დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13-33 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300130000.35.101.016482 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 16/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 300130000.35.101.016056) დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში’’ (დანართი 1) შევიდეს ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების წესს; თ) მწვანე ნარგავების გადარგვის წესს.“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ეს წესი არ ვრცელდება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მწვანე ნარგავების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე).“. 3. მე-2 მუხლის: ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ნარჩენი – მწვანე ნარგავების დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.“; ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ძირნაყარი მწვანე ნარგავი – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა.“ გ) 23-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,28. უფლებამოსილი ორგანო/ნებართვის გამცემი ორგანო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.“. 4. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-40-ე პუნქტები: ,,37. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება. 38. მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორია – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია. 39. დეგრადირებული მწვანე ნარგავების კორომი – კორომი, სადაც დაწყებულია ძირითადი ნიშან-თვისებების დაქვეითება, გაუარესება. 40. გადარგვა - დადგენილი წესით მწვანე ნარგავის ნიადაგიდან ამოღება და გადატანა სხვა მსგავს გარემო პირობებში მისი სიცოცხლისუნარიანობის შემდგომი შენარჩუნების მიზნით.“. 5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან შესაბამისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე.“. 6. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სანიტარული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;“. 7. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.“. 8. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%-ს.“. 9. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.“. 10. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 19. სპეციალური ჭრა „1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, საფლავის) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას; გ) მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის; დ) ჰიდროკვანძების, ხაზობრივი ნაგებობების, მათ შორის, რკინიგზის ხაზების ან ტრამვაის რელსების, საჰაერო-საბაგირო გზის, ფუნიკულიორის, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის. 2. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს მათი ფასადების, სახურავების, საძირკველის ან/და შიდა პერიმეტრის დაცვას ისეთი დაზიანებისაგან, რომელმაც შემდგომში შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ შენობა-ნაგებობით სარგებლობას. 11. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. სპეციალური ჭრის ნებართვის მიღების პროცედურა 1. მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების 1 წლამდე ვადით სპეციალურ ჭრაზე გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად იღებს უფლებამოსილი ორგანო. 2. მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების 1 წელზე მეტი ვადით სპეციალურ ჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა). 3. მწვანე ნარგავების სპეციალური ჭრის თხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს. 4. დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ჭრის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს (მათ შორის ელექტრონული ფორმით): ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი; ბ) მწვანე ნარგავების მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ჭრის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №2-ის მიხედვით); გ) ინფორმაცია სპეციალური ჭრისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია საჭიროებისამებრ დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტი. 6. ამ მუხლით დადგენილი წესით სპეციალური ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით.“. 12. 201 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი გამგეობა ან ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 13. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჭიროების შემთხვევაში მწვანე ნარგავების გადარგვა შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ ან გამგეობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური/იურიდიული პირის მეშვეობით ხელშეკრულების საფუძველზე ან დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე.“. ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მწვანე ნარგავების გადარგვას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მწვანე ნარგავების მოჭრასთან მიმართებით.“. გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მწვანე ნარგავების გადარგვა ხორციელდება იმავე ან/და მიმდებარე ტერიტორიაზე ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით.“. დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის საფუძველზე გადარგული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისას დაინტერესებულ პირზე ვრცელდება ამ წესის 261 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ანგარიშების წარდგენის ვალდებულება.“. 14. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი: „მუხლი 211. ხის გადარგვის წინაპირობები 1. ამ წესის 21-ე მუხლის საფუძველზე ხის გადარგვა დაიშვება, თუ: ა) ხე არის საღი და კარგად განვითარებული; ბ) ხე არ არის წვერხმელი; გ) ხის ვარჯში ხმელი ტოტების რაოდენობა არ აღემატება 10-15%-ს; დ) ხის მერქნის ბოლო წლების საშუალო შემატება არ არის მოცემული სახეობის საშუალო წლიურ შემატებაზე ნაკლები; ე) ხის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს. 2. ამ წესის 21-ე მუხლის საფუძველზე ხის გადარგვა დაუშვებელია თუ: ა) ხე არის წვერხმელი ან/და ხმობადი; ბ) ხეს გააჩნია გულის სიდამპლე ან არის დაავადებული; გ) ხე არის ხნიერი და ზრდაში შესუსტებული; დ) ხეს აქვს დაგრეხილი ღერო; ე) ხის ვარჯი ცალმხრივად არის განვითარებული; ვ) სწრაფმზარდი სახეობების (ვერხვი, აკაცია, ტირიფი) მწიფე და გადაბერებული ინდივიდებისათვის, რომელთა საამორტიზაციო ხნოვანება 40-50 წელია; ზ) ხეს აქვს მექანიკურად დაზიანებული ფესვის ყელი და ღერო; თ) ხე, რომელის რიზოსფერო (კომის დიამეტრიდან გამომდინარე) 1,5-2,0 მეტრით ემიჯნება შენობა-ნაგებობას; ი) ხე, რომლის ფესვთა სისტემა განვითარებულია დედა ქანის ბზარებსა და ნაპრალებში.“. 15. 25-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა ან გადარგვა აკრძალულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის გარეშე.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხილ-კენკროვანი ნარგავების მოჭრასა და გადარგვაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაინტერესებული პირი გეგმავს 15 და მეტი, 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის ხილ-კენკროვანი ნარგავის მოჭრას.“. 16. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი (ფუტურო), გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეების არსებობის შემთხვევაში ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისგან;“. ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების-აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდგომ. ამასთანავე, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების (რომელშიც არ ითვლება ბოლო 1 წლის განმავლობაში დარგული მერქნიანი მცენარეები) 25%-ს;“. გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის მიმღები ვალდებულია ჭრის დაწყების თარიღი, დრო და ჭრის ხანგრძლივობა (დროის პერიოდი) წერილობით შეუთანხმოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და უფლებამოსილ ორგანოს, რომელთა წარმომადგენელებიც უნდა ესწრებოდნენ მწვანე ნარგავების ჭრას.“. 17. 261 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კერძო მესაკუთრის მიერ მოჭრილი ხმელი მწვანე ნარგავის სანაცვლოდ, ნებართვის ფარგლებში დაკისრებული საკომპენსაციო რგვა უნდა განხორციელდეს იმავე ტერიტორიაზე ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.“. ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წიწვოვანი ხე-მცენარის ნერგის დარგვის შემთხვევაში დარგული უნდა იქნეს, სულ მცირე 3 მეტრი სიმაღლის ნერგი, ხოლო ფოთლოვანი ხე-მცენარის ნერგის დარგვის შემთხვევაში, სულ მცირე 3.5 მეტრი სიმაღლის ნერგი.“. გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკომპენსაციო რგვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით (მცენარის სახეობა), მცენარის არასავეგეტაციო პერიოდში, აგროტექნიკური ნორმების დაცვით. საკომპენსაციო რგვის დაწყების თარიღი, დრო და რგვის ხანგრძლივობა (დროის პერიოდი) წერილობით უნდა შეთანხმდეს უფლებამოსილ ორგანოსთან, რომლის წარმომადგენლებიც უნდა ესწრებოდნენ საკომპენსაციო რგვის პროცესს.“. დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კერძო მესაკუთრე მისთვის ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების (შესაბამის დროს საკომპენსაციო რგვის ჩატარების ვალდებულება და შემდგომი მოვლა-პატრონობა) შესრულების შედეგების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს ანგარიშს სამ თვეში ერთხელ. უფლებამოსილი ორგანო ეცნობა და აფასებს აღნიშნული ანგარიშში წარმოდგენილ შედეგებს და ადგენს შეფასების ოქმს.“. 18. 261 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სათანადო წესით მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით მშენებლობის ნებართვის მაძიებელს შესაძლებელია დაეკისროს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულება.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუკი საკომპენსაციო რგვის ფარგლებში დარგული მწვანე ნარგავი არაჯეროვანი მოვლის ან ბუნებრივი პირობების გამო გახმა რგვიდან 3 წლის განმავლობაში, კერძო მესაკუთრეს დაევალება ხელახალი საკომპენსაციო რგვა.“. 19. 261 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 მუხლი: „262 მუხლი. მუნიციპალიტეტის ვალდებულება ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ჭრის შემთხვევაში სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ ჭრის განხორციელება გამოწვეულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის ეფექტიანად განხორციელებით, მუნიციპალიტეტი აღნიშნული პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო თანხას.“. 20. 271 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემ უფლებამოსილ პირს (პირებს) წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე (გარდა 273 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისას) ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის 273 მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი.“. ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული) გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ეკოლოგი, ბიოლოგი და მეტყევე); ბ) შესაბამის დარგში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;“. 21. 272 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ექსპერტის განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო (მათ შორის, საექსპერტო ორგანოებში მუშაობის) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;“. 22. 273 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. მონაცემთა ბაზაში ექსპერტთა რეგისტრაცია და ამორიცხვა 1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი); დ) განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) სამუშაო გამოცდილების, მათ შორის საექსპერტო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ვ) მონაცემები მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) სამეცნიერო-კვლევით და გარემოსდაცვით სფეროში საკონსულტაციო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან ამორიცხვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. მონაცემთა ბაზიდან ექსპერტის ამორიცხვა ხორციელდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში; გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის გარდაცვალების შემთხვევაში. 23. 274 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 275 მუხლი: „მუხლი 275. დაინტერესებული პირის მიერ მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების წარდგენა 1. მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების აღწერასა და მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი მდგომარეობის შესახებ დასკვნა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს დაინტერესებულმა პირმა მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ განაცხადის შეტანისას.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები