„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.020354
39
26/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
130000000.10.003.020354
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2018 წლის 26 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018772) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

2. მრავალშვილიან (ოთხი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში) მოსამსახურეს (გარდა გაწვევითი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისა და არამუდმივ ამოცანათა შესრულებისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეებისა), მათ შორის, დამხმარე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია შემდეგი ოდენობით:

ა) ოთხი შვილის მშობელს − 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) ხუთი შვილის მშობელს − 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

გ) ექვსი შვილის მშობელს − 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) შვიდი და მეტი შვილის მშობელს − 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის  ოდენობით.“.

2. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაღუპულ (გარდაცვლილ) მოსამსახურეზე  ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (ფულადი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და ფულადი ჯილდო არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი