ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.22.023.016474
2-12
09/01/2018
ვებგვერდი, 09/01/2018
300160070.22.023.016474
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-12

2018 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-5 პუნქტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის №266 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს 2018 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებისთვის: წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 62,33 მეტრული ტონა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 20 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი