დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020348 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი; საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები