დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობების, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 597 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020307 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2017 - 14/12/2022)
|
აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობების, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი
|
თავი I
მიზანი, რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტებები |
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. „აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი“ (შემდგომში - წესი) ადგენს: ა) ვექტორული სახეობების ჩამონათვალს; ბ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს წყლის დეკორატიული ცხოველების ბაზარზე განთავსებისათვის, რომლებიც წარმოშობილია ან გამიზნულია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტებისათვის; გ) ბაზარზე განთავსებისათვის, ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს: გ.ა) აკვაკულტურის ცხოველებისათვის, რომლებიც გამიზნულია მოშენებისთვის, მათ შორის გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალისთვის, სამონადირეო თევზჭერის ადგილისთვის, დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისთვის და აღწარმოებისთვის; გ.ბ) ადამიანის მიერ მოხმარებისთვის გამიზნული აკვაკულტურის ცხოველებისა და მისი პროდუქტებისთვის; დ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს და სერტიფიცირების მოთხოვნებს ქვეყანაში იმპორტის და ტრანზიტის განხორციელებისთვის, მათ შორის ტრანზიტის დროს ქვემოთ მითითებული ცხოველებისა და მისი პროდუქტების შენახვისთვის: დ.ა) აკვაკულტურის ცხოველები, რომლებიც განკუთვნილია მოშენებისთვის, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალისთვის, სამონადირეო თევზჭერის ადგილისთვის და დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისთვის; დ.ბ) ადამიანის მიერ მოხმარებისთვის გამიზნული აკვაკულტურის ცხოველები და მისი პროდუქტები; დ.გ) წყლის დეკორატიული ცხოველები, რომლებიც განკუთვნილია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტისათვის. 2. ეს წესი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ბიზნესოპერატორზე. 3. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები: ა) წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტი – ზოომაღაზია, ბაღის აუზი, ბაღის ტბორი, წყლის ცხოველების კომერციული აკვარიუმი ან წყლის დეკორატიული ცხოველების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი: ა.ა) რომელებსაც არა აქვთ პირდაპირი კონტაქტი ქვეყნის ბუნებრივ წყლებთან; ა.ბ) ან რომელებიც აღჭურვილია ჩამდინარე წყლის გამწმენდი/დამუშავების სისტემით და მისაღებ დონემდე ამცირებს ბუნებრივ წყლებში დაავადებების გადაცემის რისკს; ბ) წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტი − წყლის დეკორატიული ცხოველების ობიექტი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტისა (მდინარეში, ზღვაში ან სხვა ღია ობიექტში ადგილი, სადაც ხდება წყლის დეკორატიული ცხოველების მოშენება); გ) აღწარმოება − ველურ გარემოში აკვაკულტურის ცხოველების გაშვება; დ) ავტორიზაცია − სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომლის ასლიც ხელმისაწვდომია შემდგომი შემოწმებისათვის; ე) კომპარტმენტი − ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემის მქონე ერთი ან რამდენიმე ფერმა, რომელშიც განთავსებულია კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებაში განსხვავებული ჯანმრთელობის სტატუსის მქონე წყლის ცხოველის პოპულაცია. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესით“ განსაზღვრული ტერმინები. თავი II ვექტორული სახეობები მუხლი 3. ვექტორული სახეობის ჩამონათვალი ამ წესის დანართი N1-ით ,,შესაძლო ვექტორული სახეობების ჩამონათვალი და პირობები, სადაც ეს სახეობები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ვექტორები“ წარმოდგენილი ცხრილის მე-2 რიგში განსაზღვრული აკვაკულტურის ცხოველების სახეობები უნდა ჩაითვალოს ვექტორებად მხოლოდ ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, სადაც ეს ცხოველები აკმაყოფილებენ ამ წესის დანართი N1-ით წარმოდგენილი ცხრილის მე-3 და მე-4 რიგებში განსაზღვრულ პირობებს. თავი III აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსება მუხლი 4. წყლის დეკორატიული ცხოველების ობიექტიდან წარმოშობილი ან ამ ობიექტისათვის გამიზნული წყლის დეკორატიული ცხოველები 1. წყლის დეკორატიული ცხოველების გადაადგილება ექვემდებარება სააგენტოსადმი შეტყობინებას იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები: ა) წარმოშობილია წყლის დეკორატიული ცხოველების ობიექტიდან; ბ) გამიზნულია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტისათვის, სადაც მთლიანი ტერიტორია ან ზონა ან კომპარტმენტი: ბ.ა) გამოცხადებულია ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ დანართი N4-ით განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად; ბ.ბ) ან ექვემდებარება ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამას ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-40 მუხლის პირველი და მე-2 ან მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად; გ) წარმოადგენს იმ სახეობებს, რომლებიც ამთვისებელნი არიან ერთი ან მეტი დაავადების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანა, ზონა ან კომპარტმენტი, მიჩნეულია დაავადებისგან თავისუფლად ან რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამა. 2. იმ შემთხვევაში, თუ წყლის დეკორატიული ცხოველები, რომლებიც იმყოფებიან წყლის დეკორატიული ცხოველების დახურულ ობიექტში, გაშვება ხდება წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტში, ფერმაში, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალსა და სამონადირეო თევჭერის ადგილებში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალსა და ველურ გარემოში, ექვემდებარება სააგენტოს ავტორიზაციას. 3. სააგენტომ ავტორიზაცია უნდა გასცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ ცხოველების გაშვება საფრთხეს არ უქმნის წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაშვების ადგილზე და მიღებულია რისკის შემცირების შესაბამისი ღონისძიებები. მუხლი 5. მოშენების, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალის, სამონადირეო თევზჭერის ადგილის, წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისა და აღწარმოებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველები 1. გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალის, სამონადირეო თევზჭერის ადგილის, წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისა და აღწარმოებისთვის განკუთვნილ აკვაკულტურის ცხოველების ტვირთს, თან უნდა ახლდეს დანართი N2-ით „ცხოველის ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის ნიმუში მოშენებისთვის, გადაყვანა (რეტრანსლაციისათვის), სამონადირეო თევზჭერის ადგილისთვის, წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტებისთვის და აღწარმოებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განსათავსებლად“ განსაზღვრული ნიმუშისა და ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები: ა) შემოყვანილია ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც: ა.ა) გამოცხადებულია ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ დანართი N4-ით განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად, ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად; ა.ბ) ექვემდებარება ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამას ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-40 მუხლის პირველი და მე-2 ან მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად; ბ) წარმოადგენენ იმ სახეობას, რომლებიც ამთვისებელნი არიან ერთი ან მეტი დაავადების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ზონა ან კომპარტმენტი, გამოცხადებულია დაავადებისგან თავისუფლად ან რომელზეც ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამა ვრცელდება. 2. საქართველოში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება თუ წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის ჯანმრთელობის სტატუსი ერთი და იგივეა. მუხლი 6. ადამიანის მიერ მოხმარებამდე შემდგომი გადამუშავებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველები და მათი პროდუქტები 1. ადამიანის მიერ მოხმარებამდე, შემდგომი გადამუშავებისათვის განკუთვნილ, აკვაკულტურის ცხოველების და მათი პროდუქტების ტვირთებს, თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N3-ით „ცხოველის ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის ნიმუში ადამიანის მიერ მოხმარებამდე შემდგომი გადამუშავებისთვის, გამანაწილებელი ცენტრებისთვის და პურიფიკაციის (გაწმენდის) ცენტრებისთვის და მსგავსი საწარმოებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველების ან მისი პროდუქტების ბაზარზე განსათავსებლად“ განსაზღვრული ნიმუშისა და ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები: ა) შემოყვანილია ზონაში ან კომპარტმენტში, რომლებიც: ა.ა) მიჩნეულია ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ დანართი N4-ით განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად; ა.ბ) ან ექვემდებარება ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამას ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-40 მუხლის პირველი და მე-2 ან მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად; ბ) წარმოადგენენ იმ სახეობას, რომლებიც ამთვისებელნი არიან ერთი ან მეტი დაავადების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ზონა ან კომპარტმენტი გამოცხადებულია დაავადებისგან თავისუფლად ან რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება: ა) განაწილების წინ დაკლულ და გამოშიგნულ თევზზე; ბ) მოლუსკებზე ან კიბოსნაირებზე, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და დაფასოებულია და ეტიკეტირებულია „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების შესაბამისად და აკმაყოფილებენ ერთ-ერთ პირობას: ბ.ა) არ არიან სიცოცხლისუნარიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ შესწევთ უნარი გააგრძელონ არსებობა, როგორც ცოცხალმა ცხოველებმა, თუ ისინი დაუბრუნდებიან გარემოს, საიდანაც ისინი იქნა მოპოვებული; ბ.ბ) განკუთვნილია შემდგომი გადამუშავებისთვის გადამუშავების ადგილზე დროებითი შენახვის გარეშე; გ) აკვაკულტურის ცხოველებსა და მის პროდუქტებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ მოხმარებისთვის შემდგომი გადამუშავების გარეშე, იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებულია შეფუთვაში საცალო ვაჭრობისათვის და შეესაბამება ასეთ შეფუთვებთან დაკავშირებულ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების მოთხოვნებს. 3. საქართველოში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება თუ წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის სტატუსი ერთი და იგივეა. მუხლი 7. პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრის, გამანაწილებელი ცენტრისა და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსათვის განკუთვნილი ცოცხალი მოლუსკები და კიბოსნაირები (ადამიანის მიერ მომხარებამდე) 1. პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრის, განაწილების ცენტრისა და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსათვის განკუთვნილ ცოცხალ მოლუსკებისა და კიბოსნაირების (ადამიანის მიერ მოხმარებამდე) ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N3-ით განსაზღვრული ნიმუშისა და მე-17 მუხლით შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი, როდესაც ცოცხალ მოლუსკები და კიბოსნაირები: ა) შემოყვანილია ზონასა და კომპარტამენტში, რომლებიც: ა.ა) გამოცხადებულია ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ დანართი N4-ით განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად; ა.ბ) ან ექვემდებარება ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამას ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-40 მუხლის პირველი და მე-2 ან მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად; ბ) წარმოადგენენ იმ სახეობებს, რომლებიც ამთვისებელნი არიან ერთი ან მეტი დაავადების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანა, ზონა ან კომპარტმენტი გამოცხადებულია დავადებისგან თავისუფლად ან რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზედამხედველობის ან აღმოფხვრის პროგრამა. 2. საქართველოში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება თუ წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის სტატუსი ერთი და იგივეა. მუხლი 8. აკვაკულტურის ცხოველები და მათი პროდუქტები, რომლებიც იგზავნება ზონიდან და კომპარტმენტიდან, რომლებზეც ვრცელდება დაავადების კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის აღმოფხვრის პროგრამები 1. აკვაკულტურის ცხოველების ტვირთებს და მათ პროდუქტებს, რომლებიც იგზავნება ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომლებზეც ვრცელდება ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ 28-ე-39-ე მუხლებით განსაზღვრული დაავადების კონტროლის ღონისძიებები, მაგრამ ზონა ან კომპარტმენტი სააგენტოს მიერ გათავისუფლებულია კონტროლის ღონისძიებებისაგან, თან უნდა ახლდეს ნიმუშის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი, რომელიც განსაზღვრულია: ა) ამ წესის დანართი N2-ით და შევსებულია ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ტვირთი შედგება მოშენებისთვის, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალისათვის, სამონადირეო თევზჭერის ადგილისთვის, წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისათვის და აღწარმოებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველებისგან; ბ) ამ წესის დანართი N3-ით და შევსებულია ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ტვირთები შედგება ადამიანის მიერ მომხმარებამდე შემდგომი გადამუშავებისთვის, პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრისთვის, გამანაწილებელი ცენტრისთვის ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველებისგან და მისი პროდუქტებისგან. 2. მოშენებისთვის, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალისთვის, სამონადირეო თევზჭერის ადგილისთვის, წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისთვისა და აღწარმოებისთვის განკუთვნილ აკვაკულტურის ცხოველების ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N2-ით განსაზღვრული ნიმუშისა და ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები: ა) ტოვებენ ზონას ან კომპარტმენტს, სადაც ხორციელდება ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებული აღმოფხვრის პროგრამა; ბ) მიეკუთვნებიან იმ სახეობებს, რომლებიც ამთვისებელნი არიან ერთი ან მეტი დაავადების ან წარმოადგენენ ვექტორულ სახეობებს, რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღმოფხვრის პროგრამა. 3. ადამიანის მიერ მოხმარებამდე შემდგომი გადამუშავებისთვის, პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრისათვის, გამანაწილებელი ცენტრისათვის ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველების და მათი პროდუქტების ტვირთებს, თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N3-ით განსაზღვრული ნიმუშისა და ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები: ა) ტოვებენ ზონას ან კომპარტმენტს, სადაც ხორციელდება ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებული აღმოფხვრის პროგრამა; ბ) მიეკუთვნებიან იმ სახეობებს, რომლებიც ამთვისებელნი არიან ერთი ან მეტი დაავადების მიმართ, რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღმოფხვრის პროგრამა. 4. ამ მუხლის მოთხოვნები არ უნდა გავრცელდეს: ა) განაწილებამდე დაკლულ და გამოშიგნულ თევზზე; ბ) მოლუსკებზე ან კიბოსნაირებზე, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და დაფასოებულია და ეტიკეტირებულია ამ მიზნით „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების შესაბამისად და რომლიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ პირობას: ბ.ა) არ არის სიცოცხლისუნარიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ შესწევთ უნარი გააგრძელონ არსებობა, როგორც ცოცხალმა ცხოველებმა, თუ ისინი დაუბრუნდებიან გარემოს, საიდანც ისინი იქნა მოპოვებული; ბ.ბ) განკუთვნილია შემდგომი გადამუშავებისთვის, გადამუშავების ადგილზე დროებითი შენახვის გარეშე; გ) აკვაკულტურის ცხოველებსა და მის პროდუქტებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ მოხმარებისთვის შემდგომი გადამუშავების გარეშე, იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებულია შეფუთვაში საცალო ვაჭრობისათვის და შეფუთვა შეესაბამება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების მოთხოვნებს. 5. საქართველოში ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის სტატუსი ერთი და იგივეა. მუხლი 9. აკვაკულტურის ცხოველების შემოყვანა ინსპექტირების შემდეგ თუ ამ წესის მე-4-მე-8 მუხლები ითვალისწინებს ინსპექტირების აუცილებლობას ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის გაცემამდე, ერთი ან მეტი დაავადების მიმართ ამთვისებელი სახეობების აკვაკულტურის ცოცხალი ცხოველები, ან ერთი ან მეტი დაავადების მიმართ ამთვისებელი ვექტორული სახეობები, რომლებიც მითითებულია ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიკატში, არ უნდა იყოს შემოყვანილი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში ტვირთზე ამგვარ ინსპექტირებასა და ჩატვირთვის შორის პერიოდში. თავი IV იმპორტის პირობები მუხლი 10. მოშენების, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალის, სამონადირეო თევზჭერის ადგილის და წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველები 1. მოშენების, გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალის, სამონადირეო თევზჭერის ადგილის და წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველების იმპორტი დასაშვებია სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან, მისი ტერიტორიიდან, ზონიდან ან კომპარტმენტიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) აკვაკულტურის ცხოველების ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N4-ით „მოშენებისათვის, გადაყვანისათვის/რეტრანსლაციისათვის, სამონადირეო თევზჭერის ადგილებისა და წყლის დეკორატიული ცხოველების ღია ობიექტებისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის ნიმუში “ განსაზღვრული ნიმუშისა და ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი; ბ) აკვაკულტურის ცხოველების ტვირთი შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია სერტიფიკატსა და კომენტარებში (განმარტებით მითითებებში), როგორც ეს მითითებულია ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში. მუხლი 11. წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტისათვის განკუთვნილი წყლის დეკორატიული ცხოველები 1. ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ დანართი N3 და დანართი N4-ით განსაზღვრული ერთი ან მეტი დაავადების ამთვისებელი წყლის დეკორატიული თევზის სახეობების, რომელიც განკუთვნილია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტისათვის, იმპორტი დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან, ტერიტორიიდან, ზონიდან ან კომპარტმენტიდან. 2. წყლის დეკორატიული თევზების სახეობების, რომლებიც არ არიან ამთვისებელნი ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ დანართი N3 და დანართი N4 -ით განსაზღვრული ნებისმიერი დაავადების მიმართ, დეკორატიული მოლუსკების და დეკორატიული კიბოსნაირების, რომლებიც განკუთვნილია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტისათვის, იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ ქვეყნიდან ან ტერიტორიიდან, რომელებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ მოთხოვნას: ა) არიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) წევრები; ბ) განსაზღვრულია სააგენტოს მიერ და გაფორმებული აქვთ ოფიციალური შეთანხმება OIE-სთან ამ ორგანიზაციის წევრებისთვის თავიანთი ცხოველთა ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად წარდგენის თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წყლის დეკორატიული ცხოველების ტვირთებს: ა) თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N5-ით განსაზღვრული ნიმუშისა მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი; ბ) შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სერტიფიკატსა და ამ წესის მე-17 მუხლში. მუხლი 12. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველები და მათი პროდუქტები 1. ადამიანის მიერ მოხმარებისთის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველებისა და მათი პროდუქტების იმპორტი დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სიაში შეტანილი ქვეყნიდან, ტერიტორიიდან, ზონიდან ან კომპარტმენტიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული: ა) აკვაკულტურის ცხოველებსა და მათ პროდუქტების ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N8-ის და დანართი N9-ის შესაბამისად შევსებული ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი; ბ) აკვაკულტურის ცხოველების და მათ პროდუქტების ტვირთი უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს. 3. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ აკვაკულტურის ცხოველები გამიზნულია გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალისთვის ან ქვეყნის წყლებში ხელახლა შეყვანისთვის, ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-10 მუხლი. 4. სიების შედგენისას ან განახლებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან ერთად, სააგენტოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ქვეყნის კანონმდებლობა: ა.ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებით; ა.ბ) ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების, მათ შორის, წესებს მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის, მათი განაწილების (დისტრიბუციას), ბაზარზე განთავსების შესახებ და წესებს, რომლებიც ეხება ინსპექტირებას; ა.გ) ცხოველის საკვების მომზადებისა და გამოყენების შესახებ, მათ შორის პროცედურებს საკვებდანამატების გამოყენებასთან და სამკურნალო საშუალების შემცველი ცხოველის საკვების მომზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე მზა ცხოველის საკვებსა და ცხოველის საკვების მომზადებისთვის გამოყენებულ ნედლეულთან დაკავშირებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს; ბ) საქართველოსათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებას, დამუშავებას(ჰენდლინგს), შენახვას და განაწილების ჰიგიენურ მდგომარეობას; გ) ქვეყნიდან პროდუქტის მიმართ განხორციელებულ მარკეტინგი და განხორციელებული იმპორტის ნებისმიერი კონტროლის შედეგები; დ) ქვეყანაში განხორციელებული კონტროლის შედეგები, განსაკუთრებით სააგენტოს შეფასების შედეგებს და გაცემულ რეკომენდაციებზე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას; ე) დამტკიცებული ზოონოზების კონტროლის პროგრამის არსებობა, იმპლემენტაციას და კომუნიკაციას; ვ) დამტკიცებული ნარჩენების კონტროლის პროგრამის არსებობა, იმპლემენტაციას და კომუნიკაციას. 5. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შედგენილი ან განახლებული სიების დროული საჯაროობა. მუხლი 13. ელექტრონული სერტიფიკაცია ამ თავით გათვალისწინებული ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატების გაცემისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ელექტრონული სერტიფიკაცია და ქვეყანაში დანერგილი სხვა სისტემები. მუხლი 14. აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირება 1. დაუშვებელია იმპორტისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირება ისეთ პირობებში, რომელიც გამოიწვევს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლას, კერძოდ, დაუშვებელი მათი ტანსპორტირება იმავე წყალში ან მიკრო-კონტეინერში, რომელშიც ჯანმრთელობის უფრო დაბალი სტატუს მქონე წყლის ცხოველები ან ის წყლის ცხოველები იმყოფებოდნენ, რომლებიც არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის. 2. ქვეყანაში ტრანსპორტირებისას, აკვაკულტურის ცხოველები არ უნდა გადმოიტვირთოს მიკრო-კონტეინერიდან და წყალი, სადაც ისინი იმყოფებიან არ შეიძლება შეიცვალოს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სიაში, ქვეყანაში ასეთი ცხოველების იმპორტისთვის ან რომლებსაც აქვს ჯანმრთელობის უფრო დაბალი სტაუსი, ვიდრე დანიშნულების ადგილს. 3. თუ აკვაკულტურის ცხოველების ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ზღვით, ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) შესაბამის სერტიფიკატს უნდა დაერთოს დანართი N7-ით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად შევსებული ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველების ზღვით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი. მუხლი 15. მოთხოვნები აკვაკულტურის ცხოველების და მათ პროდუქტების გაშვებასთან და გადაყვანისათვის განკუთვნილ წყალთან დაკავშირებით 1. ქვეყანაში იმპორტირებული და ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის ცხოველები და მათი პროდუქტები უნდა დაექვემდებაროს ჰენდლინგს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის ბუნებრივი წყლების დაბინძურება. 2. ქვეყანაში იმპორტირებული აკვაკულტურის ცხოველები არ უნდა იქნეს გაშვებული ველური გარემოში ქვეყნის ტერიტორიაზე სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე. 3. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველების გაშვება საფრთხეს არ უქმნის გაშვების ადგილზე წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მან უნდა უზრუნველყოს რისკის შემამცირებელი შესაბამისი ზომების მიღება. 4. იმპორტირებული აკვაკულტურის ცხოველებისა და მათი პროდუქტების გადასაყვანად განკუთვნილი წყალი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას/გაწმენდას სათანადო წესით ქვეყნის ბუნებრივ წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. თავი V ტრანზიტის პირობები და განმარტებები მუხლი 16. ტრანზიტი და შენახვა 1. აკვაკულტურის ცოცხალი ცხოველების, ქვირითის და გამოუშიგნავი თევზის ტვირთი, რომელიც შემოდის ქვეყანაში შეჩერების გარეშე ტრანზიტით ან ტრანზიტით, რომელსაც თან ახლავს შენახვა, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის IV თავით დადგენილ მოთხოვნებს. ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიკატში, რომელიც თან ახლავს ტვირთს, უნდა იქნეს მითითებული ,,საქართველოს გავლით ტრანზიტისათვის“; ტვირთს უნდა ახლდეს ასევე დანიშნულების ქვეყნის მიერ მოთხოვნილი სერტიფიკატიც. 2. თუმცა, თუ ეს ტვირთები განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართი N6-ით განსაზღვრული ნიმუშის და ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად შევსებული ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი. მუხლი 17. კომენტარები (განმარტებითი მითითებები) 1. იმპორტისა და ტრანზიტის ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატების გაცემა წარმოებს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც ეფუძნება ამ წესის დანართი N4 - დანართი N7-ით განსაზღვრულ შესაბამის ნიმუშს, ტვირთის დანიშნულების ადგილისა და ჩამოსვლის შემდეგ ტვირთის გამოყენების გათვალისწინებით, ხოლო ქვეყნის შიგნით დანართი N2-ით და დანართი N3-ით განსაზღვრული ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატების გაცემა წარმოებს სააგენტოს მიერ. 2. „წარმოშობის ადგილის“ გრაფაში მითითებული უნდა იყოს ფერმის ადგილმდებარეობა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი, სადაც აკვაკულტურის ცხოველები, რომელზეც გაიცემა სერტიფიკატი, გამოიზარდა სარეწაო (კომერციულ) ზომამდე. ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველთან დაკავშირებით „წარმოშობის ადგილი“ უნდა იყოს დაჭერის ადგილი. ქვეყნის შიგნით დანართი N2-ით და დანართი N3-ით განსაზღვრული ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატების წარმოშობის და დანიშნულების ქვეყანა საქართველოა. 3. სერტიფიკატის ის ნაწილები, რომლებიც შეიცავს განაცხადს, უნდა იქნეს შევსებული, ხოლო განაცხადი, რომელიც არ არის შესაბამისი შეიძლება ამოიშალოს (ხაზი გადაესვას) და მისი პარაფირება და ბეჭდით დამოწმება მოხდეს სერტიფიკატზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის მიერ, ან მთლიანად იქნეს წაშლილი სერტიფიკატიდან. 4. თითოეული სერტიფიკატის ორიგინალი უდა შედგებოდეს ერთი ფურცლისაგან. ორივე მხარე, ან ის მხარე სადაც მეტი ტექსტია განთავსებული, უნდა იყოს იმ ფორმით, რომ ყველა საჭირო ფურცელი იყოს ერთი მთლიანის განუყოფელი ნაწილი. 5. იმპორტის და ტრანზიტის სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიშვას სხვა ენაზე შედგენილი სერტიფიკატიც, რომელსაც თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ხოლო ქვეყნის შიგნით მოქმედი სერტიფიკატები ივსება ქართულ ენაზე. 6. თუ საქონლის ტვირთის იდენტიფიკაციის მიზეზით, ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიკატს თან ერთვის დამატებითი ფურცლები, ეს ფურცლებიც ასევე განიხილულ უნდა იყოს, როგორც ორიგინალი სერტიფიკატის ნაწილი, რომლის თითოეული ფურცელი იქნება ხელმოწერილი და ბეჭედით დადასტურებული უფლებამოსილი პირის მიერ. 7. თუ ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დამატებით ნუსხას, შედგება ერთზე მეტი გვერდისგან, თითოეული გვერდის ბოლოში დასმული უნდა იყოს – x (გვერდის ნომერი) და y (გვერდების საერთო რაოდენობა) და გვერდის ზედა ნაწილში ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატის კოდის ნომერი, მინიჭებული კომპეტენტური ორგანოს მიერ. 8. ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი შევსებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ არა უადრეს 72 საათით ადრე პარტიის დატვირთვამდე ან არა უადრეს 24 საათის განმავლობაში ისეთ შემთხვევებში, როდესაც აკვაკულტურის ცხოველები უნდა იყვნენ შემოწმებული 24 საათის განმავლობაში დატვირთვის შემდეგ. ამით ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ სერტიფიცირების პრინციპები, ექვივალენტურია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა. 9. ხელმოწერის ფერი უნდა იყოს ნაბეჭდისგან განსხვავებული; იგივე წესი ვრცელდება ბეჭდებზეც, გარდა იმათი, რომლებიც რელიეფურია, ან სველია. 10. იმპორტისას ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი თან უნდა ახლდეს ტვირთს ვიდრე იგი არ მიაღწევს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს საქართველოში. რაც შეეხება ბაზარზე განთავსებულ პარტიებს, ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი უნდა ახლდეს ტვირთს ვიდრე არ მიაღწევს საბოლოო დანიშნულების პუნქტს. 11. ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველებზე გაცემული ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი ძალაშია გაცემის თარიღიდან 10 დღე. ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში, ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს ზღვით ტრანსპორტირების ხანგრძლივობით. ამ მიზნით ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიკატს თან უნდა დაერთოს გემის კაპიტანის მიერ დანართი N7-ით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი. 12. ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. |
დოკუმენტის კომენტარები