ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016420
32
15/02/2018
ვებგვერდი, 22/02/2018
010250020.35.105.016420
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №32

2018 წლის 15 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის  №3 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016355) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა.ა) მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და  მოადგილე

1. მერის პირველ მოადგილეს და  მოადგილეს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  პირველი მოადგილე ასრულებს   მერის  მოვალეობებს   მერის   არყოფნისას,  მის  მიერ  უფლებამოსილების განხორციელების   შეუძლებლობის   შემთხვევაში   ან   თანამდებობიდან   მისი   გადადგომისას  და/ან გადაყენებისას.

3. მერის  პირველი მოადგილე და მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის  მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი  უფლებამოსილების  ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. პირველი მოადგილე  და  მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.

5. პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით.“;

ა.ბ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. პირველი მოადგილის, მოადგილის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღავნელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.“;

ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის  №21 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016373) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის  შესაბამისად.“;

გ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის  №13 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016365) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის      შესაბამისად.“;

დ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის  №24 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016376) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის      შესაბამისად.“;

ე) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის  №12 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 14/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016364) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ე.ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ"  შესაბამისად.“;

ე.ბ)  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 7. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კორდინაციის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) მერიის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

გ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა  და  სელექციას, მერიის სამსახურებისაგან   და მერიის წარმომადგენლებისაგან   საჭირო ინფორმაციის  გამოთხოვას;

დ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით   აუცილებლობის შემთხვევაში   გამოკითხვის   ორგანიზებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;“;

ვ) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის  №14 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 14/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016366) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის      შესაბამისად.“;

ზ) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის  №23 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016375) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის      შესაბამისად.“;

თ) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის  №22 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016374) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება  განისაზღვრება მერიის დებულებითა და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის      შესაბამისად.“;

ი) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  04/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.105.016363) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად;“;

კ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  04/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.105.016361) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“;

ლ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №8 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  04/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.105.016360) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“;

მ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.105.016362) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“;

ნ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №7 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  04/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.105.016359) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“.

ო) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  09/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016384) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია