„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016258
46
29/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
190020020.35.127.016258
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. ზესტაფონი

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N1 დადგენილების (ვებგვერდი, 30/01/2017 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016222)  დანართის მე-17  მუხლის მე-2 პუნქტის „2.1“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2.1 მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები - 1495,2 ათ. ლარი  (პროგრამული კოდი 03 02 02)

აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს (ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა და გარე ქსელის ბუნკერებისაგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. ნაგავსაყრელი ტერიტორიის მართვის ორგანიზება, სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბარების მოვლა პატრონობასა და გამწვანების ორგანიზება. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობის ორგანიზება, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. ქალაქ ზესტაფონში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა პატრონობა, და გამწვანების ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 139 საშტატო ერთეული.

მოსალოდნელი შედეგები:

- ქალაქის ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.

- მაწანწალა ცხოველების რაოდენობის შემცირება.

შეფასების ინდიკატორი:

- ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიური მაჩვენებელი.

- ქალაქის გარე განათების მომსახურების მაჩვენებელი      

- მაწანწალა ცხოველებისაგან დაზარალებულ მაცხოვრებელთა 30%-ით შემცირება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე