„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 29/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2010 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულება თანდართულ №1, №2 და №3 დანართებთან ერთად.

     მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  ეს დებულება განსაზღვრავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს.

2.  ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება „გამოუსადეგარი (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით გათვალისწინებულ ქონებაზე.

3. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინში ,,ძირითადი აქტივები’’ იგულისხმება ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შო­რის, მცირეფასიანი აქტივები (გარდა სამეურნეო მასალებისა, სა­კანცელარიო ნივთებისა, საწვავ-საპოხი მასალებისა და სხვა ხარ­ჯვადი ქონებისა).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

    მუხლი 2. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა

1.  საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების (შემდგომში – ორგანო) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – ორგანოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – ორგანოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო)/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

2.  აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულებების, მათ კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე მათ გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ ორგანოს თანხმობით, რომლის გამგებლობაშიც შედის დაწესებულება (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) უძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან ან იმ ორგანოსთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც შედის დაწესებულება (მათი არსებობის შემთხვევაში) და ქონების სააგენტოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით.

3.  საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სსიპ), რომელთაც კანონის თანახმად არ გააჩნიათ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, თავიანთ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერას ახორციელებენ:

ა) მოძრავი ქონების – სსიპ-ის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – სსიპ ის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, ქონების სააგენტოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

4.  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების (შემდგომში – საბიუჯეტო ორგანიზაცია) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, ქონების სააგენტოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

5.  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (შემდგომში წარმომადგენლობა/საკონსულო) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) უძრავი ქონების – წარმომადგენლობის/საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქონების სააგენტოს თანხმობით;

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნო­მიკის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ეკონომიკის სამინისტრო წინამდებარე დებულებით განსაზ­ღ­ვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ შესაბამისად, აჭარის ავ­ტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის საკუთრებაში არ­სე­­ბული უძრავი ქონების ჩამო­წერა­სთან დაკავშირებით.

7. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეზე (შემდგომში – ატა­შე), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომად­გე­ნელზე (შემ­დგომში – წარმომადგენელი) და მათ აპარატებზე საზღვარგა­რეთ აღრიცხული/მიმაგრებული ამორტიზებული ან გამოუყენებე­ლი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – ატაშეს ან წარმომადგენლის გადაწყ­ვე­ტი­ლებით, ამასთან, თუ თითოეული ჩამოსაწერი ერთეულის ღირე­ბუ­ლება აღემატება 1 000 ლარს, ქონება ჩამოიწერება საქარ­თვე­ლოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამ­დე­ბობის პირთან შეთანხმებით;

ბ) უძრავი ქონების – ატაშეს ან წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირისა და ქონების სააგენტოს თანხმობით;

გ) მოძრავი და უძრავი ქონების – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, თუ ჩამოწერის მომენტისათვის შესაბამის ქვეყანაში აღარ იმყოფება ატაშე/წარმომადგენელი. თუ ქონება უძრავია, დამატებით საჭიროა ქონების სააგენტოს თანხმობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი გამოიყენება მაშინაც, როდესაც ქო­­ნება ვარგისია გამოსაყენებლად, არ არის ამორტიზებული სრუ­ლად, თუმცა გამოუყენებელი გახდება შემდეგი მიზეზებით:

ა) ატაშე/წარმომადგენელი გამოიწვიეს როტაციით დადგენილ ვა­დაში ან ვადამდე და არ მოხდა სხვა ატაშეს/წარმომადგენლის მიერ გამოწვეული ატაშეს/წარმომადგენლის ჩანაცვლება; და

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხა­დებს ქონების მიღებაზე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №170 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1089

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №285- სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1806

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 17.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №588 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 3. ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი

1.  ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, ხოლო წარმომადგენლობა/საკონსულოს საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.

2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 და №2 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№3 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობის/საკონსულოს ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3.  ძირითადი აქტივები მოძრავი ქონება ჩამოწერილად ჩაითვლება ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. (ამოღებულია).

5.  ძირითადი აქტივების ჩამოწერისას ორგანომ, დაწესებულებამ, სსიპ-მა, საბიუჯეტო ორგანიზაციამ და წარმომადგენლობა/საკონსულომ უნდა იმოქმედონ ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №125 - სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.726

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №170 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1089

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრისდადგენილება №285- სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1806

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 28.05.2012წ.

     მუხლი 31. ატაშეებზე/წარმომადგენლებზე და მათ აპარა­ტებ­ზე მიმაგრებული/აღრიცხული ქონების ჩამოწერის მიზნით საინ­ვენ­ტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ძირითადი აქტი­ვე­ბის ჩამოწერის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იქმნება სა­­ინ­­ვენტარიზაციო კომისია, რომელიც უნ­და შედგებოდეს არა­ნაკ­ლებ სამი წევრისაგან, რომელშიც უნდა შედიოდეს ბუღალტერი (აღ­რიცხვა-ანგარიშგებისათვის პასუხის­მგე­­ბელი პირი). სა­ინ­ვენტა­რი­­­ზაციო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილ იქნეს საელ­ჩოს წარ­­მომადგენელი, მისი თანხმობით.

2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს ( 1 დანართი და/ან 2 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს ( 3 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა ), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ჩამოწერის გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ პირს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საინვენტარიზაციო კომისიის წევრები სწავლობენ ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას და ამ პუნქტით დადგენილ აქტებს (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ავსებენ, როგორც წესი, კამერალური მეთოდით ატაშეს/წარმომადგენლის, საზღვარგარეთ მყოფი საინვენტარიზაციო კომისიის წევრის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მოსამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე.

3. ძირითადი აქტივები – მოძრავი ქონება ჩამოწერილად ჩაი­თვ­ლება ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დას­კვ­ნის შესაბამისად მე-2 პუნქტში მითითებული თა­ნამდებობის პირის მი­ერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინის­ტრა­ციულ-სა­მართ­ლებ­რი­ვი აქტის საფუძველზე.

4. ძირითადი აქტივების ჩამოწერისას სა­ინ­ვენტარიზაციო კო­მისიამ უნდა იმოქ­მედოს ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხო­ების ნორმების სრუ­ლი დაცვით.

5. თუ ქონება დაკარგულია და დაკარგვის ფაქტზე მიმართვა წარდგენილია სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასეთი ქო­ნე­ბა, დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება ჩამოი­წე­როს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისგან უფლება­მო­სილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა­მართლებრივი აქტით, თუ დაკარგვის დღიდან გასულია არა­ნაკ­ლებ 6 წელი. ქონების დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და ამავე დროს წარმოიქმნა დაზიანებული ქონების ჩამოწერის საფუძვლები, ქონება ჩამოიწერება სამართალდამცავი ორგანოსათვის ჩამოწე­რის განზრახვის შესახებ ცნობის მიწოდებიდან 2 კვირის ვადაში, თუ შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო უარს არ განაც­ხა­დებს მითითებულ ვადაში ჩამოწერასა და ქონების უტილიზა­­ციაზე/რეალიზაციაზე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 28.05.2012წ.

    მუხლი 4. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა

1. ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების 3 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა ) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

2.  ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანო, დაწესებულება, სსიპ და საბიუჯეტო ორგანიზაცია ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  წარმომადგენლობა/საკონსულო ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლის შემდგომ ამონაგები თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. იმ ქვეყნებში, სადაც შეუძლებელია განკარგვის განხორციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, საინვენტარიზაციო კომისია უფლებამოსილია, იგი განკარგოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საკუთარი გადაწყვეტილებით, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ატაშე/წარმომადგენელი ჩამოწერის შედეგად მიღებული ქო­ნების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონ­მდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლის შემდგომ ამონაგები თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელ­მწი­ფო ბიუ­ჯეტ­ში. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზ­ღაურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნე­ბე­ბიდან. იმ ქვეყნებში, სადაც შეუძლებელია განკარგვის განხორ­ციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს თავ­დაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდე­ბობის პირთან შეთანხმებით, შესაძლებელია ატაშემ/წარმომად­გე­ნელმა:

ა) განკარგოს ქონება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებ­ლობის შესაბამისად;

ბ) უსასყიდლოდ გადასცეს ქონება საქველმოქმედო ან რე­ლი­გიურ ორგანიზაციას, უპატრონო ბავშვთა ან მოხუცთა თავ­შესა­ფარს.

5. ატაშეს/წარმომადგენელს ჩამოწერილი ქონების განკარგვა შეუძლია განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალე­ბით, თუ ჩამოწერის შედეგად მიღებული თითოეული ძირითადი აქტივის ღი­რებულება არ აღემატება 1 000 ლარს.

6. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანხ­მობით, ატაშეს/წარმომადგენლის ფუნქციები შეიძლება შეასრუ­ლოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამისმა თანამ­დე­ბო­ბის პირმა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 28.05.2012წ.

    მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება

1.  ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩა­მოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრუ­ლი შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამო­წერილი ქონების განა­დგურების აქტი. ამ პუნქტით დადგენილი მოთ­ხოვნა არ ვრცელ­დება მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათ­­­ვალის­წინებული ქონების გა­ნად­გურებისას.

3.  ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში.

4.  ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.

5.  წარმომადგენლობა/საკონსულო ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურებას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.

6. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება ხორ­ციელ­დება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეცი­ფი­კის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ად­გილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქო­ნების რეალიზაციის შესაძლებლობას, საინვენტარიზაციო კომი­სი­ის დასკვნის საფუძ­ველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფ­ლე­ბამოსილ პირთან შეთანხმებით. ქონების განად­გურებასთან და­კავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.

7. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწი­ნე­ბულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის თან­ხმო­ბით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ფუნქციები შეიძლება შეასრულოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლო­ბის შესაბამისმა თანამდებობის პირმა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

    მუხლი 6. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი

ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, 31 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებ ს ( 1 დანართი და/ან 2 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტები ს ( 3 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 28.05.2012წ.  

    მუხლი 7. ცალკეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი

1. ბალანსიდან ჩამოწერას ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადემონტაჟო შენობა-ნაგებობები.

2. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა რეაბილიტაცია ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის) ფარგლებში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ჩამოწერაზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა ჩამოწერილად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შენობა-ნაგებობის ჩამოწერასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს  დადგენილება №390  – ვებგვერდი, 14.08.2017წ.


დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №236 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1476

 

ჩამოსაწერი ძირითადი აქტივ ები ( შენობა - ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა ) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი

20  წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით

ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობ ის /საკონსულოს დასახელება ----------

 

ძირითა დი საშუალ ების დასა ლება

ექსპლ უატაცი აში შესვლის წელი

ექსპლ უატაც იაში ყოფნის ვადა

ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)

ბუღალტ რული ცვეთა გადაფას ებამდე

ფიზიკური ცვეთა გადაფა სებამდე

ნარჩენი საბალანსო ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი, გრ.5 გრ.9)

გადაფა სების კოეფი ციენტი საქართ ველოს პრეზი დენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანებუ ლების საფუძველ ზე

ღირე ბულ ება გადა ფასე ბის შემ დეგ (ლარი)

ცვეთა გადა ფასე ბის შემდეგ (ლარი)

საამო რტიზა ციო ანარი ცხის ნორმა ძირი თადი ფონ დის სრულ აღდგ ენაზე

ფაქტობრივი ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

%

ლა რი

%

ლა რი

ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა%

საბო ლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით %

საბოლოო ბუღა ლტრული მდგომარ ეობით %

ბუღალ ტრული მონაცე მებით ლარი

ლარი

ქონების ადგილ სამყო ფელი ქვეყნის ვალუტის გათვალის წინებით

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები:

 

1. ---------------

 

 

ვამტკიცებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. -------------

 

კომისიის თავმჯდომარე  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ---------------

 

 

ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ---------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:   თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.

 

                                                         

დანართი 2

ჩამოსაწერი ძირითადი აქტივ ებ ის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი

20 წლის ------------------------------------------ მდგომარეობით

ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობ ის /საკონსულოს დასახელება

----------------------------------------------

ძირი თადი საშუალების დასახელება

ექსპლუ ატაცი აში შესვ ლის წელი

ექსპლუ ატაციაში ყოფნის ვადა

ღირებულება გადაფა სება მდე (ლარი)

ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე

ფიზი კური ცვეთა გადაფა სებამდე

ნარჩენი საბალანსო ღირებ ულება გადაფასებამდე (ლარი, გრ.5 გრ.9)

გადაფა სების კოეფი ციენტი საქართ ველოს პრეზი დენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანე ბულების საფუ ძველზე

ღირებ ულება გადაფა სების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)

საამორ ტიზა ციო ანარი ცხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდ გენაზე

ფაქტობრივი ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

%

ლა რი

%

ლა რი

ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა %

საბო ლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით %

საბოლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით %

ბუღალ ტრული მონა ცემებით ლარი

ლა რი

ქონების ადგილსა მყო ფელი ქვეყნის ვალუტის გათვალის წინებით

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები:

1. ----------------------

 

ვამტკიცებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ----------------------

 

კომისიის თავმჯდომარე  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ----------------------

 

 

ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ----------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება .

 

 

                                                                         

დანართი №3

ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი

წლის --------------------------------------------------------

ორგანოს, დაწესებულების , სსიპ -ი , საბიუჯეტო ორგანიზაცი ის, წარმომადგენლობა / საკონსულო დასახელება

 

ძირითადი აქტივის დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი

საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე

ცვეთა გადაფასებამდე

გადაფასების კოეფიციენტი

საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ  (ლარი)

ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)

შენიშვნა

%

ლარი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის შემადგენლობა: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

შექმნილი 20  წ ------- ----------------------------- № -----------------------------------------

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ძირითადი საშუალების დასახელება)

 

 

 

და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:

 

 

 

 

 

 

 

1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: -----------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:

 

 

 

 

 

 

 

ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ----------------------------------

 

კომისიის დასკვნა: ----------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები:

1. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

ვამტკიცებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის თავმ დომარე -----------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                  ბ.ა.

 

 

                                   

ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანახარჯების ლიკვიდაცია

ლიკვიდაციის შედეგად მიღებული

დოკუმენტაციის დასახელება

დანახარჯების ჩამონათვალი

თანხა (ლარი)

დოკუმენტაციის დასახელება

ფასეულობათა სახეები

რაოდენობა

თანხა (ლარი)

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------- (----------------------------------------------------) ლარი

 

 

ლიკვიდაციის შედეგი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მთავარი ბუღალტერი --------------------------           ----- ------------------------ 20    წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის თავმ დომარე  -------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ.ა.

 

 

 

9. 11/08/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 390 - ვებგვერდი, 14/08/2017 8. 26/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 588 - ვებგვერდი, 28/12/2016 7. 17/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 384 - ვებგვერდი, 17/09/2012 6. 24/05/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 182 - ვებგვერდი, 28/05/2012 5. 21/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 21/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 285 - სსმ, 124, 28/09/2010 3. 10/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 236 - სსმ, 99, 13/08/2010 2. 23/06/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 170 - სსმ, 170, 23/06/2010 1. 24/04/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 125 - სსმ, 49, 28/04/2010
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.