნიშნულის შესახებ მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.“.
3. 90-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებული იქნეს;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილი საქმიანობის სახიდან მიღებული შემოსავლისა.“.
4. 91-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ხარჯებს აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში, რომლის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებული იქნეს;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდებისას, ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.“;
დ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსის გაუქმებისას არსებული სასაქონლო ნაშთების აღრიცხის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;
ვ) მე-7 ნაწილი ამოღებული იქნეს;
5. 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.“.
6. 93-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.“.
7. 94-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.“.
ბ) მე-2 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
8. 97-მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორგანიზაციისათვის, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის ან/და არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან;
ბ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თუ აღნიშნული არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან;
გ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.“;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.“.
9. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – დ“ , „პ“ და „უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
10. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (პირები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.
12.143-ე მუხლის
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის განაწილებული შემოსავალი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად.“;
ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების დაბულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.“.
13. 153-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საწარმო (გარდა საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მეწარმე ფიზიკური პირი და საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.“;
გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.“.
14. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის, ნოტარიუსის, კერძო აღმასრულებლის და მიკრო ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის.“.
15. 161-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოიჯარის (გარდა ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) მიერ ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:
ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციების თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;
ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორცილების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი.“;
ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
16. 168-ე მუხლის მეოთხე ნაწილის:
ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების გაწევა, ასევე საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.“;
ბ) „წ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.“.
17. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზის 100 პროცენტის ოდენობა.“.
18. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოყენებისათვის, თუ სატრანსპორტო საშუალების იმპორტის განმახორციელებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;
შენიშვნა : ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაბამისი პირის მიერ შესაძლებელია ერთჯერადად სამი წლის განმავლობაში.“.
19. 286-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი, მე-2, 31 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრებათ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.“.
20. 288-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 288. მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა
ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილში ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლების გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
21. 297-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება არ საჩივრდება შემოსავლების სამსახურში. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.“.
22. 309-ე მუხლის :
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;
ბ) 94-ე და 95-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„94. კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2023 წლის 1 იანვრიდან.
95. 2023 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“;
გ) 99-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„99. ამ კოდექსის 98 1 მუხლის მიზნებისთვის:
ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის 2023 წლის 1 იანვრამდე განაწილება მოგების განაწილებად ითვლება.“;
დ) 106-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 107-ე ნაწილი:
„107. 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.“.
23. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 108-ე და 109-ე ნაწილები:
„108. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საგადასახადო პერიოდზე საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.
109. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, არასრულ საგადასახადო პერიოდზე ( სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან 2109 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე) საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს არაუგვიანეს კალენდარული წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა.“.
მუხლი 2.
1 . ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი – მე-11 ნაწილების, მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 ნაწილის, მე-15 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-19 და მე-20 ნაწილების, 22-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და 23-ე ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი – მე-7, მე-10, მე-19, მე-20 ნაწილები, 22-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 23-ე ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8, მე-9, მე-11 ნაწილები, მე-12 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-13 ნაწილი და მე-15 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-14 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების, ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილების, ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესების, აგრეთვე გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნორმის დაზუსტების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეგულაციების ცვლილება და ამ კატეგორიის გადამხდელთათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ (საწარმოთათვის 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედ) მოდელზე გადაყვანა, საჰაერო ფრენებთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლება, ეტლის მომხმარებელი პირის მიერ ადაპტირებული ავტომანქანის იმპორტის გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან, გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცალკეული ნორმის დაზუსტება, აგრეთვე, ზოგიერთი რედაქციული უზუსტობის გასწორება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონპროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.
მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-ისა.
100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა.
გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები.
შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება. არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.
მცირე ბიზნესს ექნება ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.
პროექტის შესაბამისად, იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების პირობები. სტატუსი არ გაუუქმდება პირს, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის საქმიანობის ნაწილში არ გადააჭარბებს 500 000 ლარს. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.
პროექტის შესაბამისად მცირე ბიზნესს ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბებისას სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება, გადაჭარბების თვის დასაწყისიდან, კალენდარული წლის დანარჩენ არასრულ პერიოდზე კი დაიბეგრება საერთო წესით.
ამასთან, პირი უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსი მიიღოს სტატუსის გაუქმების წლის მომდევნო წელს, თუ იგი აღნიშნული მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს სტატუსის გაუქმების წლის დასრულებამდე.
აღნიშნულიდან გამომომდინარე, ცვლილებები შედის სსკ-ის 88-ე-94-ე, 97-ე, მე-100, 286-ე, 288-ე და 309-ე მუხლებში.
2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების დაბეგვრა 2019 წლიდან განხორციელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის (საწარმოთათვის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი) პრინციპებით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მათ განთავისუფლებას ამ გადასახადისგან, რადგან ისინი მოგებას არ ანაწილებენ.
ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ იმ შეთხვევებში, თუ:
Ø გასწია ისეთი ხარჯი, რომელიც არც ეკონომიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული და არც მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარეობს;
Ø უსასყიდლოდ განახორციელა საქონლის/მომსახურების მიწოდება და აღნიშნული არ გამომდინარეობს მისი საქმიანობის მიზნიდან;
Ø გასწია ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი.
ორგანიზაციებისთვის, შესაბამისი დაბეგვრის ობიქტის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი იქნება კალენდარული თვე, რომლის მიხედვითაც განხორციელდება გადასახადის დეკლარირება და გადახდა. უქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.
ამასთან, მოგების გადასახადის რეჟიმის ცვლილებიდან გამომდინარე, აღარ იქნება რელევანტური ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადში არსებული ზოგიერთი შეღავათი, რის გამოც ხორცილდება შესაბამისი ცვლილებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები ხორციელდება სსკ-ის 97-ე, 99-ე, 135-ე, 143-ე, 153- ე და 161-ე მუხლებში.
3. სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, მოქმედი რედაქციით გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება გააჩნია საწარმოს/ორგანიზაციას ან მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის.
კანონის აღნიშნული ნორმა, სხვებთან ერთად შეეხო, იმ ფიზიკურ პირებს, რომელნიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა დამოუკიდებლად ახორციელებენ საგადასახადო ანგარიშგებას (დღგ-ის გადამხდელად რგისტრირებული ფიზიკური პირი, ნოტარიუსი, კერძო აღმასრულებელი) ასევე, ზოგიერთ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებულ პირს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება, რომ გადასახადის წყაროსთან დაკავება არ ხორციელდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკური პირისათვის, ნოტარიუსისათვის და მიკრო ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისათვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები ხორციელდება სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილში.
4. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნტში განსახორციელებელი ცვლილება არის დაზუსტებითი ხასიათის და გამოწვეულია ორგანიზაციების მოგების დაბეგვრის ახალ რეჟიმზე გადასვლით.
სსკ-ის 161-ე მე-6 ნაწილი განსაზღვრავს გრძელვადიანი კოტრაქტის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დასაბეგრი ოპერაციის თანხას და დასაბეგრი ოპერაციის მომენტს. 2017 წლის 1 იანვრიდან მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის წინასწარ გადახდის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმები. ამასთან, ამ კანონპროექტის ამოქმედებამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის გარდამავალ დებულებებში.
5. სსკ-ის 168-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ძ“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას. აღნიშნული გამომდინარებს საქართველოს ვალდებულებიდან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს დირექტივასთან №2006/112 (დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ). ამასთან, აღნიშნული ცვლილება ხორციელდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტის და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების განვითარების სტიმულირების მიზნით.
6. სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის შენიშვნაში, ხორციელდება რედაქციული ხასიათის ცვლილება. სწორდება ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, მითითება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7102 სასაქონლო პოზიციაზე (ალმასები დამუშავებული ან დაუმუშავებელი, მაგრამ ბუდეში ჩაუსმელი ან დაუმაგრებელი) იცვლება ამავე ნომენკლატურის 7202 სასაქონლო პოზიციით (ფეროშენადნობები).
7 . სსკ-ის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილში შესატანი ცვლილებით, იმპორტიორს უფლებამოსილება ეძლევა დადგენილი წესით დაიბრუნოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნულ მსუბუქ ავტომობილსა და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლზე (მოპედის ჩათვლით) გადახდილი აქციზის 100%-ის ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
აღნიშნული ცვლილების განხორციელება განპირობებულია საქართველოდან ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით. ვინაიდან, კანონმდებლობით რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტომობილები არ იბეგრება აქციზით, შესაბამისად, მიზანშეწონილია იმპორტიორმა დაიბრუნოს ზემოთ ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი აქციზის 100%-ის ოდენობა, თუ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო საშუალებები, 90 კალენდარული დღის განმავლობაში მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, შესაბამისად, იმპორტიორის მიერ გადახდილი აქციზი არ აისახება აღნიშნული საექსპორტო სატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასში, რაც გაუადვილებს იმპორტიორს საზღვარგარეთ მის რეალიზაციას.
8. სსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილში ხორციელდება ცვლილება და ემატება ,,ლ 1 “ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების აქციზისაგან გათავისუფლებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სჭირდებათ ადაპტირებული გარემო, მათ შორის ადაპტირებული ტრანსპორტი, რათა მათ სხვა პირთა დახმარების გარეშე შეძლონ ავტომობილიდან გადმოსვლა და ჩაჯდომა, ასევე მისი მართვა. საკმაოდ ძვირი ჯდება ავტომობილები ადაპტირებული მართვის სისტემებით, ასევე სპეციალური სავარძლით, რომელიც მოძრაობს შვეულად და ჰორიზონტალურად 90 გრადუსით. აღნიშნული ხარჯის შემსუბუქებას ისახავას მიზნად საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. კერძოდ, ითვალისწინებს შეღავათს აქციზის ნაწილში და შესაბამის დაცვის მექანიზმებს რათა არ მოხდეს მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენება. შესაბამისად, ცვლილებები არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით გავლენას და იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის გზაზე. შეღავათის გამოყენების მიზნით საჭიროა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
· სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ქარხნულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოყენებისათვის, რომლებიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდებიან;
· იმპორტი უნდა განახორციელოს თვითონ შეღავათით მოსარგებლე პირმა;
· აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ 3 წლის განმავლობაში.
· აღნიშნული შეღავათის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
9. პროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება სსკ-ის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ ემატება 31 ნაწილი. სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ერთიან შეჯერებულ პოზიციას, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად თანხმდება საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, წინასწარი გადაწყვეტილება, აღარ გასაჩივრდება შემოსავლების სამსახურში და მას პირდაპირ განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო.
10. მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი არ შეეხო ბანკებს, საკრედიტო კავშირებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ლომბარდებს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ხსენებული კატეგორიის გადასახადის გადამხდელების მოგების გადასახადით დაბეგვრისთვის 2023 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის 2017 წლამდე მოქმედი მოდელი და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის რეგულაციის ცვლილება, წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით, 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შეამცირებს დაახლოებით 30 მილიონი ლარით.
მცირე ბიზნესის ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების გამო (ამ ტიპის მეწარმეების წინა წლების გადახდების გათვალისწინებით) გადასახადების სახით მისაღები წლიური შემოსავალი შემცირდება დაახლოებით 40 მლნ. ლარით.
სხვა ცვლილებები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით იცვლება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი გადასახადის განაკვეთი, აგრეთვე ორგანიზაციების დაბეგვრის პრინციპები;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 88. მცირე ბიზნესი
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.
მუხლი 89. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:
ა) მეწარმე ფიზიკურმა პირმა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საგადასახადო წლის დასრულებისა მიმართა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;
ბ) დაირღვა ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა);
გ) მეწარმე ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად;
დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 150 000 ლარს.
3. საგადასახადო ორგანოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია:
ა) მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;
ბ) მეწარმე ფიზიკური პირისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობისათვის სანქციის კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაკისრება.
4. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 100 000 ლარს და მოეხსნება სტატუსი, მას უფლება აქვს, კვლავ მიიღოს სტატუსი ყველა შემდეგი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) თუ სტატუსის გაუქმებიდან მომავალი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სტატუსის გაუქმებიდან 12 კალენდარული თვის მომდევნო წლიდან, თუ პირი არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი.
მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა.
მუხლი 91. მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები
1. გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ხარჯების დადასტურება ხდება ამ კოდექსის შესაბამისად.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები.
5. მცირე ბიზნესის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა.
6. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს სტატუსის გაუქმებისას:
ა) უფლება აქვს, ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო ნაშთები აღრიცხოს შესაბამის დოკუმენტში, რომელიც მომავალში, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა, არ ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, მაგრამ საქონელი ამ კოდექსის 286-ე მუხლის მიზნებისათვის ითვლება აღრიცხულად;
ბ) უფლება აქვს, ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები შეაფასოს საბაზრო ღირებულებით და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთად, რომლის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. აღნიშნული დოკუმენტი არის მარაგებზე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც შეტანილი იქნება ინფორმაცია ამ მარაგების სახეობის, ოდენობისა და ღირებულების შესახებ;
გ) ვალდებულება აქვს, თუ იგი იყენებს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთის საერთო ღირებულების თანხით გაზარდოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისას არსებული დასაბეგრი შემოსავალი.
7. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 92. მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში და გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 93. მიკრო და მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა
1. გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე დეკლარაციას წარუდგენენ:
ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი.
2. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას.
მუხლი 94. მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ფარგლებში გაცემული ხელფასის ხარჯზე;
ბ) მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.
მუხლი 97. დაბეგვრის ობიექტი
1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) განაწილებული მოგება;
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
2. ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
3. არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით.
4. არარეზიდენტი საწარმოს მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით იღებს ისეთ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობასთან, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებს შორის.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
7. ამ კოდექსის 98 1 −98 4 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.
8. კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) პირისათვის, რომელიც მოგებას იღებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებებიდან“ გამომდინარე, ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად, ამ მოგების ნაწილში;
ბ) „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილისათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში;
გ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილისათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში. ( მე -8 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )
9. პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად.
10. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.
მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა;
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
გ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოგება;
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
ვ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან, ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;
თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;
ი) (ამოღებულია – 23.12.2017, №1935);
კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება;
მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
მ 1 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
მ 2 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
მ 3 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ო) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება, თუ საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ფინანსური კომპანიაა;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება;
ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება);
რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება;
ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება;
უ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
ფ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება;
ქ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;
ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით);
ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება;
შენიშვნა : ამ ნაწილის „მ 1 “–„მ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.
მუხლი 100. ერთობლივი შემოსავალი
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
4. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:
ა) (ამოღებულია – 13.05.2016, №5092);
ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით;
ე) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება;
ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, აგრეთვე ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი;
ვ 1 ) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე მოსაკრებლის თანხის და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირებით მიღებული სარგებელი;
ზ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
თ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში;
ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურებისა;
კ) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი − ფიზიკური პირისთვის;
ლ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდება.
მუხლი 135. საანგარიშო პერიოდი
1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.
2. რეზიდენტი საწარმოსთვის და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
მუხლი 143. თანამფლობელობა
1. ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საწარმოდ ითვლება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
2. ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამხანაგობიდან მისთვის მიკუთვნებული მოგების წილი (შემოსავალი) შეიტანოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.
3. ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად დაურეგისტრირებელი ფიზიკური პირისათვის განაწილებული შემოსავალი.
4. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ჩაითვალოს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში.
5. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
6. ამხანაგობის მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.
7. ამხანაგობის ზარალი, რომელიც მის მფლობელს მიეკუთვნება, ამ მფლობელის მიერ სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.
8. ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება.
9. ამ მუხლის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
10. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიღება, სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება და სასტუმროს ფუნქციონირების ორგანიზება ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობად არ ითვლება.
მუხლი 153. დეკლარაციის წარდგენა
1. საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან;
ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.
2. მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.
3. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სალიკვიდაციო კომისია ან გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საგადასახადო ორგანოს. იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს.
3 1 . (ამოღებულია – 01.05.2015, №3581).
4. ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.
4 1 . ( ამოღებულია – 26.12.2014, №3015).
5. მეწარმე ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
5 1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:
ა) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს;
ბ) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.
6. მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობისას ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე:
ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) ფიზიკური პირის მიერ ქონების საჩუქრად მიღების (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა და III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) შემთხვევაში;
გ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში.
7. III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
8. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
10. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:
ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა;
ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს;
ბ) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;
გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის;
ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
შენიშვნა : ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ვ) პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;
თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს;
ი) პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის როიალტს;
კ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5202);
ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას;
მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა;
ნ) სსზ-ის სტატუსის მქონე იურიდიული პირი − ამ კოდექსის 133 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ო) ტურისტული საწარმო – ამ კოდექსის 133 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 133 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
გ) შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;
ბ) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით;
გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით:
გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
3 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.
4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია, ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არაუგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დაქირავებული უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით თვითონ შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში არარეზიდენტ დამქირავებელს ეხსნება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.
მუხლი 161. დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის თანხა და დრო
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.ბ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა), თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც:
ბ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ბ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში (გარდა ამ კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, რომლის დროსაც:
გ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება რეგისტრაციის გაუქმების დღისთვის არსებული იმ საქონლის საბალანსო ნაშთით, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა;
გ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე;
დ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი;
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი;
ვ) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოიჯარის (გარდა ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) მიერ ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:
ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;
ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი;
ზ) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას სტატუსის გაუქმების მომენტი, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
2 1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) ან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე მეტია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.
3. საქონლის მიწოდებისას, რომელსაც თან ახლავს გადატვირთვა, საქონლის მიწოდებად ითვლება საქონლის გადატვირთვის მომენტი.
4. საერთაშორისო სატელეფონო საკომუნიკაციო მომსახურებისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან მისაღები თანხა.
5. საბრუნავი (მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში, გარდა საცალო ვაჭრობისა, სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით, რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს. თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა, იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
ა) ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების მიწოდება ან/და იმპორტი;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტი;
გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში;
გ 1 ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება);
დ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;
ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა;
ვ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით;
ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება;
თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55, 4802 61 100 00 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;
ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ 1 ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდში აღნიშნული რადიოფარმპრეპარატების, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული, 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებში, 9018–9022 კოდებში (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის, 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული), აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, 9619 00 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105 (გარდა მექანიკური ნარევისა), 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან /და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით ) მიწოდება ან / და იმპორტი;
ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, აგრეთვე ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება წიგნის ფორმითაც გამოიცეს;
პ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
ჟ) (ამოღებულია – 30.07.2013, №906);
რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას;
ს) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას;
ტ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701 90 110 00 – 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 – 8708 70 100 00, 8708 80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის, ძარის, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;
უ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო- სადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი;
ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8802 11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00 და 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული საქონლის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ფ 1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;
ქ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
ღ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ ითვლება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება;
ჩ) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი;
ც) (ამოღებულია – 20.12.2011, №5556);
ძ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი;
წ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად;
ჭ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი;
ხ) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 26 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში;
ჯ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 10 110 00 კოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება;
ჰ) ფიზიკური პირისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს:
ჰ.ა) რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;
ჰ.ბ) რომლის ქონებაც აუქციონის ან სხვა წესით შეიძინა მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით.
2. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების გაწევა:
ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა;
ბ) საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა;
გ) პირის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;
დ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურების გაწევა;
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ვ) სააღმზრდელო დაწესებულებებში ან/და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა;
ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
თ) ამ მუხლით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის ლიზინგით გაცემა;
ი) თიზ-ის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა, აგრეთვე თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურების გაწევა;
კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა;
ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა;
მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა;
ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება;
ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა;
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისმომსახურების გაწევა.
3. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი კანონების, შეთანხმებების, ხელშეკრულებების საფუძველზე მიზნობრივი დანიშნულებით განხორციელებული ოპერაციები:
ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა;
ბ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი ან/და სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა;
დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანა;
ე) ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;
ვ) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ;
ზ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა მონაწილე ერთ-ერთი მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;
თ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი;
ი) იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო;
კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი.
4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;
ბ) საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის და რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
გ 1 ) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
გ 2 ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
გ 3 ) საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა, გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;
გ 4 ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ საქართველოს რეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას საქართველოს რეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა, გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;
დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
დ.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
დ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა;
დ.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
დ.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;
დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;
დ.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
ე) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება;
ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;
ზ) თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება;
თ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;
ი) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა;
მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;
ნ) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდება;
ჟ) ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება;
რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება);
ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა;
ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.
უ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა.
ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება;
ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით;
ყ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება;
შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება;
ჩ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი);
ც) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება;
ძ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა;
წ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა : ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ჭ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901 და 4903 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნის) მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციისა და ბეჭდვის მომსახურებების გაწევა.
5. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
მუხლი 189. აქციზის ჩათვლა
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი ან ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქციზის ჩათვლის ან დაბრუნების წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებული სხვა აქციზური საქონლის (ნედლეულის) მიმართ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.
3 1 . ამ კოდექსის 190 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის ჩათვლის მიღების საფუძველია ამავე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებზე დარიცხული და აქციზის დეკლარაციაში ასახული აქციზის თანხა.
4. თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა ხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
5. დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
6. (ამოღებულია – 22.06.2016, №5445).
7. (ამოღებულია – 22.06.2016, №5445).
8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან , თუ სატრანსპორტოსაშუალება 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოსტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილიაქციზი, მაგრამ არაუმეტეს გადახდილი აქციზის 50%- ის ოდენობისა.
მუხლი 194. აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები
1. აქციზისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.
2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.
3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.
4. აქციზისაგან გათავისუფლების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები;
ბ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;
ბ 1 ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
ბ 2 ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, აგრეთვე 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;
გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული;
დ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი;
ე) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება;
ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება;
ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის.
შენიშვნა : აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა;
თ) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
ი) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტი;
კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი;
ლ ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;
მ) ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე);
ნ) ალკოჰოლიანი სასმელი, გამოყენებული სასმელის დასამზადებლად, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს არ აღემატება.
შენიშვნა :
1. თუ ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ ან „ბ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. ამ ნაწილის „ბ“− „ბ 2 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.
3. ამ ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტირებისას/წარმოებისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ საქონლის იმპორტიორისაგან/მწარმოებლისაგან შემძენი პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა.
4. ამ ნაწილის „ბ“ და „ბ 2 “ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.
6. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია:
ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა.ა) საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი ( ნედლეული ));
ა. ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ ;
ბ) საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის;
გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (აქციზური საქონლის) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების (აქციზური საქონლის) რეალიზაცია/გადაცემა;
დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად;
ე) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის წარმოება და დამკვეთისათვის გადაცემა, თუ დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად იყენებს.
შენიშვნა : ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის შემძენი/დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად არ იყენებს, შეძენილ/გადმოცემულ საქონელთან მიმართებით აქციზის გადამხდელად განიხილება საქონლის შემძენი/დამკვეთი. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ განიხილება შემძენის/დამკვეთის მიერ საქონლის სხვა საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტი.
7. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია აქციზისაგან.
მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
1 1 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
1 2 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ( ამოღებულ ია – 28.12.2012, №189).
3 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3 2 . ამ მუხლის 1 1 ან 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;
ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;
გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;
დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია;
ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათი გამომცემლების მიერ მათ თან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა;
ვ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას;
ზ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.
7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრებათ მიკრო ბიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 95 3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.
8. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი;
ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, ასევე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით.
9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება;
ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.
11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.
13. ამ მუხლის პირველი, 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
14. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 288. მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა
ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილში ან 89-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საფუძვლების გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 297. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
2. დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.
4. დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5. დავის განმხილველ ორგანოებს აქვთ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს.
6. დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას.
7. დავების განხილვის საბჭოს აპარატს უფლება აქვს, თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დავის მხარეებთან ჩაატაროს მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.
მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
2. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
3. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
3 1 . (ამოღებულია – 13.05.2016, №5092).
3 2 . (ამოღებულია – 13.05.2016, №5092).
3 3 . (ამოღებულია – 13.05.2016, №5092).
4. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
6. (ამოღებულია – 18.12.2015, №4680).
7. (ამოღებულია – 26.12.2013, №1886).
8. ( ამოღებულია).
9. ( ამოღებულია).
10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.
10 1 . ნამუშევარი ნავთობპროდუქტებისათვის (ლიალური წყლისათვის (ნავთობით დაბინძურებული წყლისათვის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხისათვის) არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები (გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა) გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.
11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.
13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით ტყითსარგებლობით განსაზღვრულ სახეებთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.
14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.
15. 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.
16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.
17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის დებულებები.
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.
19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე , 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადისგადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.
22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არაუგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების) შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა-ნაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.
24. 2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.
25. ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა : ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ისე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი.
29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24-ე ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონებას იმავე სახის საქმიანობაში იყენებს:
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.
33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.
34. 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი).
35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.
36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1 ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში.
37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 1 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 1 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 1 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 1 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);
გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით.
39. (ამოღებულია – 22.06.2012, №6547).
40. (ამოღებულია – 01.05.2015, №3581).
41. (ამოღებულია – 13.05.2016, №5092).
42. პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) 2018 წლის 1 იანვრამდე ეწეოდა, ვალდებულია:
ა) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტზე ან/და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
გ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების 1/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;
დ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების 2/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;
ე) არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.
43. (ამოღებულია – 20.12.2012, №118).
44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3 1 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ 1 “ და „გ 2 “ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28 აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.
48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.
49. 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
50. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.
51. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
52. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
53. ამ მუხლის 52-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.
55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინვესტორისა და კონტრაქტორის საგადასახადო ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ 1 “ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10 1 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ 4 “ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.
58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას):
ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად;
გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.
59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.
60. (ამოღებულია – 13.05.2016, №5092).
61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2 1 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.
62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის:
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ.
64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები.
65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის დასრულების შესახებ აქტის შედგენის და დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის დადასტურების მომენტისა.
66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით წარმოებულ ეროვნულ ფილმს აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას უფლება აქვს, ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხები.
67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით აწარმოებს ეროვნულ ფილმს, ვალდებულია:
ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ შეცვალოს არჩეული გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში შესვლის საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის;
ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე მეთოდი გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ, თუმცა მას უფლება აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი არჩევიდან 5 წლის შემდეგ.
68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში:
ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან;
ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან;
გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
დ) უეფა ან/და მისი ფილიალი საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან.
69. დანიშნული პირის მიერ უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან.
შენიშვნა : დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად, მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი.
70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას.
71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას.
72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია:
ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.
73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ 1 “ და „ბ 2 “ ქვეპუნქტებისა და 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი.
77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება. (78- ე ნაწილის მოქმედება ვრცელდება 26.12.2014, № 3015 კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )
79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
შენიშვნა : ამ ნაწილის მიზნისათვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ ჩაითვლება სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-
დოკუმენტის კომენტარები