„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016270
4
06/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
010340000.32.057.016270
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2018 წლის 6 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ნორ­მატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: 

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დად­გე­ნილებაში (სსმ, 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016252) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწე­სე­ბუ­­ლების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 59 (ორმოცდაცხრამეტი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) დად­გე­ნილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1.  დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტექნიკური სამსახური;

ბ) მელიორაციის სამსახური;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

დ) ადმინისტრაციული სამსახური;

ე) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური;

ვ) ლოჯისტიკის სამსახური;

ზ) იურიდიული სამსახური.“;

გ) დად­გე­ნილებით დამტკიცებული დებულებიმე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„4. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების დამუშავება და მოძრაობა;

ბ)  დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგა­დოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება, სიახლეების გავრცელება, საზოგადოებასთან ურთიერთობის და დეპარტამენტის პიარის განხორციელება;

დ) საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩანაწერების ორგანიზება. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელ საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კოორდინაცია;

ე) ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება;

ვ) პრეზენტაციების მომზადების უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონ­დენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა; 

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორ­ციელება.“;

დ) დად­გე­ნილებით დამტკიცებული დებულებიმე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

  „6. ლოჯისტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, ტექნიკური საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა, კომპიუტერული და გადასამრავლებელი ტექნიკის, კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა მატერიალური რესურსისა და მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისა და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად მათი სათადარიგო ნაწილებით და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;

ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება, დამტკიცების შემდეგ დადგენილი წესით მათი რეალიზაცია და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;

ზ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვის კონტროლი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონ­დენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;

ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორ­ციელება.“;

ე) დად­გე­ნილებით დამტკიცებული დებულებიმე-7 მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა და ძირითადი სამართლებრივი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტი­ზის (ვიზირების) უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრუ­ლებების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზის (ვიზირების) უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა შესაბამის ორგანოში;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი, სხვა სტრუქტურული ერთეულე­ბი­სათვის სამართლებრივი და მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენა;

თ)  ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ი) დეპარტამენტში დასაქმებულთა პირადი საქმეების და ტაბელების წარმოება. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა; 

ლ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე