„დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020331
16
17/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
300160070.10.003.020331
„დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2018 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის   №719 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 300160070.10.003.018338) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის“:  

1. მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სუფრის წყალი – ყველა სხვა წარმოებული (დაფასოებული) მიწისქვეშა ან ზედაპირული წყალი. იგი შესაძლებელია, მოიპოვებოდეს ერთდროულად რამდენიმე წყლის ობიექტიდან;“.

2. მე-2 მუხლს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ლ ნ“  ქვეპუნქტები:

„ლ) მწარმოებელი – ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია  დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის,  წყაროს წყლისა და სუფრის წყლის წარმოებასთან და  რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია მზა/დასრულებულ პროდუქტზე;

მ) კაპტაჟი – ჰიდროტექნიკური წყალშემკრები ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს  მინერალური წყლის  ზედაპირული და ნიადაგქვეშა წყლების შერევისა და სხვაგვარი დაბინძურებისაგან დაცვას და  წყლის ბუნებრივი ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის სტაბილურობას;

ნ) ჭაბურღილი – სათანადო კონსტრუქციით   აღჭურვილი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლის საბადოს ექსპლუატაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  3.  მოთხოვნები ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლისადმი

1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის წარმოება უნდა განხორციელდეს დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად და აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. წყლის მიწოდება, გარდა სუფრის წყლისა, წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის უნდა განხორციელდეს  მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით.

3. წყლის ექსპლუატაციისთვის გამოყენებული ყველა სახის აღჭურვილობა, მოწყობილობა და მათი მონტაჟი  უნდა უზრუნველყოფდეს წყლის დაცვას დაბინძურებისაგან და მისი ბუნებრივი ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის სტაბილურობას.

4. წყალაღების ადგილი დაცული უნდა იქნეს დაბინძურებისაგან.

5. კაპტაჟი დაცული უნდა იქნეს სათანადო ვენტილაციის მქონე კაპტაჟზედა დახურული ნაგებობით, რომლის ირგვლივ მოწყობილი უნდა იქნეს სანიტარიული დაცვის ზონა.

6. ჭაბურღილი უნდა შედგებოდეს ჭაბურღილის მილის, საცავი კოლონისა და ჭაბურღილის პირის აღჭურვილობისაგან, ხოლო  მიმდებარე ტერიტორია მოწყობილი უნდა იქნეს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქიმიური მაჩვენებლებისა, დაფასოებული წყაროს წყლის  ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ  მოთხოვნებს.“.

5. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  41 მუხლი:

მუხლი 41. დაფასოებული წყლის დამუშავების მეთოდები

1. დაფასოებული წყლის ჩამოსასხმელად გამოყენებული მეთოდების ეფექტურობაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი.

2. მწარმოებელი ვალდებულია, დაფასოებული წყლის ჩამოსასხმელად გამოყენებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია  მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

3. გამოყენებული მეთოდები  არ უნდა ცვლიდეს  წყლის  თვისებების განმსაზღვრელ ბუნებრივ ქიმიურ კომპონენტებსა და წყლის ტიპს.

4. დასაშვებია დამუშავების შემდეგი მეთოდების გამოყენება:

ა) არასტაბილური კომპონენტების მოცილება ფილტრაციით,  დეკანტაციით, აერაციითა და,  საჭიროების შემთხვევაში, ნახშირორჟანგის დამატებით;

ბ) რკინის, მანგანუმის,  გოგირდის ნაერთებისა და დარიშხანის მოცილება ოზონით გამდიდრებული ჰაერით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებისას წარმოქმნილი ნალექის მაქსიმალური ზღვრები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ №5-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს;

დ) ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის ჟანგის გამოყენება;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებისას ალუმინის იონების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 მკგ/ლ-ს.

5. დასაშვებია ასევე სხვა მეთოდების გამოყენება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების  გათვალისწინებით.

6. აკრძალულია წყლის გაუსნებოვნება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ან დამუშავების ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც ცვლის წყლის მიკრობიოლოგიურ შედგენილობას.

                                                                                                                   ცხრილი №5

ნალექი

მაქსიმალური ზღვარი (მკგ/ლ)

გახსნილი ოზონი

50

ბრომატები

3

ბრომოფორმები (ტრიბრომმეთანი)

1

.“.

7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გარდა ამ  მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ჩამოსხმული წყლის აღწერა (არაგაზირებული, ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი);

ბ) სპეციფიკური კომპონენტების დასახელება და რაოდენობა;

გ) ადგილი, სადაც ხდება წყლის მოპოვება, ექსპლუატაცია და წყაროს დასახელება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

გ.ა) კომერციული/სავაჭრო დასახელების ტექსტში შეიძლება მოცემულ იქნეს მუნიციპალიტეტის, სოფლის ან/და ადგილის დასახელება, იმ პირობით, რომ ის ეხება მხოლოდ იმ წყალს, რომლის წყაროს ექსპლუატაციაც ხდება აღწერაში მითითებულ ადგილზე და შეცდომაში არ შეჰყავს მომხმარებელი;

გ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ წყლის კომერციული/სავაჭრო დასახელება განსხვავდება ამ წყლის მოპოვების ან ექსპლუატაციის ადგილის დასახელებისგან,  კომერციული/სავაჭრო დასახელების ტექსტში წყლის მოპოვების ან ექსპლუატაციის ადგილის დასახელებისათვის გამოყენებული შრიფტის ზომა 1,5-ჯერ უნდა აღემატებოდეს ეტიკეტზე გამოყენებულ ყველაზე დიდი ზომის შრიფტს;

დ) ინფორმაცია წყლის ნებისმიერი დამუშავების შესახებ, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

დ.ა) წყლის ოზონირებული აირით დამუშავების შემთხვევაში, სპეციფიკური კომპონენტების მონაცემებთან ახლოს უნდა განთავსდეს წარწერა: „წყალი დამუშავდა დაშვებული ოზონირებული აირით, ჟანგვითი მეთოდით“;

დ.ბ) წყლის გააქტიურებული ალუმინის ჟანგით დამუშავების შემთხვევაში, სპეციფიკური კომპონენტების მონაცემების გვერდით უნდა განთავსდეს წარწერა: „წყალი დაექვემდებარა დამუშავებას ადსორბციის ნებადართული მეთოდით.“.

8. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. დასაშვებია ცხრილ №6-ით განსაზღვრული აღნიშვნების გამოყენება:

ცხრილი №6

აღნიშვნა

კრიტერიუმი

მინერალების ძალიან დაბალი შემცველობა

მინერალური მარილების შემცველობა

არ აღემატება 50 მგ/ლ-ს

მინერალების დაბალი შემცველობა

მინერალური მარილების შემცველობა

არ აღემატება 500 მგ/ლ-ს

მინერალური მარილებით მდიდარი

მინერალური მარილების შემცველობა

აღემატება 1500 მგ/ლ-ს

შეიცავს ბიკარბონატებს

ბიკარბონატის შემცველობა

აღემატება 600 მგ/ლ-ს

შეიცავს სულფატებს

სულფატების შემცველობა აღემატება

200 მგ/ლ-ს

შეიცავს ქლორიდებს

ქლორიდების შემცველობა აღემატება 200 მგ/ლ-ს

შეიცავს კალციუმს

კალციუმის შემცველობა აღემატება 150 მგ/ლ-ს

შეიცავს მაგნიუმს

მაგნიუმის შემცველობა აღემატება 50 მგ/ლ-ს

შეიცავს ფტორიდებს

ფტორიდების შემცველობა აღემატება

1,0 მგ/ლ-ს

შეიცავს რკინას

ორვალენტიანი რკინის შემცველობა

აღემატება 1,0 მგ/ლ-ს

მჟავე

თავისუფალი ნახშირორჟანგის

შემცველობა აღემატება 250 მგ/ლ-ს

შეიცავს ნატრიუმს

ნატრიუმის შემცველობა აღემატება 200 მგ/ლ-ს

 გამოიყენება ჩვილი ბავშვის საკვების მოსამზადებლად

--

გამოიყენება ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტისათვის

ნატრიუმის შემცველობა ნაკლებია 20 მგ/ლ-ზე

შეიძლება გამოიწვიოს დიარეა

--

შეიძლება  იყოს დიურეტიკი (შარდმდენი)

-- .

 

8. აკრძალულია:

ა) ერთი და იმავე წყაროდან ჩამოსხმული წყლის რეალიზაცია ერთზე მეტი კომერციული/სავაჭრო დასახელებით;

ბ) ეტიკეტზე ისეთი აღნიშვნების, დასახელებების, სავაჭრო ნიშნების,   ილუსტრაციების, სიმბოლოებისა და სხვა ნიშნების გამოყენება, რომლებიც მიუთითებს ისეთ მახასიათებლებზე, რომლებიც წყალს არ გააჩნია;

გ) ყველა ის აღნიშვნა, რომელიც უკავშირდება ნატურალური მინერალური წყლის პროფილაქტიკურ, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, თუ იგი არ არის დადასტურებული შესაბამისი ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევების საფუძველზე და დადასტურებულია ფარმაკოლოგიური და კლინიკური გამოცდების შედეგად, რომლებიც ჩატარებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

დ) იმ მწარმოებლის მიერ, რომელსაც არა აქვს ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება, ეტიკეტზე საქართველოში დაცული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების განთავსება, ასევე ამ ადგილწარმოშობის დასახელების მიბაძვა, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორებიცაა: „ტიპის“, „სტილის“, „მსგავსი“, „ნაირი“, „მეთოდით“ და ა.შ.;

ე) ეტიკეტზე ისეთი სიმბოლოების გამოყენება, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი წყლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ.“.

9. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. შესაბამისობის შეფასების პროცედურა

1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

ა) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა;

ბ) მწარმოებლის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით.

2. დამუშავების მეთოდების შესახებ მწარმოებელი ვალდებულია, ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოს.

მუხლი 8. მწარმოებლის ვალდებულებები

 1. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ნებისმიერი მწარმოებელი ვალდებულია, განსაზღვროს პროდუქტის ბაზარზე განთავსების, სახიფათო პროდუქტის ამოღების წესი, აწარმოოს ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შეფასების წესი და პროცედურა და განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მაჩვენებლების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული შედეგების აღრიცხვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

2. მწარმოებლის მიერ ჩამოსხმული წყლის ხარისხის კონტროლისათვის წლის განმავლობაში გამოსაკვლევი ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს №7 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:

ცხრილი №7

ჩამოსხმული წყლის წარმადობა დღე-ღამეში (მ3)

ნიმუშების რაოდენობა 1 წლის განმავლობაში

≤ 10

 

1

> 10 ≤ 60

 

12

> 60

 

დღეში ყოველ დამატებით 5 მ​3 -ზე + 1 ნიმუში.

 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების რაოდენობაში არ შედის აუცილებელი საკონტროლო სინჯები, რომლებიც უნდა შესრულდეს მილსადენების რემონტისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შემდეგ.

4. ჩამოსხმული წყლის ხარისხის შიდა კონტროლის სისტემის ფორმატი და დიზაინი წარმოადგენს მწარმოებლის პასუხისმგებლობას.“.

10. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 მუხლები:

„მუხლი  9.  დაფასოებული სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლი

დაფასოებული სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ახორციელებს:

ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის დროს საქართველოს ტერიტორიაზე;

 ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  სსიპ – შემოსავლების სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას.

მუხლი 10. დაფასოებული წყლის კატეგორიის მინიჭება

დაფასოებულ წყალს კატეგორიებს – „ნატურალური მინერალური წყალი“, „წყაროს წყალი“ და „სუფრის წყალი“ – ანიჭებს სააგენტო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.