,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016158
7
20/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
010250050.35.146.016158
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2018 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250050.35.146.016152) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. პროგრამის მოსარგებლე არის ახალშობილის მამა, ხოლო თუ მამა გარდაცვლილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახალშობილ(ებ)ის ერთ-ერთი მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი“;

 გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან მისმა ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიში.“;

 დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი  ქურთის მუნიციპალიტეტში)“.

 ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა)“;

„ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი  ქურთის მუნიციპალიტეტში).“;

 ვ)  ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი