„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017059
18
17/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
190040000.22.033.017059
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №18

2018 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანების (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) 
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 184 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბიუჯეტის განმკარგველის – 351 – ა(ა)იპ „სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“-ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველი:

352

0964

სსიპ – „წიაღის ეროვნული სააგენტო“

 

3. დანართ №3-ში ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 7334 – „ა(ა)იპ – „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“  – შემდეგ დაემატოს ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი შემდეგი კოდი:  

  

8900

სსიპ – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ავანსად მიღებული მომსახურების საფასური“      

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი