„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020334
19
18/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
470230000.10.003.020334
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2018 წლის 18 იანვარი

 ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-4 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ, ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ, ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო  დღეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდონ განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1.5-ის პირველი პუნქტითა და დანართ №1.7-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ, ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1.5-ის პირველი პუნქტითა და დანართ №1.7-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-2 მუხლს 34 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი:

„35. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.7-ის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამავე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2018 წლის 1 იანვრიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და  ქ. ქუთაისში დანართ №1.1-ის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, დანართ   №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით, ასევე დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (გარდა სამეანო-ნეონატალური და გინეკოლოგიური სერვისისა) მიმწოდებელია პირი, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობებში: „რეანიმაციული მომსახურება“ და „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY);“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) 2018 წლის 15 თებერვლიდან ქ. თბილისში სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტაციონარულ დაწესებულებასა და იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებულ აღნიშნული დაწესებულების  ამბულატორიულ-სტრუქტურულ ერთეულებში  დასაქმებული,  რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის მიერ ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემით წარმოებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“;

გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

დ) მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  პუნქტი:

„111. სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება:

ა) რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით;

ბ) ინდივიდუალური შემთხვევების რევიზიისას, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით  ანაზღაურებული თანხის 10%-ით.“;

ე) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51. ქ. თბილისში  სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, 2018 წლის 15 თებერვლიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის წარმოება (მ.შ. იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებულ მის  ამბულატორიულ-სტრუქტურულ ერთეულებში)  უზრუნველყოს მხოლოდ ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“;

ვ) 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 35 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, დანართ  №1.7-ის შესაბამისად.“;

ზ) 22-ე მუხლის 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

 „44. დანართ №1.7-ით გათვალისწინებულ მდგომარეობებთან, ასევე დანართ №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ინფექციურ მდგომარეობებთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ხარჯების ანაზღაურება ხდება დანართ №1.7-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;

თ) 23-ე მუხლის:

თ.ა) 324  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„324. ამავე მუხლის 38-ე, 41-ე და 47-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.“;

თ.ბ) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.გ) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. განმახორციელებელი ვალდებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ორეტაპიანი მონიტორინგის შემდგომ, კომპეტენტური ორგანოს მიერ ადგილზე ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმებისას გამოვლენილი დანართ №1-ის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის შესახებ დასკვნის გათვალისწინებით, ამავე ორგანოსაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,  შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული ბრძანებით.“;

თ.დ) 41-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 პუნქტი:

 „411. ამ მუხლის 41-ე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან,  გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა.“;

თ.ე) 46-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე, 48-ე, 49-ე და 50-ე პუნქტები:

„47. 2018 წლის 1 მარტიდან, თუ მიმწოდებელი დაწესებულება, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვის მდგომარეობით (თუ ემთხვევა არასამუშაო დღე, მომდევნო პირველი სამუშაო დღის მდგომარეობით), არ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს,  მას ელექტრონული ფორმით 1 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გაფრთხილება დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის თაობაზე. მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ  ემთხვევა არასამუშაო დღე, მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე) უზრუნველყოს დარღვევ(ებ)ის გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას 1 სამუშაო დღის ვადაში უჩერდება მიმწოდებლის სტატუსი.

48. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 47-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. განმახორციელებელი ვალდებულია, სტატუსის აღდგენის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მას მიმწოდებლის სტატუსი, დაწესებულების მიერ ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის შესრულების დადასტურების შემთხვევაში.

49. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მომსახურება გააგრძელოს იმ ტარიფებით, რომლითაც პროგრამის ფარგლებში ემსახურება დანართ №1.3-ითა და დანართ №1.4-ით განსაზღვრული მომსახურების ბენეფიციარებს, აღნიშნული პირობა ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

50. „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების დანართ №1-ით განსაზღვრული პერინატალური მოვლის დონის შესაბამისი ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა გადაუდებელი სტაციონარული (პერინატალური) სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამავე დადგენილების დანართ №1.5-ის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტარიფებისა.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 1.7 (ინფექციური დაავადებების მართვა):

 

„დანართი 1.7

ინფექციური დაავადებების მართვა

1. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 35 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) №1.7.1 დანართში მოცემული დაავადებების სტაციონარულ მკურნალობას;

ბ) ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობებთან დაკავშირებულ №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტიკულ მდგომარეობებს/ინტენსიურ თერაპიას.

2. ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ტარიფისა (დანართი №1.7.1).  

3. ამ დანართის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. ასევე „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებიდან ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან და ფინანსდება დანართ №1.1-ში, დანართ №1.3-სა  და დანართ №1.4-ში მითითებული ლიმიტების შესაბამისად.  ამასთან, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 22-ე მუხლის 71 პუნქტის პირობები.

დანართი 1.7.1

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები

 

ნოზოლოგია

ICD კოდი

ტარიფი

(ლარი)

1

ინფექციური

 

 

1.1

ბაქტერიული მენინგიტი

A27.8; A32.1; A39.0; A39.2; A39.4; A39.9; B45.1; G00.

2300

1.2

ბაქტერიული მენინგოენცეფალიტი

A02.2; A27.8; A32.1; A39; G04.2

3200

1.3

ვირუსული მენინგიტი

A87; B00.3; B01.0; B02.1; B05.1; B26.1

750

1.4

ვირუსული მენინგოენცეფალიტი

A80; A83; A84; A85; A86; A87.2; B00.4; B01.1; B02.0; B05.0; B06.0; B26.2; G05.1*

3000

1.5

ანთებითი პოლინეიროპათიები

A36.8; B02.2; B26.8; G61; G63.0

3800

1.6

მწვავე ვირუსული ჰეპატიტი

B15.9; B16.1; B16.9; B17

1500

1.7

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი − პათოლოგიური პროცესის მაღალი აქტივობით (სპეცმედიკამენტების გარეშე)

B18.0; B18.1; B18.2; B18.9

850

1.8

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით (მყარი ვირუსული პასუხის-svr მიუხედავად) სპეცმედიკამენტების გარეშე

B18.0; B18.1; B18.2; B18.9

1200

1.9

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით, ასციტით და/ან ენცეფალოპათიით და/ან ჰეპატორენული სინდრომით (მყარი ვირუსული პასუხის −  svr მიუხედავად) სპეცმედიკამენტების გარეშე

B18.0; B18.1; B18.2; B18.9

3000

1.10

ბოტულიზმი

A05.1

1400

1.11

სხვა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები

A05.0; A05.2; A05.3; A05.4; A05.8; A05.9

250

1.12

ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით

A02.0; A03; A04.2; A04.3; A04.4; A04.5; A04.6; A04.7; A06.0; A06.2; A07.0; A09

800

1.13

სხვა ნაწლავთა ინფექციები

A00; A01; A02; A03; A04; A06.0; A06.1; A06.2; A06.9; A07; A08; A09;

380

1.14

სხვა ბაქტერიული ინფექციები

A06.4; B01.8; A20; A21; A22; A24; A25; A26; A27; A28; A32; A35; A36; A37; A38; A46;  A48.1; A48.2; A49; A68; A69; A70-A74; A75-A79; B05.2; J03; L02;

880

1.15

ბაქტერიული პნევმონია

J11.0; J10.0; J13-J18

790

1.16

ჰემორაგიული ცხელებები

A91; A98; A99

1400

1.17

ჰერპესვირუსული ინფექციები

B00; B01.2; B01.8; B01.9; B02; B25; B27

1100

1.18

სხვა ვირუსული ინფექციები

A82; B05.2; B05.9; B06; B08; B09; B26; B34; J05.0; J05.1; J06; J10; J11; J12;

550

1.19

დაუზუსტებელი ცხელება – ჰიპერპირექსია, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

R50; R50.9

1200

2

სეფსისი

A40; A41; A49.8; A49.9; A22.7; A24.1; A26.7; A28.2; A32.7; A54.8; B00.7; B37.6; B37.7; I33; I39.8; T80.2; T81.4; T88.0; A39.1

3420

3

პარაზიტოლოგია

A06; A07; A23; B50-დან B55-ის ჩათვლით; B65-დან B67-ის ჩათვლით; B75

1200

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „გ“, „ვ“, „ზ“  ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი