„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2935
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/02/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 12/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016438
  • Word
2935
12/02/2018
ვებგვერდი, 15/02/2018
000000000.00.00.016438
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 2935

2018 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

 

ა.ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებული საქონლის დათვალიერება ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში დეკლარირებული, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი შავი ლითონის ჯართისა – ვიზუალური დათვალიერებით.“;

 

ა.ბ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი – მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებულ ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წარდგენილ საქონელზე, რომლის დათვალიერებაც ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებულ საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ, სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში დეკლარირებულ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან შავი ლითონის ჯართზე, რომლის დათვალიერებაც ხორციელდება ვიზუალური დათვალიერებით;“;

 

ა.გ) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში მოქცეულ საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ, სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში დეკლარირებულ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან შავი ლითონის ჯართზე,საბაჟო დეკლარაცია წარდგენილია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საქონლის წონის/რაოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობს დეკლარირებისას წარმოდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით, ხოლო საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩატვირთვისას, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართავის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას შედგენილი აქტით.“;

 

ა.დ) 36-ე მუხლის:

ა.დ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – „იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ შავი ლითონის ჯართზე დეკლარაცია ივსება სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, გრაფაში მიეთითება „255“.“;

 

ა.დ.ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ შავი ლითონის ჯართზე დეკლარაცია შევსებულია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, ექსპორტის დასრულებამდე, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართავის შემდეგ, გაფორმების ორგანო დეკლარაციის:

ა) 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო 44-ე გრაფაში – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად; ან/და

ბ) თუ დეკლარაციაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილ აქტში მითითებულ მონაცემებს – 31-ე გრაფაში მითითებულ რაოდენობას ან/და 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებულ წონას ცვლის საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.“;

 

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

ბ.ა) „ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“:

ბ.ა.ა) „026“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„026

მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ გრაფაში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)“;

 

ბ.ა.ბ) „026“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „029“ კოდის გრაფა:

 

„029

მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ გრაფაში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)“;

 

ბ.ა.გ) „625“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„625

2023 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)“;

 

 

ბ.ბ) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „458“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „459“ კოდის გრაფა:

 

„459

შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი.“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                      გიორგი თაბუაშვილი