„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1927-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.018771
1927-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
140080000.05.001.018771
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონში  (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:

ა) საკონტრაქტო;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;

გ) კადრის;

დ) სამოქალაქო;

ე) სამხედრო სავალდებულო.“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირს – რიგითის სამხედრო წოდებას;“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: 

„ე) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველზე ჩაირიცხნენ.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში.

7. პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნილ იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 102 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელი ირიცხება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელს სამხედრო ვალდებულება მოხდილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.“.

5. 104 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას წვევამდელი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.“.

6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლისას;“.

7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე საკონტრაქტო მოსამსახურე ან თანამშრომელი, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

8. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1927-რს