დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.160.016449 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (08/02/2018 - 13/02/2018)
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 120-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის №;84 ბრძანების, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის №85 ბრძანების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2018,010260020.35.160.016446). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 მარტიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
|
დოკუმენტის კომენტარები