2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 05/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016376
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1/2018
05/01/2018
ვებგვერდი, 08/01/2018
010210010.15.008.016376
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/01/2018 - 10/08/2018)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1/2018

2018 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

 

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა  თანხა (ლარი) 
სულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია         39,136,784
  ხარჯები               38,211,784
  შრომის ანაზღაურება               16,917,163
  საქონელი და მომსახურება                  8,928,771
  სხვა ხარჯები               12,365,850
  არაფინანსური აქტივების ზრდა                     925,000
06 02 01  არჩევნების ჩატარების ღონისძიებები         28,272,634
  ხარჯები               27,347,634
  შრომის ანაზღაურება               16,747,663
  საქონელი და მომსახურება                  8,095,971
  სხვა ხარჯები            2,504,000
  არაფინანსური აქტივები                     925,000
06 02 02 არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება           1,002,300
  ხარჯები                  1,002,300
  შრომის ანაზღაურება                     169,500
  საქონელი და მომსახურება                     832,800
06 02 03 საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი           2,242,850
  ხარჯები                  2,242,850
  სხვა ხარჯები                  2,242,850
06 02 04 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება           7,619,000
  ხარჯები                  7,619,000
  სხვა ხარჯები                  7,619,000