„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1910-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300090000.05.001.018752
1910-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
300090000.05.001.018752
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 595) პირველი მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება 100 000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე არ ვრცელდება, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს.“;

ბ) 1პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„12. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, თამასუქი 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცეს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1910-რს