„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017035
41
08/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010210000.08.002.017035
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №41

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებულების მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4-მე-8 პუნქტები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის პირველი თებერვლიდან.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-8 პუნქტები:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 182-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1822, 185-ე, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 189-ე, 1891, 190-ე-193-ე მუხლებით, 196-ე, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1971, მე-200-2072, 208-ე-211-ე, 213-ე, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 216-ე-220-ე, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 339-ე, 340-ე, 341-ე, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 264-ე-274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და პირზე, რომელიც მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება პირზე, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

7. დანაშაულთა ერთობლიობისას ან/და განაჩენთა ერთობლიობისას არ მოქმედებს ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამავე პუნქტებში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობა ან/და განაჩენთა ერთობლიობა.

8. ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება პირზე, რომელმაც ამავე პუნქტებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოძალვით, ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი