დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016398 |
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №32 დადგენილება ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/09/2017, 010250050.35.176.016170).
|
| მუხლი 3 |
1. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა დანართის მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ”ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,გ”და ,,დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თელავის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. მუხლი 2. განათლება და გამოცდილება 1. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ან სხვა პედაგოგიური სასწავლებელი აღმზრდელის სპეციალობით; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო მუშაობის გამოცდილება, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ორგანიზაციაში საგანმანათლებლო /ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). მუხლი 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ვ) საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (1 თავი). მუხლი 4. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; ზ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; თ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; ი) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; კ) ინვენტარიზაციის პროცედურები; 2.საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ვ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა; თ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა. მუხლი 5.საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; გ) სხვა დოკუმენტაცია. მუხლი 6. გარდამავალი დებულებები 1. მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები