„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020332
17
17/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
300160070.10.003.020332
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2018 წლის 17 იანვარი

 ქ. თბილისი

 

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014,  300160070.10.003.017588) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა სტაციონარული ობიექტის მქონე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ყველა საქმიანობისთვის, გარდა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა და ამავე ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობებისა. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში (შემდგომში – ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში).“.

3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სავალდებულო შეთანხმებას, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ერთი თვის ვადაში შეითანხმონ ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.“.

4. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში, უკვე შეთანხმებული ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად  ჩაითვლება და უნდა მოხდეს მისი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას

1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას არ ექვემდებარება საქმიანობები, რომელთაც ახორციელებს:

ა) მოსახლეობა საცხოვრისში, საყოფაცხოვრებო მიზნით (გათბობა, საკვების მომზადება და სხვ.);

ბ) ორგანიზაცია/დაწესებულებები, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროს წარმოადგენს მხოლოდ შენობა-ნაგებობების გათბობისთვის ან/და ჰიგიენური მომსახურებისთვის გამოყენებული საშუალებები, რომლებიც არ მოიხმარენ თხევად წიაღისეულ ან/და მყარ წიაღისეულ საწვავს;

გ) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული, სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ავტონომიურად ფუნქციონირებადი სტაციონარული ან/და გადასატანი დანადგარები, რომლებიც წარმოადგენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთადერთ სახეს და რომლებიც, საპროექტო პარამეტრების მიხედვით, 1 საათში  მოიხმარენ შემდეგი სახის საწვავს: შეშა/ბიომასა – არა უმეტეს 15 კგ-ისა, ქვანახშირი – არაუმეტეს 9 კგ-ისა, დიზელის საწვავი – არაუმეტეს 5 ლ-ისა, მაზუთი – არაუმეტეს 4 ლ-ისა, ბენზინი – არაუმეტეს 5 ლ-ისა, ნავთი – არაუმეტეს 4 ლ-ისა, ბუნებრივი აირი – არა უმეტეს 6 მ3-ისა, თხევადი აირი – არაუმეტეს 3 კგ-ისა;

დ) ობიექტები, რომლებშიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ წყაროს წარმოადგენს მხოლოდ სარეზერვო ელგენერატორი (ელექტროენერგიის ავარიული გათიშვისას);

ე) საკვებითა და სასმელებით მომსახურების ობიექტები (მაგ., რესტორანი, კაფე, კაფეტერია, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი, ორგანიზაცია/დაწესებულების სასადილო და სხვ.);

ვ) პურ-ფუნთუშეულისა და ცომეული პროდუქტების, ნაყინის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, სასმელების (გარდა ლუდისა) წარმოებები, რომელთა ტექნოლოგიურ პროცესებში არ გამოიყენება საწვავი;

ზ) თონეები, სახაჭაპურეები, ასევე საცალო რეალიზაციის სხვა ნაწარმის საცხობები;

თ) ხის სახერხი ობიექტები (საამქროები), რომლებშიც  ფიცრის (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელის, ძელაკის  ან/და შპალის  მიღება წარმოებს მხოლოდ ხერხვის შედეგად და რომლებიც წელიწადში გადაამუშავებს არაუმეტეს 1000 მ3 ნედლეულს;

ი) ობიექტები, რომლებშიც ქვის დამუშავება ხორციელდება სველი მეთოდით;

კ) ლითონის მექანიკური დამუშავების ობიექტები, რომლებშიც ლითონის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მექანიკურ საჭრელ, საფრეზ, სახარატე, საბურღ და სალეს ჩარხებზე;

ლ) მეტალოპლასტმასის ნაკეთობათა დაჭრისა და აწყობის ობიექტები;

მ) მინის დაჭრის ობიექტები;

ნ) საიუველირო ნაწარმის დამზადების ან/და შეკეთების ობიექტები;

ო) ავტოტექმომსახურების (გარდა სამღებრო საქმიანობისა), ავეჯის, ტექნიკისა და ფეხსაცმლის შეკეთების ობიექტები;

პ) ბეჭდვითი საქმიანობის ობიექტები, რომლებშიც საბეჭდ საშუალებად იყენებენ მხოლოდ წყალში ხსნად საღებავებს;

ჟ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულების ლაბორატორიები;

რ) თიხის ტრადიციულ ნაკეთობათა (გარდა სამშენებლო მასალებისა) დამზადების ობიექტები დღე-ღამეში არა უმეტეს 1 ტ-ის წარმადობით;

ს) ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება მხოლოდ პლასტმასის პრეფორმების გაბერვის ოპერაციები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობებისთვის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიში არ წარმოებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ხორციელდება ერთ საწარმოო ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ სხვა საქმიანობებთან ერთობლივად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება ხის დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობაც (მაგ., დახერხილი ხე-ტყისა და ხის სხვა მასალების ნამზადებად და დეტალებად გადამუშავება სხვადასხვა ხის დამამუშავებელ ჩარხებზე, ხის შრობა, ზედაპირების ლაქ-საღებავებით დაფარვა, ავეჯის დამზადება და სხვა);

ბ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება იგივე საქმიანობები მშრალი მეთოდით;

გ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება ლითონის დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობაც (მაგ. ლითონის აირული ჭრა, შედუღება, ზედაპირების ელექტროქიმიური დამუშავება და სხვა).“.

6. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საწარმო ადგენს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ორ ეგზემპლარს. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების ფარგლებში განთავსებული საწარმოებისთვის დგინდება ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ორი ეგზემპლარი. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია – აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებში.“.

7. დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

ცხრილი 1. ძირითადი მონაცემები საწარმოს საქმიანობის შესახებ

ობიექტის დასახელება

 

ობიექტის მისამართი:

ფაქტობრივი

 

იურიდიული

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

GPS კოორდინატები (UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემა)

 

ობიექტის ხელმძღვანელი:

გვარი, სახელი

 

ტელეფონი

 

ელფოსტა

 

მანძილი ობიექტიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე

 

ეკონომიკური საქმიანობის სახე

 

გამოშვებული პროდუქციის სახეობა

 

საპროექტო  წარმადობა

 

ნედლეულის სახეობა და  ხარჯი

 

საწვავის სახეობა და საათობრივი და წლიური ხარჯი (სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოყენებულის გარდა)

 

სამუშაო დღეების რაოდენობა წელიწადში

 

სამუშაო საათების რაოდენობა დღე-ღამეში

 

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი