საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
77
14/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
010240010.10.003.020392
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/02/2018 - 11/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2018 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­ლის მე-5 პუნ­ქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართ­ვე­ლოს მთავ­რობის რეგლამენტი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხ­ლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საქართვე­ლოს მთა­ვ­­რობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთა­ვ­­რობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.

2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთა­ვ­­რობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



საქართველოს მთავრობის რეგლამენტი

კარი I

ზოგადი დებულებანი

 


თავი I

საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლები

 

  მუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფე­რო 

1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადე­ბისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდ­გომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდო­­მაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის გან­ხი­­­ლ­ვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სა­კითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზი­დენ­ტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის წესი, აგრეთვე, მთავ­რობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქ­მიანო­ბასთან დაკავში­რე­ბუ­ლი სხვა პრო­ცედურული და საორგანი­ზაციო საკი­თ­ხე­ბი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგ­ლა­მენტით (შემ­დ­გომში – რეგლა­მენტი).

2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შეს­რულება სავალდებულოა.

3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა.

მუხლი 2. მთავრობის საქმიანობა

1. მთავრობა არის აღმას­რუ­ლე­ბელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყ­ნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.

3. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე. 

მუხლი 3. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები

1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წე­სი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთა­ვ­­რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შე­სახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.

2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.

მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა

1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა).

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.

3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.

4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები.

6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.

7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ.

მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი

1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტი­ტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმა­ტიული აქტების საფუძველზე, განსაზღვრავს მთავრობის საქმია­ნობის მი­მართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმია­ნო­ბას, კო­ორ­დინა­ციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქ­მია­ნო­ბას და მთავ­რობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

2. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

მუხლი 6. მთავრობის ადმინისტრაცია

1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნ­ველ­­ყო­ფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზა­დე­ბის, აგ­რე­თვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტრო­ლის ხელ­შეწ­ყო­ბის მიზნით.

2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართვე­ლოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფ­რო­სი).

მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები

1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძ­ველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და გან­კარგუ­ლებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავ­რობის ელექ­ტ­რონულ სხდო­მაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.

3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბა­მი­სად.

4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწა­ვ­ლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუ­ხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, წინასწარი შეთანხმების, შეთანხმების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის მიერ მისი კონტრასიგნაციის თაობაზე მთავრო­ბა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.

6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესის შესაბამისად.

7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა.

 

კარი II

მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

თავი II

სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წესი

მუხლი 8. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების უფლება

1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინი­ციი­რების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყე­ბა):

ა) სამინისტროებს;

ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს;

გ) პრეზიდენტს;

დ) მთავრობის ადმინისტრაციას;

ე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს;

ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს;

ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას;

ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს;

მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მა­კონტ­რო­ლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგის­ტ­რი­­რებული რელიგიური გაერთიანებებისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციე­ლებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულე­­ბელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინი­ციი­რებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით.

4. პარლამენტის სამარ­თ­ლებრივი აქტებით მთავრო­ბისათვის გაცემულ დავალებათა შესრუ­ლების მიზ­ნით, პროექტის ინიციი­რებას უზრუნ­ველ­ყოფს შესაბამის დარ­გში პოლი­ტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სა­ხელმწიფო მინის­ტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასე­თი ორგანოს დადგე­ნა, მას განსაზ­ღვრავს პრემიერ-მინისტრი.

მუხლი 9. პროექტის ინიციირების წესი

1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წე­ვ­რებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექ­ტ­რო­ნული მთავრო­ბის“ პროგ­რამის მეშვეობით.

2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.

მუხლი 10. პროექტი და მასზე თანდართული მასალები

1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმ­დებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროე­ქტს.

2. პროექტს თან უნდა ერთოდეს:

ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისა­ხე­ბა წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგა­რიშე­ბა, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმ­დ­გე­ნი;

ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლე­ბიც შეიძლება იყოს:

ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზი­დენტის სამართლე­ბრი­­ვი აქ­ტის პროექტის წარდგე­ნის შემთხ­ვე­­ვაში);

ბ.ბ) ხელ­შეკრულე­ბის ან სხვა შეთან­ხმების პროექტი;

ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხის­მგებ­ელია ინი­ცი­ა­ტო­რი უწყება.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით.

 

თავი III

პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წესი

მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა

1. მთავრობის წევრები ვალდე­ბულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპე­ციალურ ველში დააფიქსირონ პროე­ქტის თაო­ბაზე მთავრობის წევრ­ის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთან­ხმები“.

2. მთავრობის წევრები ვალდე­ბულნი არიან, „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამაში ატვირთონ პრო­ექ­ტის თაო­ბაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:

ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;

ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დად­­გენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მას­თან შეთანხმებუ­ლად.

4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პრო­ცედუ­რა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრა­მაში და­­ფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 9 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფი­ნანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის და­დებითი პოზიციების დაფიქსირება.

5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმე­ბის მიზ­­ნით იგივე პროექტი.

6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინი­ცია­ტო­რი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალ­დე­­ბუ­ლია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტი­რე­ბუ­ლი ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალ­დე­­ბუ­ლია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 12. პროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა

1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარ­დგენის თაობაზე და­წე­სებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელ­მოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერია­ლური ფორ­მით (პროექტს თან უნდა ახლ­დეს სამართლებრივი აქტის რედაქტი­რე­­ბადი ელე­ქ­ტ­რონული ვერ­სია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერია­ლური ფორ­მით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერია­ლუ­რი და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხის­მგებ­ელია ინი­ცი­ა­ტო­რი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატე­რია­ლური ფორმით წარდგენილ პროექტს.

 2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხ­­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პრო­­ექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხა­სიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.

3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.

4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრო­ბის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საა­თამდე. კვი­­რის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთ­ხვე­ვა­ში, მთავ­რო­ბის ადმინისტრაციაში საკით­ხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თა­­რი­ღამდე არაუგვი­ანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საა­თამდე. აღნიშნული ვა­დის დაუცველად წარდგე­ნილი პროექ­ტები გა­ნიხილება მომდევნო მთავ­რობის სხდომის დღის წესრიგის მოსამ­ზა­დებელ ეტაპზე.

5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექ­ტის სა­მართლებრივ ექსპერ­ტი­ზას, რისთვისაც პროექტი გადა­ეცე­მა მთავ­­რო­ბის ადმინისტრაციის იურიდიულ დე­პარ­ტამენტს (შემდ­გომში – იუ­­რიდი­უ­ლი დეპარტამენტი).

6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებ­სა და სამართლის ზოგად პრინციპებთან.

7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის).

8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყე­ბა ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარ­კვევის მიზ­ნით, მთავრო­ბის ადმინისტრაცია უფლე­ბა­მო­სილია, მოახ­დინოს პო­­­ზიციების შეჯერება.

9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავ­რობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე;

ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ;

გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის გან­სახილველ პროექტს.

11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლა­მენ­ტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცე­დურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრო­ბის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნე­ლო­­ბიდან გამომდინარე, პროექტის დღის წეს­რიგ­ის პროექტში შეტანის ან მისი უახლო­ეს მთავ­რობის სხდომაზე განხილვის შე­სახებ.

12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა.

 

თავი IV

მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი

მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო

1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედ­გე­­ნილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც.

2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 სა­ათი.

3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.

მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა

1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლა­მენ­ტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცე­დურების დასრუ­ლე­ბის შემდეგ.

2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემა­ტე­ბო­დეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი.

მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება

1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:

ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;

ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემ­სრუ­­ლებელი;

გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრ(ე­ბ)ის აპა­რატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათ­ვა­ლისწინებულ შემთხვევაში;

დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ვ) მთავრობის საპარლამენტო მდი­­ვანი;

ზ) მთავრობის საპარლამენტო მდი­­ვნის მოადგილე;

თ) მთავრობის ადმინისტრაციის იუ­რიდიული დეპარტამენტის უფ­რო­­სი;

ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას.

2. პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას:

ა) თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა. აღნიშნული საკითხის განხილვას აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სა­კით­ხე­ბის მთავრობის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში.

3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრო­ბის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძ­ლე­ბა დაეს­წრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონა­წი­ლეო­ბდნენ პრო­ექტის/საკითხის მომზადებაში.

4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვე­­­ტი­ლებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებ­ში, მთავ­რობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც.

მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა

1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრე­მი­ერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.

2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 11 წევრისა.

3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასა­ბუ­­თებული თხოვნით, პრემიერ‑მინისტრს შეუძლია მთავრობის სხდო­მაზე დღის წესრიგს დაა­მატოს გან­სა­ხი­ლველი პროექტ(ებ)ი.

4. დღის წესრიგს არ დაემატება:

ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები;

ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა;

გ) კანონპროექტ(ებ)ი;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.

5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერ­ტი­ზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქ­სი­რ­და შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.

6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პრო­ექტის შემთხვევაში – 15 წუთს.

7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდო­მის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მი­მართ მთავრობის სხდო­­­­მაზე გამოთქ­მუ­ლი წინადადებები, შენიშვნები, გაცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრუ­ლე­ბის ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწე­რენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფ­რო­სი.

8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერ­ტი­ზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.

მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება

1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევ­­რთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახე­ვრისა.

2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმ­­ჯ­დო­მარის ხმა.

მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული აქტის ხელმოწერა

1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდო­მაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდო­მაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტი­რე­ბუ­ლი ვერ­სიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.

 

თავი V

პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების წესი

მუხლი 19. პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების პროცედურა

1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრო­ნულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამის მეშვეობით.

2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკი­თხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთან­ხმები“).

3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებუ­ლად და იგი „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტო­მა­ტუ­რად გადადის შემდეგ ვე­ლ­ში – „ხელმოსა­წერი სამართლებრივი აქტები“.

მუხლი 20. პროექტის ხელმოწერა

პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავ­სებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმო­წე­რის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში.

 

თავი VI

მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგა­ნოსათვის გადაგზავნის წესი

მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება

1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამარ­თ­ლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.

2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამარ­თლებრივი აქ­ტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მი­სანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის­ შე­სა­­ბამის სტრუქტურულ ერთეულს.

3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტ­ზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმო­წერას.

მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა

1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგე­ნი­ლი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვ­რული წე­სით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსა­ქვეყ­ნებ­ლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებ­რი­ვი აქტები ეგზავ­ნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით.

2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამარ­თ­ლე­ბ­რივი აქ­ტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგი­ნე­ბით, იგზავ­ნება პრე­ზიდე­ნ­­­ტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრე­ზიდე­ნ­­­ტის ადმინისტრაცია).

3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე.

 

კარი III

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესი და ურთიერთობა პარლამენტთან

თავი VII

მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა

მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა

1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორცი­ელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმების მიხედვით.

2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში.

3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთა­შორისო ვალდებულებების საფუძვე­ლ­ზე სა­მინისტროების, სახელმ­წიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარ­დგე­ნილი წინადადე­ბების გათვა­ლის­წინებით.

4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წე­ლი­წად­ში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.

5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს საქართველოს მთა­ვ­რობის საპარ­ლა­მენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდი­ვანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდი­ვნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძ­ველზე.

6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე.

7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახულ უნდა იქნეს:

ა) კანონპროექტის დასახელება;

ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობ­ლემის არსი და ანალიზი);

გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა);

დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ;

ე) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ;

ვ) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.

8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარ­ედგინოს პარლამენტის სასესიო პე­რი­ოდის და­წ­ყე­ბამდე ერთი თვით ადრე.

9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სა­მა­რთ­ლებრივი აქტით განსაზ­ღვ­რული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრუ­ლე­ბის მიზ­ნით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრ(ებ)ის აპა­რატ(ე­ბ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარ­უდ­გე­ნენ დასაბუთებულ წინადადებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.

11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა, როგორც წესი, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

მუხლი 24. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა

1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომი­სი­ების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარ­გლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპა­რატ(ებ)ი, აღ­ნიშ­ნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდი­ვანს და უზ­რუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის სა­პარ­ლამენტო მდი­ვ­ნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.

2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლისწი­ნე­ბული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდო­მა­ზე ინიციირება.

მუხლი 25. ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონროექტის გამოქვეყნების ვალდებულება

ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ამ რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 26. კონტროლი

კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სა­მა­რთ­ლებ­რივი აქტით განსაზ­ღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცე­მულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის სა­პარ­­ლა­მენტო მდი­ვა­ნი.

 

თავი VIII

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირების წესი

მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფ­ლე­ბა

მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინი­ცი­ირე­­ბის უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზ­­­ნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწ­ყება).

მუხლი 28. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების წესი

1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუ­შავე­ბულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავ­რო­ბის წევრებს შე­სათანხმებლად უგზავნის „ელექ­ტ­რო­ნული მთავ­რო­ბის“ პრო­გრამის მეშვეობით.

2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერ­თად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.

მუხლი 29. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები

1. ინიციატორი უწყება კა­ნონმ­დებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს.

2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენე­ბ­ლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შო­­­­რის, ხდება მისი (მათი) ამოღება;

დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხ­ვე­ვა­ში;

ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრი­რე­ბუ­ლი ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.

4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან და­კავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.

 

თავი IX

კანონპროექტის შეთანხმების წესი

მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტ­რ(ე­ბ)ის აპა­რა­ტ(ებ)თან წინასწარი შეთანხ­მე­­­­ბის პრო­ცე­­დუ­რა

1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპა­რა­ტის საპარლამენტო მდივანი ვალ­დე­­­ბუ­ლია, კა­­ნო­ნ­­­პრო­ექ­­ტის ინიც­იირე­ბი­დან არაუგვიანეს 10 დღისა სპე­ცია­­ლურ ველ­ში დაა­ფიქ­სიროს კა­ნონ­პრო­­­ექტის თაობაზე საკუთარი პო­­ზი­ცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპა­რა­ტის საპარლამენტო მდივანი ვალ­დე­­ბუ­ლია, „ელე­ქ­­­­ტ­­რო­ნუ­ლი მთავ­რო­­ბის“ პრო­გ­რამაში ატვირთოს კანონპრო­­­ექ­­ტის თა­ო­ბაზე სა­კუ­თარი უწ­ყე­ბის და­საბუთებული შენიშვ­ნები, თუ:

ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;

ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტ­როს, სახელ­მ­წიფო მინისტრის აპარატის საპარ­ლა­მენტო მდივანი დად­­­გენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მას­თან შეთან­ხმე­ბულად.

4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 9 წევრის ან სამინისტ­როს, სახელ­მწიფო მინისტრის აპარატის სა­პარლამენტო მდივ­ნის დადე­ბი­თი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შე­­ნი­შვნით“), მათ შო­რის, სავალდებულოა სა­ქარ­­თველოს იუსტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, ფი­­ნან­ს­­თა მინისტ­რის, ეკო­­ნო­მი­კისა და მდგრა­­დი გან­ვი­თ­ა­­­­რების მი­ნისტრის ან აღნიშნული სამინისტრო­ების საპარლამენ­ტო მდივ­­ნების დადე­ბი­­­­თი პო­ზიცია.

5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტ­რ(ე­ბ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივ­ნე­ბის მხრიდან შენიშვ­ნე­ბის არსე­ბო­ბი­­სას ინი­ცია­ტო­რი უწყება, ამ შენიშვ­ნე­ბის გათვალის­წი­ნების შემთ­ხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში წარად­გენს კანონპ­რო­ექტის კო­რე­ქ­­ტი­რე­ბულ ვერ­­­­­­­სიას.

მუხლი 31. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა

1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატა­რე­ბამ­­­­­დე 10 დღით ადრე.

2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მი­ერ ხელმოწერილი კა­ნონ­პროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუ­დგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერია­ლური ფორმით (დედანს).

3. კანონპროექტს, გარ­და ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათ­ვალის­წი­ნებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს:

ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექ­ტ­რონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით);

ბ) კანონპ­რო­ექტის შეთანხმების ფურცელი;

გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებუ­­ლი შენიშვნები (ასე­თის არსებობის შემთხვევაში).

4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:

ა) კანონპროექტის სახელწოდება;

ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელ­წოდება;

გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრ(ე­ბ)ის აპა­რატ(ებ)ის პოზი­ცი­ები;

დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმ­წიფო მინისტრ(ებ)ის აპა­რატ(ებ)ის დასა­ბუ­თე­ბული შენიშვნების მოკლე შინა­არსი და კანონპროექტში მათი გა­ზია­რება-არგაზიარების თაობაზე არგუ­მენტი­რე­ბული კომენტარი.

5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.

6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაც­ვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა.

მუხლი 32. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება

1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნ­ველყოფს კანონპრო­ექ­­ტის შეს­­წავლას როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართ­ლებ­­რივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.

2. მთავ­რო­ბის სხდომის დღის წეს­რი­გ­­­­­ში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავ­ლი­სას გამოიკვეთა კანონპრო­ექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწ­ყებასთან (უწყე­ბებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენ­ტო მდივანი უზრუნ­ველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტე­რესე­ბულ უწყებასთან (უწყებებთან).

4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტე­რესებულ უწყე­ბასთან (უწყებებთან) სა­კით­ხს, მთავ­რო­ბის საპარლამენ­ტო მდივანი უზ­რუნ­ველყოფს პოზიციების შეჯე­რებას ინიციატორი და დაინ­ტერე­სე­ბუ­ლი უწყე­ბ(ე­ბ)ის უფლებამოსილი პი­რე­ბის მონაწილეობით. 

5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენტო მდი­ვა­ნი იღებს ერთ-ერთ შემ­დეგ გა­­დაწ­­ყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავ­რო­ბის სხდომის დღის წეს­რი­გ­­­­­ში შეტანის თაობაზე;

ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექ­ტრო­ნულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;

გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყე­ბი­­­სა­თ­­ვის დაბ­რუნების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტი­ლებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

7. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტი­ლება, თუ:

ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტი­ტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;

გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტი­ტუ­ციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღ­მ­დეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დე­ბუ­ლებებს;

ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.

8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწ­ყე­ბის საპარლა­მენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას.

9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვ­ნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კა­ნონ­პრო­­ექტს დაერ­თვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.

მუხლი 33. მთავრობის საპარლამენტო მდივანთან კანონპროექტის განხილვის პროცედურები

1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით.

2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ:

ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი;

ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპა­რა­ტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;

გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი.

3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემ­დეგ გა­­დაწ­­ყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავ­რო­ბის სხდომის დღის წეს­რი­გ­­­­­ში შეტანის თაობაზე;

ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექ­ტრო­ნულ სხდომაზე შეთანხმების თაო­ბაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;

დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბ­რუნების თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტი­ლებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

 

თავი X

კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წესი

მუხლი 34. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა

1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცე­დუ­რის დასრუ­ლე­ბის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია ­კანონპროექტს სვამს „ელექტ­რო­ნული მთავრო­ბის“ პროგრამის ველში – „კა­ნო­ნ­პრო­ექ­ტის შეთან­ხმე­ბის რეჟიმი“.

2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.

3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მი­ერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევ­რ­­თა მი­­ერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გა­დამ­­წყვე­ტია პრემიერ‑მინისტრის ხმა.

4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონ­პრო­ექტის პარლა­მენ­­­­­ტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წე­სით.

მუხლი 35. მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი

ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პრ­ო­­ცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომე­­ლშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კა­ნონპ­რო­ექტის შეთან­ხმების შედეგი და კა­ნონპროექტის პარლა­მენტში წარ­­დგე­­ნის თა­ო­­ბა­­­­ზე მი­ღე­ბუ­ლი გადაწ­ყვე­ტი­ლება.

 

თავი XI

მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი

მუხლი 36. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა

1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახი­ლვე­ლად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლა­მენტო მდივანს; მთავრობის საპარ­ლა­მენტო მდი­ვანს.

2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.

3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.

4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შე­ნიშ­ვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შეს­რულების ვადა აისახება მთავ­რო­ბის სხდომის ოქმ­ში. მთავ­რო­ბის სხდო­მის ოქმში ასევე აისახება კა­ნონპროექტის პარლა­მენტში წარდგე­ნის თაო­­ბაზე მიღებული გადაწ­ყვე­ტი­ლება.

5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავ­რო­ბის სხდო­მის ოქმ­ში მი­­თითებულ ვადაში კო­რექ­ტი­რებული კა­­ნონპროექტი წარ­მოად­გინოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგუ­ლების პროექტს – კანონ­პრო­ექტზე მომხსენებლის დანიშვ­ნის შე­სა­ხებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შე­სა­ბამისი სტრუქ­ტუ­რული ერთეული დადგე­ნილი წესით რეკ­ვი­ზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.

მუხლი 37. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი

1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა) შეთანხმებიდან, ხოლო მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტს.

2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს.

​3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი:

ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით;

დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით.

4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატი­ვის წესით წარდგენილ კა­ნონპროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებ­ლის დანიშვ­ნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლა­მენ­ტ­­­ში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

დ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შო­­­რის, ხდება მისი (მათი) ამოღება;

ე) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვე­ვაში;

ვ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირე­ბუ­ლი ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.

6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგ­ზავნება მთავრობის წარდგინებით.

7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიე­თი­­თება პარლამენ­ტის რეგლამენტით გათვალის­წინებული კანონ­პრო­ექტის დაჩქარებული/გამარტივებული წესით, ან რიგგარეშე განხი­ლ­ვის წინადადება/მოთხოვნა.

8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

თავი XII

მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი

მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარ­მოდ­გენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა

1. პარლა­მენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონ­პრო­ექტი შესათანხმე­ბ­ლად ეგზავ­ნება მთავრობას.

2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კა­ნონ­­­­­პრო­ექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავ­ნება პარლა­მენ­­ტის ბიუ­როს მი­ერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს.

3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლა­მენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთა­ვ­­რობის საპარ­ლა­­მენ­ტო მდივანი.

4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტ­ვი­რთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.

5. „ელექ­­ტ­რო­ნუ­ლი მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვი­­რ­თვი­დან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდი­ვანი კა­ნო­ნ­პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესა­თანხმე­ბ­ლად უგ­ზავ­ნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექ­­­ტ­რო­ნუ­ლი მთავრობის“ პროგ­რამის მეშ­ვე­­ობით.

6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდე­ბუ­ლნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივ­ნის მიერ მითი­თე­­ბულ ვა­დაში, სპე­ცია­ლურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაო­ბაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდე­ბუ­ლია, „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპრო­­ექ­­ტის თაობაზე საკუთარი უწყების და­საბუთებული შენიშვნები, თუ:

ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;

ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.

8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.

მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლა­მენ­ტ­ში წარ­­დგენა

1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)თან კანონპროექ­ტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენ­­­ტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრ(ებ)ის აპარატ(ე­ბ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვ­ნას) და უგზავნის პარლამენ­ტის წამყვან კო­მიტეტს მატე­რია­ლუ­რი ფორმით.

2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთ­­საწი­ნააღმ­დეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდი­ვა­ნი არ იზიარებს მათ მი­ერ წარმო­დ­­გენილ შენიშვ­­ნებს, მთავრობის საპარლამენტო მდი­ვა­ნი უზრუნველყოფს სამინის­ტროე­ბის, სა­ხელ­მწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის სა­­პარ­ლამენტო მდივ­ნებ­თან პო­ზი­ციე­ბის შეჯერებას და მთავრობის დას­კვ­­ნის მომზადებას.

3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვ­ნას დაერ­თვება სა­მი­ნის­ტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის დასაბ­უ­თებული შე­ნიშვნები.

 

თავი XIII

მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი

მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმია­ნო­ბის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება

1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარ­­­ლამენტს წარუდ­გინოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლებამო­სი­ლე­ბი­სა და საქ­მიანობის წესის შე­სა­ხებ კანონპროექტი.

2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წე­სის შესახებ კანონპროექტის ინიცი­ირების, შეთანხმე­ბისა და მთავრო­ბის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელ­დება ამ რეგლა­მენტის III კა­რით დადგენილი მოთ­ხოვნები.

 

თავი XIV

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმ­წიფო ბიუჯეტის კანონ­ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა

მუხლი 41. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი

1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუ­მენ­ტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.

3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონა­ცე­მე­ბისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავ­­რობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წა­რუდგენს პარლა­მენტს ინ­ფორ­­მაციას ძი­რი­თადი მაკროე­კონომიკური პროგნოზებისა და სა­ქარ­თველოს სამი­ნის­ტროების ძირი­თადი მიმართულებების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავ­რობას ეგზავნება პარლამენტის კომიტე­ტების დასკვ­ნები.

5. საქარ­თველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამ­ტ­კი­­ცე­ბენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოი­ცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგ­რა­მებსა და ღონისძიებებს.

6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყ­ნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქარ­თვე­­­ლოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტო­ნომი­ური რეს­­პუბლი­კე­ბისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ­ლე­ბის შე­სა­ბამისი ინ­ფორ­­მაციისა) პირველად ვარიანტს.

7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიუ­რი რეს­პუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შე­სა­­ბამისი ინფორ­მაციისა) პარლამენტს წარედგი­ნება მოქ­მე­დი კა­ნონმდებლობის შესაბამისად.

8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პრო­­ექტთან ქვეყ­­ნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დო­კუმენტის შემ­დ­გომ შესაბამისობას.

მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შეთანხმების წესი

1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაც­ხა­დებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამ­ე­ტრებს გან­სა­ხილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექ­ტემ­ბრისა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სა­ხელ­მ­წიფო ბიუ­ჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონა­­ცე­მებისა და მიმარ­თულე­ბების გა­ნახ­ლე­ბულ დოკუმენტს მთავრობას წარუდ­გენს არაუგვიანეს 25 სექ­ტემბრისა.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიციი­რების, შე­თან­­­­ხმე­ბისა და მთავრო­ბის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელ­დება ამ რეგლამენტის III კარით დად­­გე­ნი­ლი მოთ­ხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გან­ხილ­ვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქარ­თ­ველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლა­მენტო მდივანს უგ­ზავნის სა­ხელ­­მწიფო ბიუჯეტის პრო­ექტის (მათ შორის, მოხსე­ნებას მიმ­დინარე წლის სახელმწიფო ბი­უჯეტის შეს­რულების მიმდინარეობის შე­სახებ) და სა­­ხელმწიფო ბიუჯე­ტის ­პროექტის შესა­ბამის, ქვეყნის ძი­­რითადი მო­ნაცე­მე­ბ­ისა და მი­მარ­­თუ­ლე­ბების დოკუ­მენტს პარლა­მენტში წარსად­გე­ნად.

8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარ­ლა­­­მენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სა­ქარ­­თვე­ლოს კანონმდებ­ლობით გათვალის­­წინებული თა­ნდა­რთული მა­სა­­­­ლებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდი­­­ნარე წლის სახე­ლმწიფო ბიუ­ჯე­ტის შეს­რუ­ლების მიმდინარეობის შესახებ) და სახე­ლმწიფო ბიუჯე­ტის პრო­ექტის შესაბამის, ქვეყნის ძი­რი­თადი მონაცემებისა და მი­მარ­თუ­ლე­ბების დოკუმენტს.

9. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში წარ­დგე­ნი­სას უნდა დაერთოს საქართველოს საბ­იუჯეტო კოდექ­სი­თ, საქართველოს პარლამენტის რე­გ­ლა­მენ­ტითა და ამ რეგლამენტით გათვა­ლისწინებული დო­კუ­მენტ­­ებ­ი­.

10. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომ­ბრისა წარმო­დ­გე­ნილი სახელმწიფო ბიუჯეტის პრო­­ექტის თაობაზე საკო­მიტეტო გან­ხი­ლ­ვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადე­ბების, ასევე სა­ხელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დას­­­­კვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მი­­ერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბი­უ­ჯე­ტის ­პროექტის გადამუ­შავე­ბული ვარიანტი გა­­ნი­ხი­ლება მთავ­რო­ბის სხდომაზე.

11. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გან­ხილ­ვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გა­მოთ­ქმული შენიშვ­ნების გათვა­ლისწინებით, საქარ­თველოს ფი­ნანსთა სამინისტრო მთავ­რობის საპარლამენტო მდივანს უგ­ზავნის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის პრო­ექტისა (რომლის თითო­ეული გვერდი ვიზი­რე­ბუ­ლია მის მომზადე­ბაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძი­რითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუ­მენტის გადამუ­შა­ვებულ ვარ­ია­ნ­ტებს პარლამენტში წარსა­დგენად. პრო­ექტს უნდა ერთო­დეს ინფორ­მა­ცია წარდგენილი წინადა­დე­ბებისა და შენიშვნების შესახებ, თი­თო­ეული მათ­განის გათვალის­წი­ნების მდგო­მა­რე­ო­ბის მი­თითებით.

12. მთავრობა, არა უგვი­­ანეს 5 ნოემბრისა, პარ­ლა­მენტს ხელმე­ორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძი­რი­თადი მონაცემებისა და მიმარ­თულე­ბების დო­კუმენტის გა­და­მუ­შავე­ბულ ვარი­ან­ტებს გამოთქმული შენიშ­ვ­ნე­ბისა და წინა­და­დებ­ე­ბის გათვა­ლისწინების მდგომარეობის შესახებ ინ­ფო­რ­­მა­ციას­თან ერთად.

13. პარლამენტიდან არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარმოდგე­ნილი სახელმწიფო ბიუჯეტის პრო­­ექტის შესახებ პლენარულ სხდო­მაზე გამოთქმული შენიშ­ვ­ნე­ბისა და წინადადებების გათვა­ლის­წინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუ­ჯე­­ტის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთ­ხელ განიხი­ლება მთავრობის სხდო­მაზე.

14. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბი­­უჯეტის ­პროექტის საბოლოო ვარიან­ტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნისტრო მთავ­რობის სა­პარ­ლამენტო მდივანს უგზავ­ნის შესაბამისი დოკუმენ­ტე­ბის საბოლოო ვა­რიან­ტებს.

15. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემ­ბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექ­ტის (რომლის თი­თო­ეული გვერ­დი ვიზირებულია მისი მომზა­დები­სათვის პასუხის­მგე­ბელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცე­მებისა და მიმარ­თუ­ლებების დოკუ­მენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლა­მენტის პლენარულ სხდო­მაზე გამოთქმუ­ლი წინადადებებისა და შენიშ­ვ­ნე­ბის გათვალის­წი­ნე­ბის მდგომარე­ო­ბის შე­სა­ხებ ინფორმაციასთან ერ­თად.

16. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვე­­ვაში, საქართველოს საბ­იუჯეტო კოდექ­სი­თა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონის შესა­ბა­მის შესწორებულ პრ­ო­­­ექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

17. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.

მუხლი 43. სახელმ­წიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შე­სახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი

1. სახელმ­წიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სახელმ­წიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიცი­ირების, შე­თან­­­­ხმე­ბისა და მთავრო­ბის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელ­დება ამ რეგლა­მენ­ტის III კარით დად­­გე­ნი­­­ლი მოთ­ხოვნები, ამ მუხლისა და საქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვა­ლის­­წინებით.

3. შესაბამისი სა­მი­­ნისტ­როს მიერ სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციი­რებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

4. მთავრობის სხდო­მაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სა­­მი­­ნისტ­რო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგ­­ზავ­ნის სახელმ­წიფო ბი­უჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ­პრო­­ექტს პარლა­მენტში წარსა­დგენად. 

5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარ­ლა­­­მენტს წარუ­დ­გენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შე­ტა­ნის შესახებ კანონ­პროექტს.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარ­დგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯე­ტო კოდექ­სი­თ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლა­მენ­ტით გათ­ვა­­ლისწ­ინე­ბული დოკუმენტ­ებ­ი­.

7.­ პარლამენტიდან 7 დღის ვადაში წარმოდგენილი სახე­ლმ­წი­ფო ბი­უჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თა­­ო­­ბაზე დას­კვნე­ბის გათ­ვა­­ლის­წინებით, შესაბამისი სამი­ნის­ტროს მიერ წარმოდგენილი გადამუ­შავე­ბული ვარი­ანტი განიხი­ლება მთავ­რობის სხდომაზე.

8. მთავრობის სხდომაზე სახე­ლმ­წიფო ბიუჯეტის კანონში ცვლი­ლე­ბის შეტანის შესახებ კანონ­პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სა­მი­­ნისტრო მთავ­რობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გა­დამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერ­დი ვი­ზი­რებულია მი­სი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მი­ერ) პარ­ლა­­მენტში წარ­სა­დგენად.

9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლი­ლების შეტანის შე­სახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითო­ეუ­ლი გვერ­დი ვიზირებულია პროექტის მომზადე­ბი­სათვის პასუ­ხის­მგებ­ელი პი­­­რის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარ­ლამენტს დას­კვ­ნებისა და წი­­­­ნადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღი­სა. პრო­ექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგე­ნილი წინადა­დე­ბებისა და შე­ნი­შ­ვ­ნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვა­ლის­­წინების მდგო­მა­რეო­ბის მითითებით.

10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.

 

თავი XV

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუ­ციის შეთანხმების წესი

მუხლი 44. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონს­ტი­­ტუ­ციის შეთან­ხმების პროცედურა

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტ­კი­ცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარ­ლამენ­ტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემ­დეგ პარ­ლა­მენტის ბი­უ­რო, საქართველოს პარლამენ­ტის რეგლამენტის შესაბამისად, იღებს გა­დაწ­ყვე­ტილებას კა­­ნონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შე­სა­ხებ და აღნიშ­ნულ ორგანული კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის კონს­ტი­­ტუ­ციასთან ერთად გადასცემს მთავრობას.

2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პრო­ცე­დურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მთა­ვ­­რობა წამყვან კომიტეტს წარუდგენს თავის შენიშვ­ნე­ბს „აჭარის ავტო­ნო­­­მიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამ­ტკი­ცების შესახებ“ სა­ქარ­­თვე­­ლოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­­­­­ლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ „აჭარის ავტო­ნომი­ური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამ­ტკი­ცების შესახებ“ სა­ქარ­­თველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტო­ნომიური რეს­პუბლიკის კონსტიტუციაზე მთავრობის დასკვ­ნის მომზადებასა და პარ­ლა­­­მენ­ტში წარდგენას უზრუნ­ველ­ყოფს მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანი.

4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კონსტიტუციის დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს ორ­­­­­გა­­ნული კა­ნონის პროექტი აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კონსტიტუ­ციას­თან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუ­­ქ­­­­­ტურული ერთე­ულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრო­ნუ­ლი მთავრობის“ პროგ­რამაში.

5. „ელექ­­ტ­რო­ნუ­ლი მთავრობის“ პროგრამაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კა­ნონის პროექტის აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად ატვი­­რ­თვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარ­ლამენტო მდი­ვანი აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს და აჭა­რის ავ­ტო­­ნომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას თანდართულ მასალებ­თან ერ­თად შესა­თანხმე­ბ­ლად უგ­ზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექ­­­ტ­რო­­ნუ­ლი მთავრობის“ პროგრამის მეშვე­ო­ბით.

6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდე­ბუ­ლნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივ­ნის მიერ მითი­თე­­ბულ ვა­დაში, სპე­ცია­ლურ ველში დააფიქსირონ „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავ­ტო­­ნო­მი­­უ­რი რესპუბლიკის კონსტი­ტუციის თაო­ბაზე პო­ზი­ცია: „თანხმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთან­ხმები“.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდე­ბუ­­ლია, „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამაში ატვირთოს „აჭა­რის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კონს­ტი­ტუციის დამ­ტკი­ცების შესა­ხებ“ საქართველოს ორგა­ნული კანონის პრო­ექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონ­ს­ტი­ტუციის თაო­ბაზე საკუთარი უწყების დასა­ბუთე­ბული შენიშვნები, თუ:

ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;

ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს.

8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დად­­­გენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.

მუხლი 45. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა პარლა­მენტში

1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)თან „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კონსტიტუციის დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავ­ტო­­ნომიური რესპუ­ბლიკის კონსტიტუციის შეთ­ანხმების ვადის ამო­წურვი­დან 3 სამუშაო დღე­ში მთავ­რო­ბის საპარ­ლა­მენ­­­ტო მდივანი სამი­ნისტ­როე­ბის, ­სახელ­მ­წიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის პო­ზიციების გათვა­ლის­წინე­ბით ამზა­დებს მთავრობის პოზიციას (დასკვ­ნას) და უგ­ზავნის პარ­ლამენ­ტის წამყვან კომიტეტს მატე­რია­ლუ­რი ფორმით.

2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთ­­საწი­ნააღმ­დეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდი­ვა­ნი არ იზიარებს მათ მი­ერ წარმო­დ­­გენილ შენიშვ­­ნებს, მთავრობის საპარლამენტო მდი­ვა­ნი უზრუნველყოფს სამინის­ტროე­ბის, სა­ხელ­მწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის სა­­პა­რ­­ლამენტო მდივ­ნებ­თან პო­ზი­ციე­ბის შეჯერებასა და მთავრობის დას­კვ­­ნის მომზადებას.

3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვ­ნას დაერ­თვე­­ბა სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)­ის აპარატ(ებ)ის დასაბ­უ­თე­­ბული შენიშვნები.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლა­მენტის რეგლამენტით დადგენილი შენიშვ­ნების გაუთვალისწი­ნებლობის შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის შესაბამისად, იქმნება შემთ­ა­ნ­­ხმებელი კო­მისია, რომლის სხდომაზე სა­თათ­ბირო ხმის უფლებით დას­წრე­ბა შეუძ­ლია ასევე მთავ­რობის წარ­მომადგენელს.

5. პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შემ­თანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორ­გა­ნული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონს­ტი­ტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს მთავრო­ბას.

6. მთავრო­ბა, ამ რეგლამენტით დადგენილი წე­სით, 1 კვირის ვადაში პარლამენ­ტის ბიუროს წარუ­დგენს დასკვნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის კონს­ტი­ტუ­ციის დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კა­­ნონის პროექტისა და აჭა­რის ავტო­ნო­მი­ური რესპუბლიკის კონსტი­ტუ­­ცი­ის შე­თან­ხ­მებულ ტექ­ს­ტებთან და­კავ­შირებით.

 

თავი XVI

მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე

მუხლი 46. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში

1. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარედგინება წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში.

2. პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.

3. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის უწყებებიდან გამოთხოვასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

 

კარი IV

მთავრობის ურთიერთობა პრეზიდენტთან

თავი XVII

კონტრასიგნაცია

მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია

1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტი­ტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარ­დ­გენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხო­ლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.

4. კონტრასიგნაციის შემთხვევაში, სამართლებრივ აქტზე პასუხის­მგებ­ლობა ეკისრება მთავრობას. 

5. პრეზიდენტის კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტის სასამართ­ლო­­ში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობა.

მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას

1. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის შემდეგი სამართლებ­რივი აქტები:

ა) საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები;

ბ) პრეზიდენტის ბრძანება, გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტი­ტუ­ციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებ­ზე­დაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.

2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნასა და მის დათხოვნას კონსტი­ტუ­ცი­ის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენ­ტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდო­მის ან სესიის მოწვევას;

ბ) კანონის ხელმოწერასა და გამოქვეყნებას, აგრეთვე პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;

გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) სასამართლოსთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმარ­თვას;

ე) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებასა და პრემიერ-მინის­ტ­რის დანიშვნას;

ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტი­ტუ­ციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას;

თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;

ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას კონსტი­ტუ­ციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;

კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;

ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას;

მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.

მუხლი 49. კონტრასიგნაციის განხორციელების წესი

1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართ­ლებ­­რივი თვა­ლ­­­­საზ­რისით.

3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექ­ტ­რო­­ნული მთავრო­ბის“ პროგრამის მეშვეობით.

4. „ელექ­ტ­რო­­ნული მთავრო­ბის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებ­რივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე.

5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კონტრასიგნაციისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად.

6. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.

7. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.

8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა კონტრასიგნაციისათვის, მთავრ­ობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქ­მული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავ­რობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექ­ტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.

9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენი­შვ­ნებს.

10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამა­რთლებ­რივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავ­რობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრუ­ლე­ბი­დან 10 დღის ვადაში.

11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხ­ლით დადგენილი პროცედურა.

12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 50. კონტრასიგნაცია დაჩქარებული წესით

1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმარ­თვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია.

2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავ­რობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექ­ტრონულ სხდომაზე.

3. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.

4. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერი­ლობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრუ­ლე­ბიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.

5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენ­ტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შე­ნიშ­ვნებს.

6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზი­დენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდო­­მის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.

7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასა­ბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია განხორციელდება ამ რეგლა­მენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფი­ცია­ლურად აცნობებს პრეზიდენტს.

მუხლი 51. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების/საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის კონტრასიგნაცია

1. პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხა­დე­ბის ან გაუქმების შესახებ, ასევე პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამო­ცემულია საგანგებო მდგომარეობის დროს, კონტრასიგნაციისათვის გადაეცემა პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე. სამართლებრივი აქტის წარდგენას უზრუნველყოფს პრე­ზი­დენტის საპარლამენტო მდივანი.

2. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის ბრძანებულება/დეკრეტი 24 საათის განმავლობაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

3. თუ მთავრობა ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით, მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ ახორციელებს კონტრასიგნაციას, რომელიც გადაეცემა პრეზიდენტს. ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის ბრძა­ნებულებას/დეკრეტს, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მიმართოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმე­ბის შესახებ ბრძანებულების/დეკრეტის კონტრასიგნაციის მოთხოვნით მომ­დევნო 24 საათის განმავლობაში.

 

თავი XVIII

პრეზიდენტის უფლებამოსილებების მთავრობასთან შეთანხმება/მთავრობის წარდგინებით განხორციელება

მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავ­რობასთან შეთანხმებას

1. პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;

გ) სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება; 

დ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატუ­რე­ბის პარლამენტისთვის წარდგენა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატუ­რის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფ­როსის, სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნა და თა­ნამ­დებობიდან გადაყენება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროა მთავრობის წინასწარი თანხმობა.

 

მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) მთავრობასთან შეთანხმების წესი

1. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის XIX თავით დადგენილი წესით.

2. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ – ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინადადების (სამართლებრივი აქტის) მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამის თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

3. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შეს­­წავლას სამართ­ლებ­­რივი თვა­ლ­­­­საზ­რისით.

4. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი) წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექ­ტ­რო­­ნული მთავრო­ბის“ პროგრამის მეშვეობით.

5. „ელექ­ტ­რო­­ნული მთავრო­ბის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვას მთავრობის სხდომაზე.

6. პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი), მისი წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.

7. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა თანხმობას მისცემს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით) პრეზიდენტის წინადადებას (სამართლებრივ აქტს), მთავრობის განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება პრეზიდენტს.

8. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიიღება მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რაც ასევე ეგზავნება პრეზიდენტს.

9. პრეზიდენტი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაზე მისი წინადადების (სამართლებრივი აქტის) გან­ხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის წინადადება გა­ნიხილება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.

მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით

1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინების საფუძველზე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას;

ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლო­მატიურ წარმომადგენლებს;

გ) უფლებამოსილია, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფ­რთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამო­სი­ლებების განხორციელებას.

2. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება მატერიალური ფორმით, შესაბამის თანდართულ დოკუმენტებთან და მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წინადადებას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო.

4. წინადადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება მთავრობის უახლოეს ან მომდევნო სხდომაზე ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით ან მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის V თავით დადგენილი წესით (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესახებ მთავრობის წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. 

 

კარი V

მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით

თავი XIX

საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმება

მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება

1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცვე­ლის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მათ შორის, პრეზიდენტისათვის წარდგენილი რეკომენდაციები, რომლებიც მოწონებულ იქნა მის მიერ და მათი მხარდაჭერის თხოვნით გადაეცა მთავრობას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზ­ღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექ­ტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.

2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდ­გენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სა­მინის­ტ­როს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელ­შეკ­რუ­ლების დადების თაობაზე.

მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთა­შორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხ­მე­­­­ბა

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინა­და­დებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრუ­ლების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წი­ნასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მო­ნა­წილეობის განზრახვის შესახებ.

2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის საპარლამენტო მდივ­ნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით და­დგენილი წესით. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.

3. თუ მთავრობა მოიწონებს, ამ რეგლამენტის 55-ე მუხლით დადგენილი წესით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე, აღნიშნული წინადადება გადაეცემა პრეზიდენტს.

4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას.

მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა

 1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გა­დაწ­ყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის­ტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორ­­მით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.

 2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვე­ტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლების საქა­რთვე­ლოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამარ­თ­ლე­ბრივი შედეგების შესახებ;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა;

ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი;

ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართ­ლე­ბრივი აქტის პროექტი (პროექტები);

თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა.

 3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით.

 5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, ამ რეგლამენტის IV ან V თავით და­დგენილი წესით. 

6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.

7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესა­ხებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვი­ა­ნეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 58. პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა

1. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსი­ლებას განეკუთვნება, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულება თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად.

3. წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

4. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.

5. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით), პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.

6. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი გადაეცემა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მიერ.

7. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების თაობაზე მთავრობის განკარგულების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქ­მული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.

9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებას და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენი­შვ­ნებს.

10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამა­რთლებ­რივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავ­რობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრუ­ლე­ბი­დან 10 დღის ვადაში.

11. პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხ­ლით დადგენილი პროცედურა.

12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 59. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე

 1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკ­რულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მი­ნისტ­რი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგა­რეო საქმეთა სამინისტროს.

2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრუ­ლების დადება პრეზიდენტის უფლებამოსი­ლებას განეკუთვნება, უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორცი­ე­ლონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყვე­ლა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.

მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკი­ცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება

1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამ­ტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდე­ბარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გან­ხორ­ციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამ­ტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სა­ერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შე­სა­ხებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელ­მწი­ფოებრივი პროცედურების განხორციელებას, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმე­ბით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საერთაშორისო ხელშეკრულების პრეზიდენტისათვის გადაცემა, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობასთან შეთანხმება და კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი XX

საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტისათვის  წარდგენის წესი

მუხლი 61. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის სხდომაზე განხილვა და რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) პარლამენტში წარდგენა

1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას;

ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.

2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარე­ბაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად განიხილება მთავრობის სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

 4. მთავრობის მიერ დადე­ბითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრუ­ლება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქარ­თ­ველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.

 5. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, თუ:

 ა) საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ;

 ბ) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

 გ) სამხედრო ხასიათისაა;

 დ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას.

 6. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, მისი პრეზიდენტისათვის გადაგზავნა, კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

 8. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სიგელი გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სიგელს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი (კონტრასიგნაცია) და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 
მუხლი 62. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე 

1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას.

 2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე მთავრობა გადასცემს პრეზიდენტს.

3. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ − პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, წარუდგენს პარლამენტს. საკითხის მთავრობასთან შეთანხმება და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.

 

კარი VI

მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი

თავი XXI

წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა

მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებში

მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, კონტრასიგნებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, წარ­მომ­ა­დგენლობას, კანონმ­დებ­ლო­ბით დადგენილი წესით, უზრუნველ­ყოფს იური­დიუ­ლი დე­პარ­ტა­მენტი.

მუხლი 64. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა

1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო.

2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარ­ტამენტი.

3. იურიდიული დეპარტამენტი უფლება­მოსი­ლია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმი­ნის­­ტრა­ციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოი­ყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგე­ნილი ნო­რ­მები.

4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესა­ბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომე­ლიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამა­რ­თლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.

6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გა­დაგ­ზავ­ნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტა­მე­ნტი.

 

თავი XXII

მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები

მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგა­ნო­ების შექმნისა და საქმიანობის წესი

1. აღმასრულებელი ხე­ლი­სუ­ფ­­ლების კომპეტენ­ციას მიკუთვნე­ბული სხვადასხვა საკითხის მო­­სამ­ზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათა­თ­ბი­რო ორგანო).

2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადე­ბების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი.

3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებუ­ლე­ბები­დან მიი­ღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადა­დე­ბები გან­საზღვრულ ვადაში უნ­და წარედგინოს შესაბამისად, მთავრ­ობას ან პრემიერ-მინისტრს.

 

თავი XXIII

ელექტრონული პეტიციების განხილვის წესი

მუხლი 66. მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების განხილვა

1. მთავრობის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ელექტრონული პეტიცია, რომელმაც „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებული საკითხის ინიციირებას ელექტრონული მთავრობის პროგრამაში.

3. ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ინიციირებული ელექტრონული პეტიციის შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის II და III თავებით დადგენილი წესით.

 

თავი XXIV

სხვა დოკუმენტების განხილვის წესი

მუხლი 67. სხვა დოკუმენტების განხილვის პროცედურა

1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

 

კარი VII

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

თავი XXV

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – საქართველოს ადმინისტრაციულ­-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი

მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსი და კომპეტენცია

1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ­ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებას ამტკიცებს მთავრობა.

3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:

ა) მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) მთავრობის დავალების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

გ) უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში.

4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინ­დივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება, რომელსაც კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით აუქმებს მთავრობა.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან – გუბერნატორისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები.

 


 

დანართი №1

განმარტებითი ბარათი

ინფორმაცია პროექტის შესახებ

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მი­ზე­ზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამო­ცე­მის) და­­საბუთება)

 

პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––– –––––––––––––––––––––––––––

(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფი­­ნანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუ­ჯე­ტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახა­ლი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთ­ხ­ვე­ვაში)

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირ­­­­ის (პირთა წრის) შ­ე­სახებ, რომლებზეც გავლენას მო­ახ­დენს სამართლებრივი აქტის მი­­­ღება)

 

პროექტის განხორციელების ვადები

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)

 

პროექტის ავტორ(ებ) და წარმდგენი

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექ­ტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორ­მა­ცია ორი­ვეს შესახებ).

 

 

დანართი №2

 

1. საქართველოს კანონიმეწარმეთა შესახებ“;

2. საქართველოს კანონისამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;

3. საქართველოს კანონისაქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

4. საქართველოს კანონილიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

5. საქართველოს კანონისალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

6. საქართველოს კანონიფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;

7. საქართველოს კანონიგარემოს დაცვის შესახებ“;

8. საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს შრომის კოდექსი“;

9. საქართველოს კანონიდაზღვევის შესახებ“;

10. საქართველოს კანონითავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;

11. საქართველოს კანონითავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;

12. საქართველოს კანონიინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;

13. საქართველოს კანონისაინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;

14. საქართველოს კანონიპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“

15. საქართველოს კანონისურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

16. საქართველოს კანონიელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;

17. საქართველოს კანონიელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;

18. საქართველოს კანონიკონკურენციის შესახებ“;

19. საქართველოს კანონირეგულირების საფასურის შესახებ“;

20. საქართველოს კანონიგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.

 

 


 


13. 12/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 258 - ვებგვერდი, 13/07/2023 12. 18/01/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 20/01/2023 11. 12/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 365 - ვებგვერდი, 14/07/2022 10. 14/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 127 - ვებგვერდი, 15/03/2022 9. 12/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 677 - ვებგვერდი, 12/11/2020 8. 23/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 260 - ვებგვერდი, 23/04/2020 7. 18/10/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 493 - ვებგვერდი, 18/10/2019 6. 30/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 30/01/2019 5. 12/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 584 - ვებგვერდი, 14/12/2018 4. 24/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 434 - ვებგვერდი, 03/09/2018 3. 24/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 374 - ვებგვერდი, 25/07/2018 2. 10/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 361 - ვებგვერდი, 11/07/2018 1. 11/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 228 - ვებგვერდი, 14/05/2018