დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1896-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220030000.05.001.018747 |
|
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ერთი და იმავე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით;“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ლიცენზირებულმა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებმა 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1896-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები