„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017065
23
24/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
040030000.22.033.017065
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №23

2018 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ანალიტიკური დეპარტამენტი;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი და ანალიტიკური დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს.“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) ქონებაზე ყადაღის დადება და პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება, გარდა ამ დებულების 172 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა;

2) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;“.

4. მე-17 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენა წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით;“.

5. 172 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 172.  ანალიტიკური დეპარტამენტი

ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით რისკების განსაზღვრა, მართვა, ანალიზი და ამ ღონისძიებათა  დაგეგმვა;

ბ)  გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი;

გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება (გარდა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციისა), ხოლო ქონებაზე ყადაღის დადებისა და პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების  მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების გამოვლენა;

ე) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ვ) მონაცემთა ანალიზისთვის მონაცემთა ბაზების დახვეწა;

ზ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

თ) საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისათვის გადაცემა;

ი) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

კ) საგადასახადო შემოწმებებისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

ლ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება;

მ) იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ო) „ამერიკის  შეერთებული  შტატების  მთავრობასა  და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ჟ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

რ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, აგრეთვე საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ს) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ქ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ღ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ქონებაზე ყადაღის დადების, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებისა და ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის პროცედურები დაასრულოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი