„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1928-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.018761
1928-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
450140000.05.001.018761
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ19“ ქვეპუნქტი:

„ჰ19) მედიაწიგნიერება – მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე ინტერნეტის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, მის მიღებასა და გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობის და ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, აგრეთვე მედიაპროდუქციის (აუდიოვიზუალური ტელერადიოპროდუქცია, ელექტრონული და სოციალური მედიაპროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვა პროდუქცია) შინაარსის და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების შესახებ სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური. ყოველწლიური რეგულირების საფასური“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური არის მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადახდილი თანხა, რომლის ოდენობას განსაზღვრავს და გადახდის წესს ადგენს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მედიაწიგნიერების ხელშეწყობისათვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. კომისიის უფლებამოსილებები მედიაწიგნიერების სფეროში

1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს  მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

2. კომისია უფლებამოსილია საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის  შესასრულებლად.

3. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვაასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების, მიზნით კომისია უფლებამოსილია დააფუძნოს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. კომისია უფლებამოსილია აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებგვერდი.

4. კომისია საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ითვალისწინებს მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნებსა და ამოცანებს, ქცევის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიით და უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის მონაწილეობას.

5. კომისია ხელს უწყობს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, სამაუწყებლო სასწავლო-საგანმანათლებლო  პროდუქციის შექმნის, სოციალური რეკლამის დამზადების დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.

7. კომისია აფასებს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების დონეს, ახდენს გამოწვევების იდენტიფიცირებას, აანალიზებს კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს და აღნიშნულ ანალიზს აქვეყნებს კომისიის საქმიანობის ანგარიშში.

8. მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად კომისიას უფლება აქვს, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც.“.

6. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ამ კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შემუშავებული და დამტკიცებული მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებას, მათ შორის, მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად მომზადებული ტელერადიოპროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსებით.“.

7. 75-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ:

ა) 2018 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობა და დაადგინოს მისი გადახდის წესი;

ბ) 2018 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1928-რს