„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2616
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/02/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016439
  • Word
2616
07/02/2018
ვებგვერდი, 21/02/2018
000000000.00.00.016439
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №2616

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების:

ა) პირველი მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №14);“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;“;

ა.ბ) პირველ პუნქტში „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები:

„მ1) ქონებაზე ყადაღის დადებას, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციასა და სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებას, გარდა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელთა შერჩევისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა;

2) პოტენციური დღგ-ის გადამხდელ პირთა გამოვლენას, იმ გადასახადის გადამხდელთა რეესტრის განსაზღვრას, რომელთაგანაც არსებობს დეკლარაციის წარმოდგენის მოლოდინი, გადამხდელებთან კომუნიკაციას წარმოსადგენ დეკლარაციასთან დაკავშირებით, დეკლარირების განუხორციელებელ პირთა გამოვლენას, დეკლარირების კულტურის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს, დეკლარირების კულტურის ამაღლების გაუმჯობესების პოლიტიკის შემუშავებასა და ამ მიზნებისათვის საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას;“.

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;

ბ) მონიტორინგის სამმართველო;

გ) მიმდინარე კონტროლის სამმართველო;

დ) დეკლარირების კულტურის ამაღლების სამმართველო;

ე) სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო;

ვ) ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველო;

ზ) ექსპერტიზის სამმართველო;

თ) ქვემო ქართლის სამმართველო;

ი) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

კ) კახეთის სამმართველო;

ლ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;

მ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;

ნ) სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველო;

ო) აჭარის სამმართველო;“.

ბ.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) მონიტორინგის სამმართველო:

ა.ა) აღმოსავლეთის განყოფილება;

ა.ბ) დასავლეთის განყოფილება.“;

გ) 111 მუხლის შემდეგ დაემატოს 112 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 112. ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველო

ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემაზე შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის დადება და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

გ) ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა;

დ) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალების შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა;

ე) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სასამართლოს ბრძანების, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცლის და მასთან დაკავშირებული მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიწოდება;

ვ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა შესაბამისი ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარმოდგენა;

თ) დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტატისტიკის წარმოება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. ექსპერტიზის სამმართველო

ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

ბ) შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ე) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 14. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოები

1. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე- ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ზ) ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემაზე შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის დადება და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

თ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

ი) ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა;

კ) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალების შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა;

ლ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სასამართლოს ბრძანების, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცლის და მასთან დაკავშირებული მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიწოდება;

მ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია;

ნ) ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანებების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აღრიცხვა ანალიზის წარმოება;

ო) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარსადგენად;

პ) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;

ჟ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ტ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ც1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენას წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით;“.

ბ) მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენა წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით;“.

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება“.

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით რისკების განსაზღვრა, მართვა, ანალიზი და ამ ღონისძიებათა დაგეგმვა;

ბ) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი;

გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება (გარდა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციისა), ხოლო ქონებაზე ყადაღის დადებისა და პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების გამოვლენა;

ე) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ვ) მონაცემთა ანალიზისთვის მონაცემთა ბაზების დახვეწა;

ზ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

თ) საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისათვის გადაცემა;

ი) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

კ) საგადასახადო შემოწმებებისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

ლ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება;

მ) იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ო) „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ჟ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

რ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, აგრეთვე საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ს) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ქ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ღ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგადასახადო რისკების მართვის სამმართველო;

ბ) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველო;

გ) ანალიტიკური საინფორმაციო ბაზების განვითარების სამმართველო;

დ) გადაწყვეტილებების დანერგვისა და მონიტორინგის სამმართველო;

ე) საგადასახადო შეთანხმებების სამმართველო;

ვ) საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველო;

ზ) გადახდევინებისგან თავის არიდების გამოვლენის სამმართველო;

თ) გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველო.“.

ვ) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება;

2) იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;“.

ზ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 101. ანალიტიკური საინფორმაციო ბაზების განვითარების სამმართველო

ანალიტიკური საინფორმაციო ბაზების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ინფორმაციის ანალიზისთვის მონაცემთა საცავის შექმნა/დახვეწა;

ბ) მონაცემთა საცავში არსებული ინფორმაციის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა;

გ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციების იდენტიფიცირება;

დ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციის არხების აწყობის უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის საქმიანობისთვის საჭირო რეპორტების სისტემატიზაცია;

ვ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

თ) 101 მუხლის შემდეგ დაემატოს 102 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 102. გადაწყვეტილებების დანერგვისა და მონიტორინგის სამმართველო

გადაწყვეტილებების დანერგვისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ წინადადებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შემსრულებლის დონემდე დაყვანა და დავალების შესრულების მონიტორინგი;

ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების შემსრულებლის დონემდე დაყვანა და დავალების შესრულების მონიტორინგი;

გ) დეპარტამენტის საოპერაციო გეგმის პროექტის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) დეპარტამენტის საოპერაციო გეგმის შესრულების მონიტორინგი;

ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველო

საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი და გადაუხდელობის მიზეზების ანალიზი;

ბ) საგადასახადო შემოსავლების კლებაზე/ზრდაზე მონიტორინგი;

გ) საგადასახადო შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზი;

დ) ერთიანი ელექტრონული ბაზიდან დავალიანების მქონე გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

ე) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით რისკების განსაზღვრა, მართვა, ანალიზი, ამ ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონებაზე ყადაღის დადება) და 244-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება) განხორციელების მიზნით გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის მომზადება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (ქონებაზე ყადაღის დადება და სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

თ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებათა/ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

კ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. გადახდევინებისგან თავის არიდების გამოვლენის სამმართველო

გადახდევინებისგან თავის არიდების გამოვლენის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) იმ საგადასახადო დავალიანების მქონე პირთა წრის განსაზღვრა, ვინც თავს არიდებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას;

ბ) საგადასახადო დავალიანების მქონე პირის დავალიანების წარმოშობის პერიოდის და მიზეზების ანალიზი და მის მიერ აქტივების გარიდების ფაქტების გამოვლენა;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) განხორციელების მიზნით ინფორმაციების მოძიება;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) „საგადასახადო მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;

ვ) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის საგადასახადო ორგანოს თანხმობით რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა, მიზანშეწონილობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერ პირთა გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ) „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 381-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, „დროებით ამოუღებადი დავალიანების“ მქონე პირთა განსაზღვრა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი ჩანაწერების განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

ლ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 14. გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველო

გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და 243-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საინკასო დავალება) განხორციელების მიზნით გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;

ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით;

გ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებისა და ყადაღის დადების უზრუნველყოფა, მათ შორის, ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით;

ვ) ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის ანგარიშის გახსნის ან ანგარიშის დახურვის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების მიღების დადასტურება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;

ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება და ყადაღა) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

კ) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 7 თებერვლიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                   გიორგი თაბუაშვილი