„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016381
17
19/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
010250020.35.108.016381
„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. სენაკი

 

,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ ცვლილების შეტანის  შესახებ” საქართველოს  2017 წლის 26 ივლისის №1251  ორგანული  კანონის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის  მუნიციპალიტეტის სასაფლაოების  მოწყობისა და  მოვლა-პატრონობის  წესის დამტკიცების  შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016  წლის  12  თებერვლის  №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016256)  შეტანილ  იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

ა)  დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე-3 მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. სასაფლაოსათვის  მიწის  ნაკვეთის  გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ  გადაწყვეტილებას, სენაკის მუნიციპალიტეტის  მერის წარდგინებით, განკარგულების  ფორმით, იღებს  საკრებულო.”;

ბ)   დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-5  მუხლის  მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. სასაფლაოების  მმართველი ორგანიზაციის  მიერ  გაწეული  სასაფლაო მომსახურების სახეობები და  საფასურები, ასევე  მისი გადახდისაგან  განთავისუფლებისა და შეღავათების გაწევის  წესი  განისაზღვრება  სასაფლაოების მმართველი  ორგანიზაციის  ხელმძღვანელის  მიერ  მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით.”;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6  მუხლის მე-5  პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„დ) საკრებულოზე  განსახილველად  სენაკის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს  წინადადებები სასაფლაოს  ეფექტური მართვისათვის  საჭირო  ახალი  სახეების, მათი  საფასურის  და ოდენობის  შესახებ.”;

დ) დადგენილებით  დამტკიცებულ წესს  დაემატოს მე-11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი

1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას. კერძო სასაფლაოს გახსნა არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ დასაშვებია მინიმუმ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ხოლო ახალი კერძო სასაფლაოს გახსნა დასაშვებია  მინიმუმ 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამ მუხლის ამოქმედებამდე უნაბერთვოდ გახსნილი კერძო სასაფლაოს მოწყობა სათანადო ნებართვით დასაშვებია მაქსიმუმ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზე.

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი; იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის /ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი  და მეორე პუნქტების და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და  მოთხოვნები.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი