„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.123.016425
22
18/01/2018
ვებგვერდი, 25/01/2018
010250040.35.123.016425
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 32-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge, 16.07.2014, 010250040.35.123.016211), კერძოდ:

1. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება“.

3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „ი.ა“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ი.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

4. დადგენილების დანართის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე“.

5. დადგენილების დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, საკრებულოს აპარატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საკრებულოს აპარატში კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად ქმნის შესაბამის საკონკურსო კომისიას და  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნიშნავს ამ კომისიის თავმჯდომარეს“.

6. დადგენილების დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლისა და ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო“ .

7. დადგენილების დანართის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო“.

8. დადგენილების დანართის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით“.

9. დადგენილების დანართის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარესა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება“.

10. დადგენილების დანართის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო, ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის, გადარჩევის, უფლებამოსილებისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.“

11. დადგენილების დანართის 108-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდზე ან ბეჭდური ფორმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდზე ან ბეჭდური ფორმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე, დოკუმენტის დასახელების, მოკლე შინაარსისა და ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა.

3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდზე  ან ბეჭდური ფორმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდზე.

5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და ორგანიზაციულ საკითხებზე მიღებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“ .

12. დადგენილების დანართის 134-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ. მერის, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წლიური ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია