„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-1
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/01/2018
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016036
ნ-1
29/01/2018
ვებგვერდი, 01/02/2018
010240000.64.076.016036
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-1
2018 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი

„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მე-10 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია, ბოლო 3 წლის განმავლობაში პროფესიული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან), სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან (მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 2​​​3 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ დადებული გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა (ლარებში, წლების მიხედვით));“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მე-8 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორული და პროფესიული საქმიანობიდან (ბოლო 3 დასრულებული კალენდარული წლის განმავლობაში) მიღებული შემოსავლების თაობაზე (მათ შორის კონსოლიდირებული სახით, პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი შვილობილი კომპანიის არსებობის შემთხვევაში). ფირმის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის,,ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან) მიღებული, სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან (მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 2​3 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ დადებული გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა (ლარებში, წლების მიხედვით).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე