აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020304
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
594
28/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
240110000.10.003.020304
აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2017 - 23/12/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი
თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს:

ა) აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ბაზარზე განთავსების, იმპორტის და ტრანზიტის დროს;

ბ) აკვაკულტურის ცხოველების დაავადებების შესახებ მინიმალურ პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია სააგენტოს, აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის და ამ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისათვის ცნობიერების ამაღლებასა და მზადყოფნისაკენ;

გ) მინიმალურ კონტროლის ღონისძიებებს, რომლებიც გატარებული უნდა იქნეს წყლის ცხოველებში ზოგიერთ დაავადებებზე ეჭვის არსებობისას ან აფეთქების დროს.

2. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) არაკომერციულ აკვარიუმში გამოზრდილ წყლის დეკორატიულ ცხოველებზე;

ბ) ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველზე, რომელსაც იჭერენ ან აგროვებენ პირდაპირ სასურსათო ჯაჭვში შესატანად;

გ) წყლის ცხოველებზე, რომლებსაც იჭერენ, თევზის ფქვილის, თევზის საკვების, თევზის ქონის და მსგავსი პროდუქტის საწარმოებლად.

2. ამ წესის მე-3-მე-20 მუხლებითა და მე-40-49-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება წყლის დეკორატიულ ცხოველებზე იმ შემთხვევაში, როდესაც მოთავსებული არიან ზოომაღაზიაში, ბაღებსა და სკვერებში არსებულ აუზში, კომერციულ აკვარიუმში ან საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებთან (ბუნებრივ წყლებთან) ან აღჭურვილია ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემით, რომელიც მისაღებ დონემდე ამცირებს გადამდები დაავადებების რისკს ბუნებრივ წყლებში.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების შენარჩუნების (კონსერვაციის) ან არაენდემური სახეობების შემოყვანის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

4. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

უხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკვაკულტურა - წყლის ორგანიზმების გამოზრდა ან კულტივირება, იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზმების წარმოების გაზრდას გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა და სადაც ორგანიზმები ერთი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის მანძილზე, გამოზრდიდან პროდუქციის (მოსავლის აღების ) ჩათვლით;

ბ) აკვაკულტურის ცხოველი - ნებისმიერი წყლის ცხოველი მისი სიცოცხლის ყველა ეტაპზე, მათ შორის კვერცხი და სპერმა/გამეტა, გამოზრდილი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, მათ შორის ველურ გარემოში მობინადრე ნებისმიერი წყლის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის;

გ) აკვაკულტურის წარმოება - ნებისმიერი საჯარო თუ კერძო საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით ან მის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია აკვაკულტურის ცხოველების გამოზრდასთან, შენახვასთან ან კულტივირებასთან;

დ) აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია, რომ მისი კონტოლის ქვეშ მყოფი აკვაკულტურის წარმოება აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) წყლის ცხოველი

ე.ა) თევზი, რომელიც მიეკუთვნება Agnatha-ს ზეკლასს და Chondrichthyes and  Osteichthyes-ს კლასს;

ე.ბ) მოლუსკი, რომელიც მიეკუთვნება Mollusca- ს ტიპს;

ე.გ) კიბოსნაირები, რომელიც მიეკუთვნება Crustacea-ს ქვეტიპს;

ვ) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმო - ,,ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილების შესაბამისად აღიარებული ნებისმიერი ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აკვაკულტურის ცხოველების სურსათად გადამუშავებასთან და ავტორიზებულია ამ წესის მე-3-მე-4 მუხლების შესაბამისად;

ზ) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნესოპერატორი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია, რომ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმო აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

თ) ფერმა - აკვაკულტურის წარმოების მმართველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი შენობა, შემოღობილი ტერიტორია ან ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველები გამოზრდილია ბაზარზე განთავსების მიზნით, გარდა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველისა, რომელიც შეაგროვეს ან დაიჭირეს ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით და ინახება დროებით მათ დაკვლამდე, გამოკვების გარეშე;

ი) მოშენება (farming) - წყლის ცხოველის გამოზრდა ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში;

კ) მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - წარმოების ან გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალი, სადაც აკვაკულტურის მთლიანი წარმოება ფუნქციონირებს ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემით;

ლ) წყლის დეკორატიული ცხოველი - წყლის ცხოველი, რომელიც გამოიზრდება, ინახება ან ბაზარზე განთავსდება მხოლოდ დეკორატიული მიზნებისათვის;

მ) ბაზარზე განთავსება - გაყიდვა, მათ შორის, გაყიდვის შეთავაზება ან გადაცემის ნებისმიერი სხვა ფორმა, სასყიდლით თუ უსასყიდლოდ, და აკვაკულტურის ცხოველის ნებისმიერი გადაადგილების ფორმა;

ნ) წარმოების არეალი - ნებისმიერი ადგილი მტკნარ წყალში, ზღვაში, ესტუარინი (მდინარის შესართავი), კონტინენტური ან ლაგუნა არეალი, რომელიც ბუნებრივი გარემოა ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის ან ადგილი, რომელიც გამოიყენება მათი კულტივირებისათვის;

ო) სამონადირეო თევზჭერის ადგილი - ტბორი ან სხვა ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველების მარაგის შევსებით პოპულაცია ნარჩუნდება მხოლოდ მოყვარულთა თევზჭერისთვის;

პ) გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალი - ნებისმიერი ადგილი მტკნარ წყალში, ზღვაში, ესტუარინში ან ლაგუნაში, სადაც საზღვრები ნათლად არის მონიშნული ტივტივით, პოსტებით ან ნებისმიერი სხვა დაფიქსირებული საშუალებებით და გამოიყენება მხოლოდ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივი პურიფიკაციისათვის (გაწმენდისათვის);

ჟ) ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველი - წყლის ცხოველი, რომელიც არ არის აკვაკულტურის ცხოველი;

რ) კომპარტმენტი - ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემის მქონე ერთი ან რამოდენიმე ფერმა, რომელშიც განთავსებულია კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებაში განსხვავებული ჯანმრთელობის სტატუსის მქონე წყლის ცხოველის პოპულაცია;

ს) ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემა - სისტემა, სადაც ხორციელდება ერთი და იგივე წყლის ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, დაავადებათა პრევენციისა და დაავადებათა კონტროლის ზომები;

ტ) შემაკავებელი არეალი (არე) - არეალი დაინფიცირებული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ, სადაც მიღებულია დაავადების კონტროლის ზომები, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით;

უ) დაავადება - წყლის ცხოველში ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით გამოწვეული ინფექცია კლინიკური ან კლინიკური ნიშნების გარეშე;

ფ) დაავადებისგან თავისუფალი ზონა ან კომპარტმენტი - ზონა ან კომპარტმენტი, რომელიც მიჩნეულია დაავადებისაგან თავისუფლ ზონად ან კომპარტმენტად ამ წესის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად;

ქ) ახლად წარმოქმნილი დაავადება - ახლად აღმოჩენილი (იდენტიფიცირებული) საშიში დაავადება, რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს ან ჯერჯერობით არ იყოს დადგენილი და რომელსაც აქვს პოტენციალი გავრცელდეს პოპულაციაში და პოპულაციებს შორის წყლის ცხოველის ან მათი პროდუქტების ვაჭრობით. ეს ასევე ნიშნავს ახალ მასპინძელ სახეობებში აღმოჩენილ დაავადებებს, რომლებიც აღმოჩენილია და ჯერ არ არის შეტანილი დანართი №3-ით - ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4 -ში ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ , როგორც ამთვისებელი სახეობები;

ღ) ეპიდემიოლოგიური ერთეული - წყლის ცხოველების ჯგუფი, რომელებიც განსაზღვრული ლოკაციის ფარგლებში იზიარებენ დაავადების აგენტის ზეგავლენის დაახლოებით ერთი და იგივე რისკს; ეს რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს წყლის საზიარო გარემოთი ან მართვის (მენეჯმენტის) პრაქტიკით, რომელიც აჩვენებს, რომ დაავადების აგენტი ცხოველების ერთ ჯგუფიდან შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ცხოველების სხვა ჯგუფში;

ყ) დაცლა - დაავადების მართვისთვის განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ფერმა იცლება საეჭვო დაავადებაზე ამთვისებელი აკვაკულტურის ცხოველებისგან ან გადამტანისაგან (რომელთაც შეუძლიათ გაავრცელონ დაავადების აგენტი) ან, სადაც ეს შესაძლებელია, წყლისაგან;

შ) შემდგომი გადამუშავება - აკვაკულტურის ცხოველის ადამიანის მიერ მოხმარებამდე გადამუშავება ნებისმიერი ზომით და ტექნიკით, რომელიც ზეგავლენას ახდენს მის ანატომიურ მთლიანობაზე, როგორიცაა სისხლისგან დაცლა, გამოშიგვნა, თავის მოცილება/მოჭრა, დაჭრა და ფილეტირება, რომელიც წარმოშობს ნარჩენებს ან ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტს (შემდგომში - ცწადპ) და შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების რისკი;

ჩ) გაზრდილი სიკვდილიანობა - უეცარი სიკვდილიანობა იმ ზღვარს ზემოთ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში მიიჩნევა ნორმად ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის (რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს გაზრდილ სიკვდილიანობად წყდება ფერმერისა და სააგენტოს შეთანხმებით);

ც) ინფექცია - დაავადების აგენტის გამრავლება ან სხვაგვარად განვითარება ან ლატენტური მდგომარეობა მასპინძელში/ზე;

ძ) დაინფიცირებული ზონა ან კომპარტმენტი - ზონა ან კომპარტმენტი, სადაც აღმოჩენილი იქნა დაავადება;

წ) კარანტინი - წყლის ცხოველების ჯგუფის იზოლირება სხვა წყლის ცხოველებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის გარეშე, იმისთვის, რომ მოხდეს მათზე დაკვირვება გარკვეული დროის მანძილზე და სადაც მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება და მკურნალობა, მათ შორის ჩამდინარე წყლების შესაბამისი გაწმენდა/დამუშავება;

ჭ) ამთვისებელი სახეობა - ნებისმიერი სახეობა, რომელშიც დაავადების გამომწვევი აგენტით გამოვლინდა ინფექცია ბუნებრივად ან ექსპერიმენტალურად, რომელიც განხორციელდა დასნებოვნების ბუნებრივი გზებით;

ხ) ვექტორი - დაავადების არამთვისებელი სახეობები, რომელთაც შეუძლიათ გაავრცელონ ინფექცია პათოგენების გადატანით ერთი მასპინძლიდან მეორეში;

ჯ) ზონა - კონკრეტული გეოგრაფიული არეალი (ტერიტორია) ერთგვაროვანი ჰიდროლოგიური სისტემით, რომელიც მოიცავს წყალშემკრები არეალის ნაწილს, სათავიდან ბუნებრივ ან ხელოვნურ ბარიერამდე, და ხელს უშლის (ზღუდავს) წყლის ცხოველების წყალშემკრების დაბალი განფენილობიდან მაღალი განფენილობისაკენ მიგრაციას მთლიან წყალშემკრებ არეალში სათავიდან ესტუარამდე, ან ერთზე მეტ წყალშემკრებ არეალში, მათ შორის მათ ესტუარებში, წყალშემკრებ არეალთან ესტუარებით ეპიდემიოლოგიური კავშირის გამო;

 ჰ) მაღალი რისკის ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი:

ჰ.ა) რომელსაც აქვს სხვა ფერმაზე ან ველურ გარემოში არსებულ მარაგებზე დაავადებების გავრცელების ან მათგან დაავადების მიღების მაღალი რისკი;

ჰ.ბ) რომელიც ფუნქციონირებს ისეთ მოსაშენებელი პირობებში, რომლსაც შეუძლია გაზარდოს დაავადების აფეთქების რისკი (მაღალი ბიომასა, წყლის დაბალი ხარისხი), წარმოდგენილი სახეობების გათვალისწინებით;

ჰ.გ) რომელიც ყიდის აკვაკულტურის ცოცხალ ცხოველებს შემდგომი გამოზრდისათვის ან აღწარმოებისათვის.

1) საშუალო რისკის ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი:

ჰ.1ა) რომელსაც აქვს სხვა ფერმაზე ან ველურ გარემოში არსებულ დაავადებების გავრცელების ან მათგან დაავადების მიღების საშუალო რისკი;

ჰ.1ბ) რომელიც ფუნქციონირებს ისეთ მოსაშენებელი პირობებში, რომელიც ცალსახად არ ზრდის დაავადების აფეთქების რისკს (მაღალი ბიომასა, წყლის დაბალი ხარისხი), წარმოდგენილი სახეობების გათვალისწინებით;

ჰ.1გ) რომელიც ყიდის აკვაკულტურის ცოცხალ ცხოველებს ძირითადად ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

2) დაბალი რისკის ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი:

2.ა) რომელსაც აქვს სხვა ფერმაზე ან ველურ გარემოში არსებულ დაავადებების გავრცელების ან მათგან დაავადების მიღების დაბალი რისკი;

2.ბ) რომელიც ფუნქციონირებს ისეთ მოსაშენებელი პირობებში, რომელიც არ ზრდის დაავადების აფეთქების რისკს (მაღალი ბიომასა, წყლის დაბალი ხარისხი), წარმოდგენილი სახეობების გათვალისწინებით;

2.გ) ყიდის აკვაკულტურის ცოცხალ ცხოველებს, მხოლოდ ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 და „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგებილებებით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

 

თავი II

აკვაკულტურის წარმოება და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმო

მუხლი 3. აკვაკულტურის წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოს ავტორიზაცია

1. აკვაკულტურის წარმოება უნდა იქნეს ავტორიზებული სააგენტოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. საჭიროებისას, ავტორიზაცია შეიძლება მოიცავდეს აკვაკულტურის წარმოებას მოლუსკებისათვის - მოლუსკების მოსაშენებელ არეალში.

3. გამანაწილებელი ცენტრი, პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრი და მსგავსი წარმოება, რომლებიც მდებარეობს მოლუსკების მოსაშენებელი არეალის შიგნით, ექვემდებარება ინდივიდუალურ ავტორიზაციას.

4. ნებისმიერი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ახორციელებს აკვაკულტურის ცხოველის დაკვლას დაავადების კონტროლის მიზნებისათვის ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ ავტორიზებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულ აკვაკულტურის წარმოებას და გადამამუშავებელ საწარმოს ჰქონდეს ავტორიზაციის ინდივიდუალური ნომერი.

6. ამ პუნქტით განსაზღვრული შემდეგი შემთხვევებისათვის არ მოითხოვება ავტორიზაცია და ექვემდებარება მხოლოდ რეგისტრაციას:

ა) ინსტალაცია (გარდა აკვაკულტურის წარმოებისა), სადაც წყლის ცხოველი ინახება ბაზარზე განთავსების მიზნის გარეშე;

ბ) სამონადირეო თევზჭერის ადგილი;

გ) აკვაკულტურის წარმოება, რომელსაც ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს აკვაკულტურის ცხოველის ბაზარზე განთავსებას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

7. სახელმწიფო კონტროლის დროს, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა იმოქმედოს ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის № 533 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 4. ავტორიზაციის პირობები

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ავტორიზაცია გაიცემა სააგენტოს მიერ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნესოპერატორი:

ა) ასრულებს ამ წესის მე-7-მე-9 მუხლებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს;

ბ) აქვს სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორს მოახდინოს დემონსტრირება სააგენტოსათვის, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები შესრულებულია;

გ) იმყოფება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

2. ავტორიზაცია არ უნდა გაიცეს, თუ შესაბამისმა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების მიუღებელი რისკი ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალში ან ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველის მარაგებში, მის სიახლოვეს მყოფ ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში.

3. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს რისკების შემცირების ღონისძიებებს, მათ შორის შესაბამისი საქმიანობის გასახორციელებელ შესაძლო ალტერნატიულ ადგილებს.

4. აკვაკულტურის მწარმოებელმა ბიზნესოპერატორმა ან ავტორიზებულმა გადამამუშავებელმა საწარმომ უნდა წარადგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია იმისათვის, რომ საშუალება მიეცეს სააგენტოს შეაფასოს ავტორიზაციის პირობების, მათ შორის ამ წესის IX თავით გათვალისწინებული ინფორმაციის, შესრულება.

მუხლი 5. რეესტრი

სააგენტომ უნდა შექმნას, განაახლოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს აკვაკულტურის წარმოების და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს რეესტრი, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე ამ წესის IX თავით განსაზღვრულ ინფორმაციას.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. აკვაკულტურის წარმოების და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სულ მცირე რეგულარულ ინსპექტირებას, ზედამხედველობას, და თუ საჭიროა, ნიმუშების აღებას ყველა აკვაკულტურის წარმოებაში, იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც აკვაკულტურის მწარმოებელმა და ავტორიზებულმა გადამამუშავებელმა საწარმომ შეიძლება შექმნან დაავადებების შემცირებისთვის და გავრცელებისთვის.

3. რეკომენდაციები, სახელმწიფო კონტროლის პერიოდულობის შესახებ, რომელიც დამოკიდებულია დაკავშირებულ ზონაში ან კომპარტმენტში არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მოცემულია დანართი №2-ში -,,ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომენდირებული ზედამხედველობა და ინსპექტირება“.

მუხლი 7. მიკვლევადობა

1. აკვაკულტურის წარმოებისას უნდა მოხდეს ჩანაწერების წარმოება:

ა) აკვაკულტურის ცხოველების და პროდუქტების ყველა გადაადგილების შესახებ ფერმაში და ფერმიდან ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში და არეალიდან;

ბ) სიკვდილიანობის შესახებ ყველა ეპიდემიოლოგიურ ერთეულში წარმოების ტიპთან შესაბამისობით;

გ) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რისკზე დაფუძნებული ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის შედეგების შესახებ.

2. ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში უნდა აწარმოონ ჩანაწერები, მსგავს საწარმოში და საწარმოდან აკვაკულტურის ცხოველებისა და პროდუქტების ნებისმიერ გადაადგილებაზე.

3. გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს ჩანაწერების წარმოება აკვაკულტურის ცხოველების:

ა) ტრანსპორტირების დროს სიკვდილიანობაზე, ტრანსპორტირების სახეობისა და გადასაყვანი სახეობის თავისებურების გათვალიწინებით;

ბ) ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალში და გადამამუშავებელ საწარმოში ტრანსპორტით ვიზიტზე;

გ) ტრანსპორტირების დროს წყლის გამოცვლის შესახებ, განსაკუთრებით ახალი წყლის წარმოშობისა და გამოცვლილი წყლის გაშვების ადგილზე.

4. მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით, აკვაკულტურის ცხოველის ყველა გადაადგილება, რომელზეც იწარმოება ჩანაწერები აკვაკულტურის მწარმოებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოებული უნდა იქნეს ისე, რომ წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის მიკვლევა გარანტირებული იყოს.

5. სააგენტომ შეიძლება აწარმოოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაადგილების შესახებ რეესტრი ელექტრონული ფორმით.

მუხლი 8. კარგი ჰიგიენის პრაქტიკა

დაავადებების წარმოშობა-გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აკვაკულტურის წარმოებას და ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოს დანერგილი უნდა ჰქონდეთ საქმიანობასთან შესაბამისი კარგი ჰიგიენის პრაქტიკა.

მუხლი 9. ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის სქემა

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს რისკზე დაფუძნებული აკვაკულტურის ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის სქემის გამოყენება ყველა ფერმაში და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში წარმოების ტიპის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, რისკზე დაფუძნებული, აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის ზედამხედველობის სქემა მიზნად უნდა ისახავდეს გამოავლინოს:

ა) ნებისმიერი გაზრდილი სიკვდილიანობა ყველა ფერმაში და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში;

ბ) დანართ №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართ №4-ში „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული დაავადებები ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, სადაც ამ დაავადების ამთვისებელი სახეობებია წარმოდგენილი.

3. რეკომენდაციები ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის სქემების სიხშირის შესახებ, რომელიც დამოკიდებულია შესაბამისი ზონის ან კომპარტმენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, განსაზღვრულია დანართი №2-ით -,,ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომენდირებული ზედამხედველობა და ინსპექტირება“. ეს ზედამხედველობა გამოიყენება ასევე ნიმუშების აღებისა და ზედამხედველობის დროს, რომელიც ტარდება ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით და 48-ე მუხლის შესაბამისად.

 

თავი III

აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

მუხლი 10. მიზანი

1. ეს თავი ვრცელდება მხოლოდ დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული დაავადებების ამთვისებელ სახეობებზე.

2. სააგენტოს კონტროლის პირობებში, სამეცნიერო მიზნებისათვის, შესაძლოა ბაზარზე განთავსდეს აკვაკულტურის ცხოველი და მისი პროდუქტები, რომლებიც შესაბამისობაში არ არიან ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბაზარზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკვაკულტურის ცხოველების განთავსება საფრთხეს არ შეუქმნის აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას დანიშნულების ან ტრანზიტის ადგილზე ამ წესის დანართი №3–ით -,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით.

მუხლი 11. ძირითადი მოთხოვნები აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსებისათვის

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ აკვაკულტურის ცხოველების და მათი პროდუქტების ბაზარზე განთავსებამ საფრთხე არ შეუქმნას დანიშნულების ადგილზე აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით.

2. აკვაკულტურის ცხოველების გადაადგილების დეტალური წესები განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ზონებსა და კომპარტმენტებს შორის განსაზღვრულია დანართი №1-ით „აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“.

მუხლი 12. დაავადების პრევენციის მოთხოვნები ტრანსპორტთან დაკავშირებით

1. აკვაკულტურის ცხოველის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

ა) ჯანმრთელობის სტაბილურობისა და დაავადებების პრევენციისათვის აუცილებელი ზომების დაცვით, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად;

ბ) ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეცვლის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას და საფრთხეს არ შეუქმნის აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას დანიშნულების და ტრანზიტის ადგილებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე ეხება დაავადებებს და მათ ამთვისებელ სახეობებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“.

3. ტრანსპორტირების დროს, წყლის ნებისმიერი გამოცვლა უნდა განხორციელდეს ისეთ ადგილზე და პირობებში, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის ჯანმრთელობის მდგომარეობას:

ა) ტრანსპორტირებული აკვაკულტურის ცხოველისას;

ბ) წყლის ნებისმიერ ცხოველს წყლის გამოცვლის ადგილზე;

გ) წყლის ცხოველს დანიშნულების ადგილზე.

მუხლი 13. ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი

1. აკვაკულტურის ცხოველი ბაზარზე განთავსებისათვის ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიცირებას, როდესაც ხდება ცხოველების შეყვანა ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია დაავადებისგან თავისუფალ ზონად ამ წესის 46-ე მუხლის შესაბამისად ან ექვემდებარება ზედამხედველობას ან მოქმედებს აღმოფხვრის პროგრამა ამ წესის  მე-40 მუხლის პირველი-მე-2 ან მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად:

ა) მოშენებისთვის ან აღწარმოებისთვის;

ბ) ან შემდგომი გადამუშავებისთვის ადამიანის მიერ მოხმარებამდე, მანამ სანამ:

ბ.ა) თევზის შემთხვევაში, მათი დაკვლა და გამოშიგვნა მოხდა გაგზავნის წინ;

ბ.ბ) მოლუსკებისა და კიბოსნაირების შემთხვევაში, ისინი გაგზავნილი იქნა, როგორც გადაუმუშავებელი ან გადამუშავებული პროდუქტები.

2. აკვაკულტურის ცხოველი, ბაზარზე განთავსებისას, ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიცირებას, როდესაც ნებადართულია ცხოველების გაყვანა ამ წესის 28-ე-37-ე მუხლების შესაბამისად კონტროლს დაქვემდებარებული არეალიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე ეხება იმ დაავადებებს და მათ ამთვისებელ სახეობებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის დანართი №3–ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4–ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“.

4. სააგენტომ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კომპიუტერული (ელექტრონული) სისტემის გამოყენებაზე, მიკვლევადობისათვის, აკვაკულტურის ცხოველების ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას.

მუხლი 14. აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსება მოშენებისა და აღწარმოებისათვის

1. ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, აკვაკულტურის ცხოველი, რომელიც განთავსდება ბაზარზე მოშენებისათვის:

ა) უნდა იყოს კლინიკურად ჯანმრთელი;

ბ) არ უნდა იყოს წარმოშობილი ფერმიდან ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალიდან, სადაც არის რაიმე სახის დაუდგენელი გაზრდილი სიკვდილიანობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე გამოიყენება იმ დაავადებებთან და მათ ამთვისებელ სახეობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის განსაზღვრული დანართი №3–ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4–ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ შეიძლება დაუშვას მათი ბაზარზე განთავსება, რისკის შეფასების საფუძველზე, იმ პირობით, რომ ცხოველები წარმოშობით არიან ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის იმ ნაწილიდან, რომელიც დამოუკიდებლად (განცალკევებით) მდებარეობს იმ ეპიდემიოლოგიური ერთეულისგან, სადაც გაზრდილი სიკვდილიანობაა.

4. აკვაკულტურის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია გასანადგურებლად ან დასაკლავად ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით გათვალისწინებული დაავადების კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, არ უნდა განთავსდეს ბაზარზე მოშენებისა და აღწარმოებისათვის.

5. აკვაკულტურის ცხოველი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშვებული იქნეს ველურ გარემოში აღწარმოებისათვის ან სამონადირეო თევზჭერის ადგილებში, თუ ის:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს;

ბ) წარმოშობილია ფერმიდან ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალიდან რომლის ჯანმრთელობის სტატუსი შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ით „აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ დადგენილ მოთხოვნებს და სულ მცირე არის ექვივალენტური იმ წყლების ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სადაც უნდა მოხდეს მათი გაშვება.

6. სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის აკვაკულტურის ცხოველი წარმოშობილი უნდა იყოს ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მიჩნეული დაავადებებისგან თავისუფალი ზონიდან ან კომპარტმენტიდან. სააგენტოს ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ პუნქტის გამოყენება ამ წესის 39-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებულ და გამოყენებულ პროგრამებში.

მუხლი 15. აკვაკულტურის ცხოველის სპეციფიკური დაავადებების ამთვისებელი სახეობების შეყვანა ამ დაავადებისგან თავისუფალ არეალში

1. იმისათვის, რომ აკვაკულტურის ცხოველის დაავადებების ამთვისებელი სახეობები შეყვანილი იქნეს მოსაშენებელად ან აღწარმოებისათვის ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია სპეციფიკური დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა იყვნენ წარმოშობილი სხვა ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც ასევე მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად.

2. როდესაც მეცნიერულად შეიძლება დადასტურდეს, რომ სიცოცხლის კონკრეტულ ეტაპზე სპეციფიკური დაავადების ამთვისებელი სახეობები არ გაავრცელებენ ამ დაავადებას, ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გავრცელდება სიცოცხლის ამ ეტაპზე.

3. ვექტორი სახეობების ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტი, დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მასში შევიდეს ცვლილებები სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით.

მუხლი 16. ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველების ვექტორული სახეობების შეყვანა დაავადებისგან თავისუფალ არეალში

1. როდესაც სამეცნიერო მონაცემები ან პრაქტიკული გამოცდილება ასაბუთებს, რომ სახეობებმა, გარდა ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული სახეობებისა, შეიძლება გადასცენ კონკრეტული დაავადება, როდესაც ისინი მოქმედებენ, როგორც ვექტორული სახეობები, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სადაც ისინი წარმოდგენილია მოსაშენებელად ან აღწარმოებისათვის ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ კონკრეტული დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასეთი ვექტორული სახეობები უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულთაგან ერთ-ერთს:

ა) იყოს წარმოშობით სხვა ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც მიჩნეულია ამ კონკრეტული დაავადებისგან თავისუფლად;

ბ) განთავსდნენ საკარანტინო ობიექტში, წყალში, რომელიც თავისუფალია ამ პათოგენისგან, დროის შესაბამისი პერიოდით, სამეცნიერო მონაცემების და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, იმ პირობით რომ ის ადასტურებს, რომ ეს მოქმედება საკმარისია კონკრეტული დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად იმ დონემდე, რაც საკმარისი იქნება ამ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვექტორული სახეობების შესახებ ჩამონათვალი და პირობები, რომლის დროსაც ამ სახეობებს შეუძლიათ დაავადების გადატანა, დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანება სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით.

მუხლი 17. აკვაკულტურის ცხოველი და მისი პროდუქტები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე, ადამიანის მიერ მოხმარებამდე, შემდგომი გადამუშავებისთვის

1. აკვაკულტურის ცხოველის არაეგზოტიკური დაავადებების ამთვისებელი სახეობები, რომელებიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და მისი პროდუქტები, შეიძლება განთავსდეს ბაზარზე შემდგომი გადამუშავების მიზნით ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას:

ა) წარმოშობილია ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად;

ბ) გადამუშავება მოხდა ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში ისეთ პირობებში, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული დაავადების გავრცელება;

გ) თევზი დაიკლა და გამოიშიგნა განაწილებამდე ან კიბოსნაირები და მოლუსკები განაწილდა, როგორც გადაუმუშავებელი ან გადამუშავებული პროდუქტები.

2. ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველის არაეგზოტიკური დაავადებების ამთვისებელი სახეობები, რომელებიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4 -ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“, და განთავსებულია ბაზარზე შემდგომი გადამუშავების მიზნით ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ დროებით იქნეს შენახული გადამუშავების ადგილზე, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ განსაზღვრულიდან ერთ-ერთს:

ა) წარმოშობილია სხვა ზონიდან ან კომპარტმენტიდან, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად;

ბ) დროებით ინახება ისეთ გამანაწილებელ ცენტრში, პურიფიკაციის (გამწმენდ) ცენტრში ან მსგავს საწარმოში, რომლებიც აღჭურვილია ჩამდინარე წყლების შესაბამისი გაწმენდის/დამუშავების სისტემით, რომელიც ახდენს ამ პათოგენების ინაქტივაციას ან ექვემდებარება სხვა ტიპის გაწმენდა/დამუშავებას, რომელიც ამცირებს ბუნებრივ წყლებში გადამდები დაავადებების რისკს მისაღებ დონემდე.

მუხლი 18. აკვაკულტურის ცხოველი და მისი პროდუქტები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე შემდგომი გადამუშავების გარეშე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის

1. ამ წესის მე-17 და ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ გამოიყენება ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ აკვაკულტურის ცხოველის ერთი ან მეტი დაავადების ამთვისებელ სახეობებზე, ან მათ პროდუქტებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე შემდგომი გადამუშავების გარეშე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებულია საცალო გაყიდვის პაკეტებში, რომლებიც შეესაბამება შეფუთვისა და მარკირების შესახებ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 2. თუ ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი დაავადებების ამთვისებელი მოლუსკების და კიბოსნაირების სახეობები არიან დროებით განთავსებულები ქვეყნის წყლებში ან გამანაწილებელ ცენტრში, პურიფიკაციის (გამწმენდ) ცენტრში ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 19. ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების გაშვება დაავადებისგან თავისუფლად მიჩნეულ ზონაში ან კომპარტმენტში

1. ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველის ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი დაავადების ამთვისებელი სახეობები, რომლებიც დაჭერილ იქნა ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც არ არის მიჩნეული დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განთავსდნენ შესაბამის საკარანტინო ობიექტში სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, იმ დროის მანძილზე, რომელიც საკმარისი იქნება გადამდები დაავადების გავრცელების რისკის მისაღებ დონემდე შესამცირებლად, ვიდრე მოხდება მათი გაშვება ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, რომლებიც განთავსებულია ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად ამ წესის 46-ე მუხლის შესაბამისად.

2. სააგენტომ შეიძლება დაუშვას ლაგუნის აკვაკულტურის არაინტენსიური ტრადიციული პრაქტიკა (traditional extensive lagoon aquaculture practice) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კარანტინის გარეშე, იმ პირობით, რომ რისკის შეფასება განხხორციელდა და ეს რისკი არ ითვლება უფრო მაღალ რისკად ვიდრე ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით არის მოსალოდნელი.

მუხლი 20. წყლის დეკორატიული ცხოველის ბაზარზე განთავსება

1. წყლის დეკორატიული ცხოველების ბაზარზე განთავსებამ არ უნდა გააუარესოს წყლის ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით.

2. ეს მუხლი ასევე ვრცელდება იმ დავადებებზე, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“.

 

თავი IV

აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების იმპორტი

მუხლი 21. ძირითადი მოთხოვნები სხვა ქვეყნიდან აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების შემოტანაზე

აკვაკულტურის ცხოველი და მისი პროდუქტები შემოტანილი უნდა იქნეს ქვეყანაში იმ ქვეყნიდან ან მათი ნაწილებიდან, რომლებიც სააგენტოს მიერ შეტანილნი იქნებიან შესაბამის სიაში.

მუხლი 22. იმ ქვეყნის და ქვეყნის ნაწილების სია, საიდანაც ქვეყანაში აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების შეტანა ნებადართულია

1. ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი შეიტანება ამ წესის 21-ე მუხლით განსაზღვრულ სიაში, თუ სააგენტოს შეფასებამ ამ ქვეყნის ან ქვეყნის ნაწილის შესახებ აჩვენა, რომ კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს სათანადო გარანტიებს ამ წესით დადგენილ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

2. სააგენტომ უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული ქვეყნის ან ქვეყნის ნაწილის ინსპექტირება შეფასების დასრულებისთვის (სრულყოფისთვის) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის № 426 დადგენილების შესაბამისად.

3. ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სიის შედგენის ან განახლების დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) ქვეყნის კანონმდებლობას;

ბ) ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სტრუქტურას (მოწყობას) და მისი ინსპექტირების სერვისს, ამ სამსახურების უფლებამოსილებას, რომლის კონტროლსაც ისინი ექვემდებარებიან და ვის განკარგულებაშიც არიან, მათ შორის თანამშრომელთა შესაძლებლობა მათი კანონმდებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის;

გ) ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველების წარმოებასთან, დამზადებასთან, ჰენდლინგთან, შენახვასთან და განაწილებასთან დაკავშირებულ მოქმედ ჯანმრთელობის მოთხოვნებს წყლის ცხოველებისთვის;

დ) გარანტიებს, რომელსაც ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გასცემს შესაბამისობასთან ან ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით, შესაბამისი წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;

ე) ქვეყნიდან ცოცხალი აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსების ნებისმიერ გამოცდილებას და იმპორტისათვის ჩატარებულ კონტროლის შედეგებს;

ვ) სააგენტოს მიერ ჩატარებულ შეფასების შედეგებს;

ზ) ქვეყანაში ფერმის ან ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით ეგზოტიკური ცხოველების დაავადებებს და წყლის ცხოველების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ ასპექტებს ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას წყლის ცხოველების ჯანმრთელობას საქართველოში;

თ) რეგულარულობას, სიჩქარესა და სიზუსტეს, რომლითაც ქვეყანა აწვდის ინფორმაციას ინფექციური ან წყლის ცხოველების გადამდები დაავადებების შესახებ მისი ტერიტორიის შიგნით, კერძოდ იმ დაავადებების შეტყობინების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (OIE);

ი) წყლის ცხოველების დაავადებების პრევენციასა და კონტროლის წესებს, რომლებიც მოქმედებს ქვეყანაში და მათი იმპლემენტაცია (განხორციელება), მათ შორის სხვა ქვეყნებიდან იმპორტის წესებს.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სია შედგენილი, განახლებული და ხელმისაწვდომი იქნეს საზოგადოებისათვის. სიები შეიძლება გაერთიანდეს (ერთობლივად გამოიყენონ) სხვა სიებთან, რომლებიც შედგენილია ცხოველთა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

მუხლი 23. ჯანმრთელობის (ვეტერინარული) მოთხოვნები

1. ქვეყანაში შემოსვლამდე აკვაკულტურის ცხოველების და მათი პროდუქტების ყველა ტვირთს თან უნდა ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი  ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი.

2. ცხოველის ჯანმრთელობის (ვეტერინარული) სერტიფიკატი უნდა ადასტურებდეს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს:

ა) ამ წესით შესაბამისი საქონლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) იმპორტთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს.

 

თავი V

წყლის ცხოველების დაავადებების შესახებ შეტყობინება და კონტროლის მინიმალური ზომები

მუხლი 24. შეტყობინება

1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული წყლის ცხოველების დაავადებაზე საფუძვლიანი ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. წყლის ცხოველების გაზრდილი სიკვდილიანობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს შემდგომი მოკვლევისათვის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:

ა) მფლობელს ან ნებისმიერ პირს, რომელიც პასუხისმგებელია წყლის ცხოველებზე;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირებისას;

გ) კერძო ვეტერინარს და სხვა პროფილის სპეციალისტებს, რომლებიც ჩართულნი არიან წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სახელმწიფო ან კერძო ლაბორატორიებს;

ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიონალური შეხება აქვს წყლის ცხოველების ამთვისებელ სახეობებთან ან ასეთი ცხოველების პროდუქტებთან.

4. სააგენტომ 24 საათის განმავლობაში დადგენილი წესით უნდა შეატყობინოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) შემდეგის დადასტურების შემთხვევაში:

ა) ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების შესახებ;

ბ) ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების შესახებ, როდესაც ქვეყანა, ზონა ან კომპარტმენტი მიჩნეული იყო ამ დაავადებისგან თავისუფლად.

მუხლი 25. დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში პირველადი კონტროლის ზომები

 1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ ეგზოტიკურ დაავადებაზე ან ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ არაეგზოტიკურ დაავადებებზე ეჭვის არსებობის დროს ქვეყნას, ზონას ან კომპარტმენტს, რომელსაც აქვს ამ დაავადების I ან III კატეგორიის ჯანმრთელობის სტატუსი დანართი №1-ის ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ შესაბამისად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ნიმუშების აღება და გამოკვლევა აკვაკულტურის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე:

ა) ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი, რომელიც საეჭვოა დაავადებაზე, უნდა იყოს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და ხორციელდებოდეს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება წყლის ცხოველებში;

ბ) სააგენტოს ავტორიზაციის გარეშე აკრძალულია აკვაკულტურის ცხოველების შეყვანა ან გაყვანა დაავადებაზე საეჭვო ფერმიდან/ში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალიდან/ში;

გ) უნდა დაიწყოს ამ წესის 26-ე მუხლით განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა.

მუხლი 26. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, რომელიც დაწყებულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხორციელდება იქ, სადაც ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულს:

ა) ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების არსებობას ქვეყანაში;

ბ) ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების არსებობას ქვეყნაში, ზონაში ან კომპარტმენტებში ამ დაავადების I ან III კატეგორიის ჯანმრთელობის სტატუსით ამ წესის დანართი №1-ის ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა მიზნად უნდა ისახავდეს:

ა) დაბინძურების შესაძლო წყაროსა და საშუალებების განსაზღვრას;

ბ) ამ წესის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ეჭვის შეტყობინებამდე დატოვეს თუ არა აკვაკულტურის ცხოველებმა ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი;

გ) სხვა ფერმების დაინფიცირების შესახებ მონაცემების შეგროვებას.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა აჩვენებს, რომ დაავადება შეიძლება გავრცელებული იყოს ერთ ან მეტ ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელი არეალში ან ღია წყლებში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული ზომების გატარება ასეთ ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელი არეალში ან ღია წყლებში.

4. გაფართოებულ წყლის შემკრები არეალის ან სანაპირო არეალის შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს ამ წესის 25-ე მუხლის გამოყენების შეზღუდვა ნაკლებად გაფართოებულ არეალთან დაკავშირებით, ფერმასთან ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალთან მიმდებარე ტერიტორიაზე (სიახლოვეში), რომლზეც არსებობს დაავადების ეჭვი, როდესაც ის მიიჩნევს, რომ ასეთი ნაკლებად გაფართოებული არეალი არის საკმარისად დიდი, რათა იყოს გარანტია, რომ დაავადება არ გავრცელდება.

5. საჭიროების შემთხვევაში, დაავადებაზე ეჭვის არსებობისას უნდა მოხდეს მეზობელი ქვეყნ(ებ)ის ინფორმირება.

მუხლი 27. შეზღუდვების მოხსნა

სააგენტომ უნდა მოხსნას ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული შეზღუდვები, როდესაც ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ დაავადების გამომწვევი არ არის აღმოჩენილი.

მუხლი 28. მინიმალური კონტროლის ზომები აკვაკულტურის ცხოველებში ეგზოტიკური დაავადებების დადასტურების შემთხვევაში

1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადების დადასტურებისას გამოიყენება ამ წესის 28-ე-33-ე მუხლები.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ფერმა და მოლუსკების მოსაშენებელი არეალი ოფიციალურად გამოაცხადოს დაინფიცირებულად;

ბ) შექმნას ამ დაავადებისათვის შესაბამისი შემაკავებელი არე, მათ შორის დამცავი და საკონტროლო ზონები, დაინფიცირებულად მიჩნეული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ;

გ) მისი ავტორიზაციის გარეშე ადგილი არ ჰქონდეს აღწარმოებასა და აკვაკულტურის ცხოველების გადაადგილებას შემაკავებელი არის შიგნით, შემაკავებელ არეში და შემაკავებელი არედან;

დ) გაატაროს ნებისმიერი დამატებითი ზომები, რომლებიც აუცილებელია, დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 29. შეგროვება და შემდგომი გადამუშავება

1. აკვაკულტურის ცხოველები, რომლებმაც მიაღწიეს კომერციულ ზომას და არ ამჟღავნებენ დაავადების კლინიკური ნიშნებს, შეიძლება შეგროვდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ან შემდგომი გადამუშავებისათვის.

2. შეგროვება, შეტანა გამანაწილებელ ან პურიფიკაციის (გამწმენდ) პუნქტებში, შემდგომი გადამუშავება და ნებისმიერი სხვა დაკავშირებული ქმედება, რომელიც მიმართულია აკვაკულტურის ცხოველების სასურსათო ჯაჭვში შეტანისთვის მოსამზადებლად, უნდა განხორციელდეს ისეთ პირობებში, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გამომწვევი პათოგენის გავრცელება.

3. გამანაწილებელი, პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრები და მსგავსი საწარმო აღჭურვილი უნდა იქნეს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შესაბამისი სისტემით (efflue№t treatme№t system) რომელიც ახდენს დაავადების გამომწვევი პათოგენის ინაქტივაციას, ან ექვემდებარება სხვა ტიპის დამუშავებას, რომელიც ამცირებს ბუნებრივ წყლებში გადამდები დაავადებების გადატანის რისკს მისაღებ დონემდე.

4. შემდგომი გადამუშავება უნდა მოხდეს ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში.

მუხლი 30. მოცილება და განკარგვა

1. მკვდარი თევზი და კიბოსნაირები, ისევე, როგორც ცოცხალი თევზი და კიბოსნაირები, რომლებიც ამჟღავნებენ დაავადების კლინიკურ ნიშნებს, მოცილებულნი და განკარგულნი უნდა იქნეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების და ამ წესის 43-ე მუხლში განსაზღვრული საგანგებო გეგმის შესაბამისად.

2. აკვაკულტურის ცხოველები, რომელთაც არ მიუღწევიათ კომერციული ზომისთვის და არ ამღავნებენ დაავადების ნიშნებს, შესაბამის ვადაში, პროდუქციის ტიპის და რისკის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ცხოველები ქმნიან დაავადების შემდგომი გავრცელებისთვის, უნდა იქნენ მოცილებულნი და განკარგულნი სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, კანონმდებლობით დადგენილი და ამ წესის 43-ე მუხლში განსაზღვრული საგანგებო გეგმის შესაბამისად.

მუხლი 31. დაცლა

1. სადაც შესაძლებელია, დაინფიცირებულმა ფერმამ ან მოლუსკების მოსაშენებელმა არეალმა უნდა გაიაროს დაცლის შემდეგ შესაბამისი პერიოდი და, საჭიროების მიხედვით, ჩატარდეს დასუფთავება და დეზინფექცია.

2. იმ ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, სადაც გამოზრდილია საეჭვო დაავადების არაამთვისებელი აკვაკულტურის ცხოველები, გადაწყვეტილება დაცლაზე მიღებული უნდა იქნეს რისკის შეფასების საფუძველზე.

მუხლი 32. წყლის ცხოველების დაცვა

სააგენტომ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება სხვა წყლის ცხოველებზე.

მუხლი 33. ზომების გაუქმება

ამ წესის 28-ე-33-ე მუხლებით განსაზღვრული ზომები შენარჩუნდება მანამ, სანამ:

ა) ამ წესით 28-ე-33-ე მუხლებით განსაზღვრული აღმოფხვრის ღონისძიებები არ გატარდება;

ბ) არ მოხდება ამ დაავადების და აკვაკულტურის წარმოების ტიპის შესაბამისი ნიმუშების აღება და ზედამხედველობა, შემაკავებელ არეში უარყოფითი შედეგის მიღებამდე.

მუხლი 34. მინიმალური კონტროლის ზომები აკვაკულტურის ცხოველებში არაეგზოტიკური დაავადებების დადასტურების შემთხვევაში

1. ამ წესის დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების დადასტურების შემთხვევაში ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისაგან თავისუფლად, სააგენტომ:

ა) უნდა გაატაროს ამ წესის 28-ე-33-ე მუხლებით განსაზღვრული ზომები, რათა დაიბრუნოს დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი;

ბ) ან შეადგინოს ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული აღმოფხვრის პროგრამა.

2. ამ წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, თუ სააგენტო გადაწყვეტს ამ წესის 28-ე-33-ე მუხლებით განსაზღვრული ზომების გამოყენებას, ამით შეიძლება კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები გაიზარდოს კომერციულ ზომამდე ვიდრე მოხდება მათი დაკვლა ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ან გადაყვანილ იქნენ სხვა დაინფიცირებულ ზონაში ან კომპარტმენტში. ასეთ შემთხვევებში, ზომები უნდა იქნეს მიღებული რათა შემცირდეს და შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელება.

3. თუ სააგენტოს არ აქვს სურვილი აღადგინოს დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი, გამოიყენება ამ წესის 35-ე მუხლი.

მუხლი 35. შემაკავებელი ზომები

1. ამ წესის დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც არ არის მიჩნეული ამ დაავადებისაგან თავისუფლად, სააგენტომ უნდა გაატაროს ზომები დაავადების შესაკავებლად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ზომები სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის დაინფიცირებულად მიჩნევას;

ბ) დაავადებისათვის შესაფერისი შემაკავებელი არის შექმნას (მათ შორის დამცავი და საკონტროლო ზონა დაინფიცირებულად მიჩნეული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ);

გ) აკვაკულტურის ცხოველების გადადგილების შეზღუდვას შემაკავებელი არედან; ასეთი ცხოველები შეიძლება მხოლოდ შეყვანილი იქნეს ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალში ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან შეგროვდეს ან დაიკლას ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ამ წესის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად;

დ) მკვდარი თევზისა და კიბოსნაირების მოცილებასა და განკარგვას, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროდუქციის ტიპისა და იმ რისკის გათვალისწინებით, რომელსაც ასეთი მკვდარი ცხოველები ქმნიან დაავადების შემდგომი გავრცელებისათვის.

მუხლი 36. დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების ამ წესის დანართი №3-ით და დანართი №4-ით განსაზღვრული დაავადებების კონტროლი

1. თუ ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველები არიან დაინფიცირებულები ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებებით ან არსებობს დაინფიცირებაზე ეჭვი, სააგენტომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს მდგომარეობას და მიიღოს ზომები რათა შემცირდეს და შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელება.

2. თუ ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველები არიან დაინფიცირებულები ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებებით, ან არსებობს დაინფიცირებაზე ეჭვი ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში, რომელიც მიჩნეულია ამ დაავადებისგან თავისუფლად, სააგენტომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს მდგომარეობას და მიიღოს ზომები რათა შემცირდეს და შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გავრცელება.

მუხლი 37. კონტროლის ზომები ახლად წარმოქმნილი დაავადების შემთხვევაში

1. სააგენტომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ახლად წარმოქმნილი დაავადების კონტროლისათვის და თავიდან უნდა აიცილოს დაავადების გავრცელება, როდესაც ამ დაავადებას აქვს პოტენციალი საფრთხე შეუქმნას წყლის ცხოველების ჯანმრთელობას.

2. საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ჩამონათვალი უნდა შეიცვალოს და დაემატოს ახლად წარმოქმნილი დაავადება ან ახალი ამთვისებელი მასპინძელი სახეობა.

მუხლი 38. ამ წესის დანართი №3-ით და დანართი №4-ით განსაზღვრული დაავადებებისთვის კონკრეტული ეპიდემიოლოგიური ზომების მიღების პროცედურა

 გადაწყვეტილება, კონკტრეტული ზომების შეზღუდული დროის მანძილზე განხორციელების შესახებ, შეიძლება მიღებული იქნეს იმ რეალობით, რომელიც შეესაბამება არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, თუ:

ა) აღმოჩნდება, რომ ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომები არ არის მორგებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე;

ბ) ან დაავადება მაინც განაგრძობს გავრცელებას, მიუხედავად ამ წესის 24-ე-39-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომების გატარებისა.

მუხლი 39. ამ წესის დანართი №3-ით და დანართი №4-ით განუსაზღვრელი დაავადებების გავლენის შეზღუდვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

 თუ ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განუსაზღვრელი დაავადებები არ არის მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელი აკვაკულტურის და ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, სააგენტომ შეიძლება მიიღოს ზომები ამ დაავადების შეტანის პრევენციისათვის ან აკონტროლოს ეს დაავადება, იმ პირობით, რომ მიღებული ზომები არ აღემატება იმ ნორმებს, რომელიც არის შესაბამისი და აუცილებელი დაავადების შეტანის თავიდან ასაცილებლად ან ამ დაავადების კონტროლისათვის.

 

თავი VI

კონტროლის პროგრამები და ვაქცინაცია

მუხლი 40. ზედამხედველობისა და აღმოფხვრის პროგრამების შემუშავება და დამტკიცება

1. თუ ქვეყანაში არ არის ცნობილი ინფექციების არსებობის შესახებ, მაგრამ არც დანართი №4–ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად არ არის მიჩნეული (კატეგორია III, როგორც დანართი №1-ით „აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ არის განსაზღვრული) ამ ერთი ან რამდენიმე დაავადებისგან თავისუფალი სტატუსის მისაღებად სააგენტო შეიმუშავებს ზედამხედველობის პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამა შესაძლოა შესწორდეს ან შეწყდეს.

3. თუ ცნობილია ამ წესის დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადების გამომწვევით დაინფიცირება (კატეგორია V, როგორც განსაზღვრულია დანართი №1-ით ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“), სააგენტო შეიმუშავებს ამ ერთი ან მეტი დაავადების აღმოფხვრის პროგრამას, რომელსაც დამტკიცებისათვის წარუდგენს სამინისტროს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა შეიძლება ასევე შესწორდეს ან შეწყდეს.

5. ამ მუხლით განსაზღვრული პროგრამების დამტკიცების თარიღიდან, დაავადებისგან თავისუფლად მიჩნეულ არეალთან დაკავშირებული მოთხოვნები და ზომები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-13-მე-20, 25-ე-27-ე მუხლების და  34-ე მუხლის პირველი პუნქტით, უნდა გავრცელდეს იმ არეალზე, რომელსაც ფარავს ეს პროგრამები.

მუხლი 41. პროგრამების შინაარსი

პროგრამის დამტკიცება არ უნდა მოხდეს თუ არ მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ა) დაავადების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღწერას პროგრამის დაწყების თარიღამდე;

ბ) პროგრამის სავარაუდო ხარჯებისა და მოსალოდნელი სარგებელის ანალიზს;

გ) პროგრამის სავარუდო ხანგრძლივობასა და პროგრამის დასრულების დროისთვის მისაღწევ მიზანს;

დ) იმ გეოგრაფიული და ადმინისტრაციული არეალის აღწერას და დემარკაციას, სადაც პროგრამა უნდა განხორციელდეს.

მუხლი 42. პროგრამების გამოყენების ხანგრძლივობა

1. პროგრამა უნდა გავრცელდეს, ვიდრე არ შესრულდება ამ წესის XII თავში გაწერილი მოთხოვნები და ქვეყანა, ზონა ან კომპარტმენტი არ მიიჩნევა დაავადებისგან თავისუფლად ან პროგრამა უქმდება სამინისტროს მიერ თუ ის ვეღარ ასრულებს თავის მიზანს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პროგრამის გაუქმება, სააგენტომ პროგრამის გაუქმების დღიდან უნდა გამოიყენოს ამ წესის 35-ე მუხლით განსაზღვრული შემაკავებელი ზომები.

მუხლი 43. საგანგებო გეგმა ახლად წარმოქმნილი და ეგზოტიკური დაავადებებისათვის

1. სააგენტომ უნდა შეიმუშავოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია დაავადების შესახებ მაღალი ცნობიერების შენარჩუნებისა და გარემოს დაცვისთვის.

2. საგანგებო გეგმა უნდა:

ა) უზრუნველყოფდეს სააგენტოს უფლებამოსილებასა და წვდომას ყველანაირ შენობა-ნაგებობაზე (ტერიტორიაზე), მოწყობილობა/აღჭურვილობაზე, პერსონალზე და სხვა შესაბამის მასალაზე, რომელიც აუცილებელია დაავადების აფეთქების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრისთვის;

ბ) ხელს უწყობდეს თანამშრომლობას მეზობელ ქვეყნებთან;

გ) იძლეოდეს, საჭიროების შესაბამისად, ზუსტ მითითებებს ვაქცინის მოთხოვნებსა და ვაქცინაციის პირობებზე, რომელებიც აუცილებელია გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაციის შემთხვევაში.

3. საგანგებო გეგმების შედგენისას, სააგენტომ უნდა დააკმაყოფილოს ამ წესის 59-ე მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები და მოთხოვნები.

4. სააგენტომ საგანგებო გეგმები დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სამინისტროს. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სააგენტომ უნდა განაახლოს საგანგებო გეგმები.

5. საგანგებო გეგმა უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური ან ახლად წარმოქმნილი დაავადებების აფეთქების შემთხვევაში.

მუხლი 44. ვაქცინაცია

1. ამ წესის დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ვაქცინაცია დამტკიცებულია ამ წესის 37-ე-38-ე ან 43-ე მუხლების შესაბამისად.

2. ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია აკრძალულია ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც შესაბამისი დაავადებისგან თავისუფლად არის მიჩნეული ამ წესის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად, ან რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებული ზედამხედველობის პროგრამა.

3. სააგენტომ შეიძლება დაუშვას ამგვარი ვაქცინაცია ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის მიჩნეული აღნიშნული დაავადებისგან თავისუფლად ან იქ, სადაც ვაქცინაციის პროგრამა ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების მიხედვით დამტკიცებული აღმოფხვრის პროგრამის ნაწილია.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობი შესაბამისად რეგისტრირებული  ვაქცინების გამოყენება.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება კონტროლირებად პირობებში სამეცნიერო კვლევების მიზნით განხორციელებულ ვაქცინების შემუშავებასა და გამოცდაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კვლევების დროს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება კვლევის ფარგლებში ჩატარებული ვაქცინაციის უარყოფითი ზემოქმედებისგან წყლის სხვა ცხოველების დასაცავად.

 

თავი VII

დაავადებისგან თავისუფალის სტატუსი

მუხლი 45. დაავადებისგან თავისუფალი ქვეყანა

ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ერთი ან მეტი არაეგზოტიკური დაავადებისგან თავისუფლად ქვეყანა ცხადდება იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ–ერთი პირობა:

ა) აღნიშნული დაავადებ(ებ)ის არც ერთი ამთვისებელი სახეობა არ არსებობს ქვეყნის ტერიტორიაზე;

ბ) ცნობილია, რომ პათოგენს არ შეუძლია შეინარჩუნოს სიცოცხლის უნარიანობა ქვეყანასა და სადაც შესაბამისია მის წყლის წყაროში (რესურსში) (water source);

გ) ქვეყანა აკმაყოფილებს ამ წესის 55-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 46. დაავადებისგან თავისუფალი ზონა ან კომპარტმენტი

სააგენტოს შეუძლია ამ წესის დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური ერთი ან რამდენიმე დააავდებისგან თავისუფლად გამოაცხადოს ზონა ან კომპარტმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე, როდესაც ის აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პირობას:

ა) აღნიშნული დაავადების არც ერთი ამთვისებელი სახეობა არ არსებობს ზონაში ან კომპარტმენტში და სადაც შესაბამისია, მის წყლის წყაროში (რესურსში);

ბ) ცნობილია, რომ პათოგენს არ შეუძლია შეინარჩუნოს სიცოცხლის უნარიანობა ზონასა და კომპარტმენტში და სადაც შესაბამისია, მის წყლის წყაროში (რესურსში);

გ) ზონა ან კომპარტმენტი აკმაყოფილებს ამ წესის 56-ე-58-ე მუხლებით განსაზღვრულ პირობებს.

მუხლი 47. დაავადებისგან თავისუფალი ზონებისა და კომპარტმენტების ჩამონათვალი

სააგენტომ უნდა შექმნას და აწარმოოს ამ წესის 46-ე მუხლის თანახმად დაავადებისგან თავისუფლად მიჩნეული ზონებისა და კომპარტმენტების საჯაროდ ხელმისაწვდომი განახლებული ელექტრონული სია.

მუხლი 48. დაავადებისგან თავისუფალის სტატუსის შენარჩუნება

1. ამ წესის 45-ე მუხლის შესაბამისად, დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული არაეგზოტიკური ერთი ან რამდენიმე დააავდებისგან თავისუფლად მიჩნევის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია შეწყვიტოს სამიზნე ზედამხედველობა და შეინარჩუნოს დაავადებისგან თავისუფალი სტატუსი იმ პირობით, რომ არსებობს მოსალოდნელი დაავადების (disease in question) კლინიკური გამოვლინების ხელშემწყობი პირობები და ამ წესის შესაბამისი მოთხოვნები განხორციელებულია.

2. ქვეყანაში არსებულ დაავადებისგან თავისუფალ ზონებზე ან კომპარტმენტებზე, და ყველა შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი დაავადების კლინიკური გამოვლინების პირობები არახელშემწყობია, საჭიროების მიხედვით, უნდა გაგრძელდეს არსებული რისკის დონის შესაბამისი სამიზნე ზედამხედველობა.

მუხლი 49. დაავადებისგან თავისუფალი სტატუსის შეჩერება და აღდგენა

1. თუ სააგენტოს აქვს საფუძველი ჩათვალოს, რომ დაავადებისგან თავისუფალი ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის სტატუსის შესანარჩუნებლად რომელიმე პირობა დარღვეულია, დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს ამთვისებელი და ვექტორი სახეობებით ვაჭრობა ზონებთან ან კომპარტმენტებთან, რომელთაც მოსალოდნელ დაავადებაზე (disease in question) ჯანმრთელობის უფრო მაღალი (higher health status) სტატუსი აქვთ, როგორც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“ და უნდა გამოიყენოს ამ წესის 25-ე-27-ე და 34-ე-35-ე მუხლები.

2. თუ ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა დაადასტურებს, რომ ნავარაუდებ დარღვევას (suspected breach) ადგილი არ ჰქონია, ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი უნდა აღდგეს.

3. როდესაც ეპიდემიოლოგიური მოკვლევა დაადასტურებს ინფექციის არსებობის მაღალ ალბათობას (a sig№ificant likelihood that infection has occurred), ქვეყანას, ზონას ან კომპარტმენტს დაავადებისგან თავისუფალის სტატუსი უნდა გაუუქმდეს. დაავადებისგან თავისუფალის სტატუსის აღდგენამდე უნდა შესრულდეს ამ წესის XII თავით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

თავი VIII

სააგენტო და ლაბორატორია

მუხლი 50. ზოგადი ვალდებულებები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური და უწყვეტი კომუნიკაცია,  სხვა უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან აკვაკულტურის, წყლის ცხოველების და აკვაკლუტურის ცხოველებისგან მიღებული სურსათისა და ცხოველის საკვების რეგულირებაში.

2. კომტეტენტურ ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ჰქონდეთ წვდომა ლაბორატორიული მომსახურების, რისკის ანალიზისა და ეპიდემიოლოგიის თანამედროვე საკითხებზე.

 

თავი IX

აკვაკულტურის წარმოებისა და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს რეესტრში შესატანი ინფორმაცია

მუხლი 51. ავტორიზებული აკვაკულტურის წარმოება

1. ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, თითოეულ აკვაკულტურის წარმოებაზე, სააგენტოს მიერ რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) აკვაკულტურის წარმოების დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა);

ბ) სარეგისტრაციო ნომერი და გაცემული ავტორიზაციის დეტალები (ცალკეული ავტორიზაცი(ებ)ის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდები ან ნომერი, წარმოების კონკრეტული პირობები და ავტორიზაციასთან/ავტორიზაციებთან დაკავშირებული შესაბამისი ნებისმიერი სხვა ინფორმაცია);

გ) შესაბამისი კოორდინატთა სისტემით განსაზღვრული ყველა ფერმის (შეძლებისდაგვარად გამოყენებულ უნდა იქნას GIS კოორდინატები) გეოგრაფიული ადგილმდებარეობა;

დ) წარმოების მიზანი, ტიპი (კულტურის სისტემის ტიპი, ან მოწყობილობები, როგორიცაა საზღვაო გალიები, მიწის ტბორი (earth ponds) და წარმოების მაქსიმალური რაოდენობა, სადაც ეს რეგულირებულია);

ე) კონტინენტური ფერმის, გამანაწილებელი ცენტრის და პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრის შემთხვევაში, ინფორმაცია ფერმის წყლით უზრუნველყოფისა (მომარაგების) და წყლის გადინების შესახებ;

ვ) ფერმაში გამოზრდილი აკვაკულტურის ცხოველების სახეობები (მრავალსახეობიანი ან დეკორატიული ფერმის შემთხვევაში, სულ მცირე, მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია, არის თუ არა რომელიმე სახეობა დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული დაავადების ამთვისებელი ან ინფორმაცია ამ დაავადებების ვექტორზე);

ზ) ჯანმრთელობის სტატუსთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია (არის თუ არა ფერმა დაავადებისგან თავისუფალი (ქვეყანაში, ზონაში ან კომპარტმენტში მდებარე), არის თუ არა ფერმა ამგვარი სტატუსის მოპოვების პროგრამაში ჩართული, ან არის თუ არა ფერმა ამ წესის XI თავით განსაზღვრული დაავადებებით დაინფიცირებული).

2. თუ ავტორიზაცია ენიჭება მოლუსკების მოსაშენებელ არეალს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს ყველა აკვაკულტურის წარმოებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ მოლუსკების მოსაშენებელ არეალში. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს მოლუსკების მოსაშენებელი არეალის დონეზე.

მუხლი 52. ავტორიზებული გადამამუშვებელი საწარმო

ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, სააგენტომ თითოეული ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ რეესტრში უნდა შეიტანოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა);

ბ) სარეგისტრაციო ნომერი და გაცემული ავტორიზაციის დეტალები (ცალკეული ავტორიზაცი(ებ)ის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდები ან ნომრები, წარმოების კონკრეტული პირობები და ავტორიზაციასთან/ავტორიზაციებთან დაკავშირებული შესაბამისი ნებისმიერი სხვა ინფორმაცია;

გ) შესაბამისი კოორდინატთა სისტემით განსაზღვრული ყველა ფერმის (შეძლებისდაგვარად გამოყენებულ უნდა იქნას GIS კოორდინატები) გეოგრაფიული ადგილმდებარეობა;

დ) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს ჩამდინარე წყლების გაწმენდი/დამუშავების სისტემა;

ე) ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში ჰენდლინგს დაქვემდებარებული აკვაკულტურის ცხოველების სახეობები.

 

თავი X

აკვაკულტურის ზონებისა და კომპარტმენტების ჯანმრთელობის სტატუსი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის მე-11 მუხლის გამოყენებისას

მუხლი 53. ჯანმრთელობის ტიპები და მისი ზედამხედველობის ტიპები

1. აკვაკულტურის ზონებისა და კომპარტმენტების ჯანმრთელობის სტატუსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით ,,აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის“.

2.  ფერმებსა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომედებული ზედამხედველობისა და ინსპექტირების სიხშირე განსაზღვრულია ამ წესის დანართი №2-ით „ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომენდირებული ზედამხედველობა და ინსპექტირება“.

3. პასიური ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს კონკრეტული (specified) დაავადებების გამოვლინებაზე ან ეჭვზე ან სიკვდილიანობის ნებისმიერ გაზრდილ რაოდენობაზე დაუყოვნებელ სავალდებულო შეტყობინებას. ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ამ წესის 25-ე-27-ე მუხლების შესაბამისად.

4. აქტიური ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს:

ა) სააგენტოს ან მის მიერ დელეგირებული სხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ გეგმიურ ინსპექტირებას;

ბ) ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში წყლის ცხოველების პოპულაციის კლინიკურ შემოწმებას დაავადებებზე;

გ) ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4 -ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში აღებულ დიაგნოსტიკურ ნიმუშებს ან ინსპექტირების დროს შემჩნეულ გაზრდილ სიკვდილიანობას;

დ) კონკრეტული დაავადებების გამოვლინებაზე ან ეჭვზე ან სიკვდილიანობის ნებისმიერ გაზრდაზე, დაუყოვნებელ სავალდებულო შეტყობინებას.

5. სამიზნე ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს:

ა) სააგენტოს ან მის მიერ დელეგირებულ სხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ გეგმიურ ინსპექტირებას;

ბ) აკვაკულტურის ცხოველების დაგეგმილი ნიმუშების აღებას და გამოკვლევას კონკრეტული მეთოდებით კონკრეტულ პათოგენებზე;

გ) კონკრეტული (specified) დაავადებების გამოვლინებაზე ან ეჭვზე ან სიკვდილიანობის ნებისმიერ გაზრდილ რაოდენობაზე დაუყოვნებელ სავალდებულო შეტყობინებას.

 

თავი XI

დაავადების ჩამონათვალში შეტანა

მუხლი 54. ჩამონათვალში დაავადების შეტანის კრიტერიუმები

1. ეგზოტიკური დაავადებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს:

ა) დაავადება ეგზოტიკურია ქვეყნისათვის, თუ დაავადება არ არის აკვაკულტურაში და არ არის ცნობილი პათოგენის არსებობა ქვეყნის წყლებში;

ბ) ქვეყანაში პათოგენის შემოჭრას თან სდევს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის პოტენციალი, ან ქვეყნის აკვაკულტურის წარმოების დანაკარგებზე ან აკვაკულტურის ცხოველებითა და პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვა;

გ) ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების სახეობების პოპულაციებში (რომელიც მისი ღირებულების გამო დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით) პათოგენის შემოჭრის შემთხვევაში აქვს გარემოზე მავნე ზემოქმედების პოტენციალი.

2. არაეგზოტიკური დაავადებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს:

ა) ქვეყანა ან მისი რეგიონები თავისუფალია კონკრეტული დაავადებისგან;

ბ) დაავადებისგან თავისუფალ ქვეყანაში დაავადების შეჭრას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის (ზემოქმედების) პოტენციალი, წარმოების დანაკარგით და რეგიონში აკვაკულტურის ამთვისებელი ცხოველების სახეობების დაავადებებთან და მის კონტროლთან დაკავშირებული ყოველწლიური ხარჯებით, რომელიც 5%-ით აღემატება მისი წარმოების ღირებულებას ან აკვაკულტურის ცხოველებითა და პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვით;

გ) დაავადებისგან თავისუფალ ქვეყანაში, ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების სახეობების პოპულაციებში (რომელიც მისი ღირებულების გამო დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონდმებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით), დაავადების შეჭრამ აჩვენა მათი მავნე ზემოქმედება გარემოზე;

დ) მკაცრი კონტროლის ღონისძიებებისა და სავაჭრო შეზღუდვების გარეშე დაავადების გაკონტროლება და შეკავება რთულია ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალში;

ე) დაავადების გაკონტროლება შესაძლებელია ქვეყნის დონეზე, გამოცდილებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია შეიქმნას და შენარჩუნდეს დაავადებისგან თავისუფალი ზონები და კომპარტმენტები და რომ მათი შენარჩუნება ხარჯთსარგებლიანია;

ვ) აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსების დროს, არსებობს მანამდე არადაინფიცირებულ არეალზე დაავადების გავრცელების რისკი;

ზ) დაინფიცირებული წყლის ცხოველებისთვის ხელმისაწვდომია სანდო და მარტივი ტესტები. ტესტები უნდა იყოს სპეციფიკური (specific), მგრძნობიარე და ტესტირების მეთოდი ევროკავშირის დონეზე ჰარმონიზებული.

 

თავი XII

ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის დაავადებისგან თავისუფლად მიჩნევასთან დაკავშირებული მოთხოვნები

მუხლი 55. დაავადებისგან თავისუფალი ქვეყანა

1. დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსი სააგენტოს მიერ ენიჭება ქვეყანას თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ბიოუსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებები დაცულია:

ა) დაავადებისა და მისი საეჭვო შემთხვევების, სავალდებულოა შეტყობინება სააგენტოსათვის;

ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დანერგილია ადრეული გამოვლენის (დეტექციის) სისტემა, რაც საშუალებას აძლევს სააგენტოს განახორციელოს დაავადების ეფექტური მოკვლევა, ანგარიშგება და განსაკუთრებით კი უზრუნველყოს:

ბ.ა) ნებისმიერი კლინიკური ნიშნის სწრაფი ამოცნობა, რომელიც თავსებადია დაავადებაზე ეჭვთან, ახლად წარმოქმნილ დაავადებასთან ან ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალში და ველურ გარემოში აუხსნელ სიკვდილიანობასთან;

ბ.ბ) შემთხვევის შესახებ სწრაფი კომუნიკაციის საფუძველზე დაუყოვნებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევის დაწყება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს:

ა) აკვაკულტურის წარმოებაში დასაქმებული ან აკვაკლტურის ცხოველების გადამუშავებაში ჩართული პერსონალის მიერ დაავადების არსებობის შესაბამისი ნიშნების ცოდნას, ვეტერინარებისა და წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სპეციალისტების სწავლებას იშვიათი დაავადების შემთხვევების გამოვლენასა და ანგარიშგებაზე;

ბ) ვეტერინარებისა და წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სპეციალისტების, სწავლებას საეჭვო დაავადების ამოცნობასა და ანგარიშგებაზე;

გ) სააგენტოს წვდომას ლაბორატორიებზე, რომელთაც აქვთ ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული და ახლადწარმოქმნილი დაავადებების დიაგნოსტიკისა და დიფერენცირების საშუალებები.

3. ქვეყანა, სადაც სამიზნე ზედამხედველობამდე უცნობი იყო ინფექციის სტატუსი (მაგალითად არ იყო კლინიკური გამოხატულებისთვის ხელსაყრელი პირობები), შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტული დაავადებისგან თავისუფლად, თუ:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაავადების კონტროლის ძირითად პირობებს;

ბ) ხორციელდება სამიზნე ზედამხედველობა დაავადების აგენტის გამოვლენის გარეშე სულ მცირე ორი წელი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალში, რომელიც ეწევა რომელიმე ამთვისებელი სახეობის გამოზრდას.

4. ქვეყნის ტერიტორიაზე ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის შეზღუდული რაოდენობით არსებობისას, სადაც ამ ნაწილებში განხორციელებული სამიზნე ზედამხედველობა არ იძლევა საკმარის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, მაგრამ არის რომელიმე ამთვისებელი სახეობის ველურ გარემოში მობინადრე პოპულაციები, ეს პოპულაციები უნდა დაექვემდებაროს სამიზნე ზედამხედველობას.

მუხლი 56. დაავადებისგან თავისუფალი ზონა

1. ზონა შეიძლება მოიცავდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილს:

ა) მთლიან წყალსაჭერ არეალს, თავისი წყლის წყაროდან მის ესტუარამდე;

ბ) წყალსაჭერი ადგილის ნაწილს, წყლის წყარო(ები)დან ბუნებრივ ან ხელოვნურ ბარიერამდე, რომელიც წყალსაჭერი ადგილების ქვედა მონაკვეთებიდან წყლის ცხოველების ზემოთ მიგრაციას აბრკოლებს (prevents);

გ) ერთზე მეტ წყალსაჭერ ადგილს, მათი ესტუარების ჩათვლით, რამდენადაც არსებობს ეპიდემიოლოგიური კავშირი წყალსაჭერ ადგილებს შორის ესტუარის გავლით.

2. ზონის გეოგრაფიული დემარკაცია მკაფიოდ უნდა იყოს რუკაზე იდენტიფიცირებული.

მუხლი 57. დაავადებისგან თავისუფალი კომპარტმენტი

1. კომპარტმენტი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ფერმისგან ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისგან, კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის სტატუსი დამოკიდებულია ამ დაავადებასთან დაკავშირებულ გარშემო არსებული ბუნებრივი წყლების ჯანმრთელობის სტატუსზე და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. კომპარტმენტი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან მეტი ფერმის, ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ან ფერმების ჯგუფისგან ან კლასტერისგან, შეიძლება ჩაითვალოს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულად, მიუხედავად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ფერმების ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის სხვა ჯგუფებისგან ან კლასტერებისგან დაშორებისა, იმ პირობით, რომ კომპარტმენტის შემადგენელი ყველა ფერმა ბიოუსაფრთხოების ერთიან სისტემაში შედის. კომპარტმენტის გეოგრაფიული დემარკაცია მკაფიოდ უნდა იყოს რუკაზე აღნიშნული.

3. კომპარტმენტი, სადაც სამიზნე ზედამხედველობის განხორციელებამდე ინფექციის სტატუსი უცნობი იყო კომპარტმენტში ან კომაპარტმენტის გარშემო მდებარე ბუნებრივ წყლებში (მაგალითად დაავადების კლინიკური გამოვლინებისთვის ხელშემწყობი პირობების არარსებობის გამო), შეიძლება დაავადებისგან თავისუფალად ჩაითავლოს, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის 55-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. თითოეული ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი შეიძლება დაექვემდებაროს სააგენტოს მიერ დაკისრებულ დამატებით ღონისძიებებს, დაავადების პრევენციის აუცილებლობის შემთხვევაში. ამგვარი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს კომპარტმენტის გარშემო შექმნილ ბუფერულ ზონას, რომელშიც ხორციელდება მონიტორინგი და დამატებითი დაცვა პათოგენების შესაძლო გადამტანებისა და ვექტორების შეჭრის საწინააღმდეგოდ.

5. კომპარტმენტი, რომლებიც შედგება ერთი ან მეტი ინდივიდუალური ფერმისგან, სადაც კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სტატუსი არ არის დამოკიდებული გარშემო არსებულ ბუნებრივი წყლების ჯანმრთელობის სტატუსზე, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-6-მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

6. კომპარტმენტი შეიძლება შედგებოდეს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილისაგან:

ა) ინდივიდუალური ფერმისგან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულად, რამდენადაც გარშემო წყლებში არსებული ცხოველთა ჯანმრთელობის სტატუსი მასზე არ ახდენს გავლენას;

ბ) ერთ ფერმაზე მეტისგან, სადაც კომპარტმენტში შემავალი თითოეული ფერმა აკმაყოფილებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მაგრამ ფერმებს შორის ცხოველების დიდი რაოდენობით გადაადგილების გამო შეიძლება ჩაითვალოს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულად, თუ ყველა ფერმა ექვემდებარება ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემას.

7. კომპარტმენტი უნდა მარაგდებოდეს წყლით ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

ა) წყლის გამწმენდი/დამამუშავებელი საამქროსგან, რომელიც ინაქტივაციას უკეთებს შესაბამის პათოგენს დაავადების შემოჭრის რისკის მისაღებ დონემდე დასაყვანად;

ბ) პირდაპირ ჭიდან, ჭაბურღილიდან ან წყაროდან. თუ წყლის ამგვარი წყარო მდებარეობს ფერმის ტერიტორიის გარეთ, წყალი მილით უნდა მიეწოდოს პირდაპირ ფერმას.

8. კომპარტმენტში არსებულ თითოეულ წყლის ცხოველების ფერმაში გარშემო არსებული წყლის წყაროებიდან შესვლის პრევენციისთვის უნდა არსებობდეს ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერები.

9. საჭიროების შესაბამისად, კომპარტმენტი დაცული უნდა იქნეს წყალდიდობისგან და გარშემო მდებარე წყლის წყაროს ინფილტრაციისგან;

10. კომპარტმენტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 55-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

11. დაავადების შეჭრის პრევენციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, კომპარტმენტი შეიძლება დაექვემდებაროს სააგენტოს მიერ დაწესებულ დამატებით ღონისძიებებს. ამგვარი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს დამატებითი დაცვას პათოგენების შესაძლო გადამტანებისა და ვექტორების შეჭრის საწინააღმდეგოდ.

მუხლი 58. სპეციალური მოთხოვნები ინდივიდუალური ფერმებისთვის, რომლებიც იწყებენ ან ხელახლა იწყებენ თავიანთ საქმიანობას

1. ახალი ფერმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-7-მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ რომელიც იწყებს აკვაკულტურის ცხოველებით საქმიანობას დაავადებისგან თავისუფალი კომპარტმენტიდან, შეიძლება დაავადებისგან თავისუფლად ჩაითვალოს საჭირო ნიმუშების აღების გარეშე.

2. ფერმა, რომელიც შესვენების მერე ხელახლა იწყებს საქმიანობას დაავადებისგან თავისუფალი კომპარტმენტის წყლის ცხოველებით და აკმაყოფილებს ამ წესის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიძლება დაავადებისგან თავისუფლად ჩაითვალოს, საჭირო ნიმუშების აღების გარეშე, იმ პირობით, რომ:

ა) სააგენტოსთვის ცნობილია ფერმის ჯანმრთელობის ისტორია, მისი საქმიანობის ბოლო ოთხი წლის მანძილზე;

ბ) ფერმა არ ყოფილა დაქვემდებარებული, ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით, ცხოველთა ჯანმრთელობის ღონისძიებებს და ფერმაში არ ყოფილა ამ დაავადებების წინამორბედი მდგომარეობა (ნიშნები);

გ) აკვაკულტურის ცხოველების, კვერცხის ან გამეტის შეტანამდე, ფერმა დასუფთავდა და ჩაუტარდა დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაიცალა, დაცლის პერიოდის გათვალისწინებით.

 

თავი XIII

საგანგებო გეგმების კრიტერიუმები და მოთხოვნები

მუხლი 59. საგანგებო გეგმები

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ საგანგებო გეგმები აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უზრუნველყოს აღმოფხვრის წარმატებული და სწრაფი კამპანიის განხორციელება;

ბ) ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების საწინააღმდეგო ყველა ასპექტის მოსაცავად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წვდომა საგანგებო ფონდებზე, საბიუჯეტო საშუალებებსა და ფინანსური რესურსებზე;

გ) ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ ეგზოტიკურ დაავადებებთან ან ახლად წარმოქმნილ დაავადებებთან საბრძოლველად, უნდა გამოიცეს ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაწყვეტილებების მიღების და განხორციელების სწრაფ და ეფექტურ პროცესს;

დ) ხელმისაწვდომი უნდა იქნეს დეტალური გეგმები დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული ეგზოტიკური დაავადებების ან ახლადწარმოწმნილი დაავადებების აფეთქების შემთხვევაში დაავადების კონტროლის რეგიონალური ცენტრების დაუყონებლივ შესაქმნელად და ადგილობრივ დონეზე დაავადებათა კონტროლისა და გარემოსოდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად;

ე) ვეტერინარული და გარემოს უსაფრთხოების საკითხების სათანადო კოორდინირების მიზნით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლობა კომპეტენტურ უწყებებს, მათ შორისა გარემოს დაცვის კომპეტენტურ უწყებებსა და ორგანოებს შორის;

ვ) სწრაფი და ეფექტური კამპანიისთვის, მათ შორის პერსონალის, აღჭურვილობის და ლაბორატორიული შესაძლებლობებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური რესურსები.

ზ) ხელმისაწვდომი უნდა იქნეს განახლებული სამოქმედო სახელმძღავნელო, რომელშიც დეტალურად, ყოვლისმომცველად და პრაქტიკულად იქნება აღწერილი ყველა ქმედება, პროცედურა, ინსტრუქცია და კონტროლის ღონისძიება, რომელიც გამოიყენება დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ ეგზოტიკური დაავადებების სამართავად.

თ) საჭიროების შესაბამისად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საგანგებო ვაქცინაციის დეტალური გეგმები;

ი) რეგულარულად უნდა ხდებოდეს თანამშრომლების სწავლება ეპიდემიოლოგიური დაავადებების კლინიკურ ნიშნებზე, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევასა და კონტროლზე, სიმულაციური სავარჯიშოებისა და კომუნიკაციის უნარ–ჩვევების სწავლებებში მონაწილეობით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მიმიდნარე ცნობიერების ამაღლების კამპანიები უწყებებისთვის, ფერმერებისა და ვეტერინარებისთვის;

კ) საგანგებო გეგმები უნდა მომზადდეს დროის მოკლე პერიოდში მრავალრიცხოვანი აფეთქების კონტროლისთვის საჭირო რესურსების გათვალისწინებით;

ლ) საგანგებო გეგმები უნდა შემუშავდეს ისე, რომ დაავადებების აფეთქების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს წყლის ცხოველების ტანხორცის და წყლის ცხოველების ნარჩენების/ანარჩენების (waste) მასიური განკარგვა ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, იმგვარი პროცესებისა და მეთოდების გამოყენებით, რომელიც გამორიცხავს გარემოს დაზიანებას, განსაკუთრებით კი:

ლ.ა) ნიადაგის, ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების (groundwater), ცხოველებისა და მცენარეებისთვის მინიმალური რისკით;

ლ.ბ) ხმაურისა და სუნის მინიმუმადე შემცირებით;

ლ.გ) ბუნებასა და განსაკუთრებული ინტერესის ადგილებზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენით;

მ) ამგვარი გეგმები უნდა მოიცავდეს შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირებას და ცხოველთა ტანხორცის და ცხოველური ანარჩენების (waste) დამუშავებასა და განკარგვასთან დაკავშირებულ საქმიანობას დაავადების აფეთქების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

დანართი №1

აკვაკულტურის ცხოველები მოსაშენებლად და აღწარმოებისათვის

კატეგორია

ჯანმრთელობის სტატუსი

შეიძლება შემოიყვანოს ცხოველები ...დან

ჯანმრთელობის (ვეტერინარული სერტიფიკატი)

შეუძლია გააგზავნოს ცხოველი

შემოყვანა

გაგზავნა

I

დაავადებისგან თავისუფალი

(მუხლი 45 ან მუხლი 46)

 

მხოლოდ კატეგორია I

დიახ

არა III ან V კატეგორიებში გადაგზავნისას

დიახ I, II ან IV კატეგორიებში გადაგზავნისას

ყველა კატეგორია

II

ზედამხედველობის პროგრამა

(ამ წესის მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები)

მხოლოდ კატეგორია I

დიახ

არა

კატეგორიები III და V

III

არ არის განსაზღვრული

(არ არის ცნობილი დაინფიცირებულია თუ არა, თუმცა არ არის დაავადებისგან თავისუფალი სტატუსის მისაღებ პროგრამაში ჩართული)

 კატეგორია I, II ან III

არა

არა

კატეგორიები III და V

IV

დაავადების აღმოფხვრის პროგრამა

(ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები)

 

მხოლოდ კატეგორია I

დიახ

დიახ

მხოლოდ კატეგორია V

V

დაინფიცირებული

(ამ წესის 35-ე მუხლი )

ყველა კატეგორია

არა

დიახ

მხოლოდ კატეგორია V

 

 

 

დანართი №2

ფერმასა და მოლუსკების მოსაშენებელ არეალში რეკომენდრებული ზედამხედველობა და ინსპექტირება

 

არსებული სახეობები

ჯანმრთელობის სტატუსი დანართი №1–ის მიხედვით

რისკის დონე

ზედამხედ-ველობა

სააგენტოს მიერ ინსპექტირების განხორციელების რეკომენდებული სიხშირე (ამ წესის მე-6 მუხლი)

ინსპექტი-რების რეკომენდე-ბული სიხშირე (ამ წესის მე-9 მუხლი)

სპეციალური მოთხოვნები ჯანმრთელობის სტატუსის შენარჩუნები-სათვის საჭირო ინსპექტირების, ნიმუშის აღებისა და ზედამხედველო ბისათვის

შენიშვნები

ამ წესის 54-ე მულით განსაზღვრული დაავადებების ამთვისებელი სახეობები არ არის

კატეგორია I

მიჩნეულია დაავადებისაგან თავისუფლად ამ წესის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტის ან 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

დაბალი

პასიური

ოთხ წელიწადში ერთხელ

ოთხ წელიწადში ერთხელ

სპეციალური მოთხოვნები დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნები-სათვის ამ წესის 48–ე მუხლის შესაბამისად

ინსპექტირების რეკომენდებული სიხშირე მოქმედებს თითოეული ჯანმრთელობის სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით

 

თუმცა სადაც შესაძლებელია ინსპექტირება და ნიმუშის აღება კომბინირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 და მე-10 მუხლით განსაზღვრულ ინსპექტირებებთან.

 

სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების მიზანია ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

 

 

განხორციელებული ინსპექტირებების მიზანია ცხოველთა ჯანმრთელობის სტატუსის შემოწმება, რჩევების მიცემა აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნეოპერატო-რისთვის წყლის ცხოველების ჯანმრთელობის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება.

ამ წესის 54-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დაავადების ამთვისებელი სახეობები

კატეგორია I

მიჩნეულია დაავადებისაგან თავისუფლად ამ წესის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ან 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

მაღალი

აქტიური, სამიზნე ან პასიური

წელიწადში ერთხელ

წელიწადში ერთხელ

საშუალო

ორ წელიწადში ერთხელ

 ორ წელიწადში ერთხელ

დაბალი

 ოთხ წელიწადში ერთხელ

 ორ წელიწადში ერთხელ

კატეგორია II

არ არის მიჩნეული დაავადებისაგან თავისუფლად, მაგრამ ექვემდებარება ამ წესის მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებულ ზედამხედველობის პროგრამას

მაღალი

სამიზნე

წელიწადში ერთხელ

წელიწადში ერთხელ

სპეციალური მოთხოვნები ამ წესის მე-40 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტების შესაბამისად

საშუალო

ორ წელიწადში ერთხელ

ორ წელიწადში ერთხელ

დაბალი

ოთხ წელიწადში ერთხელ

ორ წელიწადში ერთხელ

კატეგორია III

 

არ არის ცნობილი დაინფიცირებულია თუ არა, მაგრამ არ ექვემდებარება ზედამხედველობის პროგრამას დაავადებისაგან თავისუფალი სტატუსის მისაღებად

მაღალი

აქტიური

წელიწადში ერთხელ

წელიწადში სამჯერ

 

 

 

 

საშუალო

წელიწადში ერთხელ

 წელიწადში ორჯერ

დაბალი

ორ წელიწადში ერთხელ

წელიწადში ერთხელ

კატეგორია IV

 

ცნობილია რომ დაინფიცირებულია, მაგრამ

მაღალი

სამიზნე

წელიწადში ერთხელ

წელიწადში ერთხელ

სპეციალური მოთხოვნები ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად

საშუალო

ორ წელიწადში ერთხელ

ორ წელიწადში ერთხელ

 ექვემდებარება ამ წესის მე-40 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად დამტკიცებულ აღმოფხვრის პროგრამას

 

დაბალი

ოთხ წელიწადში ერთხელ

ორ წელიწადში ერთხელ

 

 

 

 

კატეგორია V

 

ცნობილია, რომ დაინფიცირებულია. ექვემდებარება მინიმალურ საკონტროლო ღონისძიებებს ამ წესის 24-ე-39-ე მუხლების შესაბამისად

მაღალი

პასიური

ოთხ წელიწადში ერთხელ

წელიწადში ერთხელ

სპეციალური მოთხოვნები ამ წესის 24-ე-39-ე მუხლის შესაბამისად.

საშუალო

 

ოთხ წელიწადში ერთხელ

ორ წელიწადში ერთხელ

დაბალი

 

ოთხ წელიწადში ერთხელ

ოთხ წელიწადში ერთხელ

 

 

 

დანართი №3

 ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი

 

დაავადება

ამთვისებელი სახეობები

თევზები

სისხლმბადი ქსოვილის ეპიზოოტიური ნეკროზი

ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykis) და ჟღალი ქორჭილა (Percha fluviatilis)

მოლუსკები

ინფექცია Bonamia exitiosa – ით

ავსტრალიური ტალახის ხამანწკა (Ostrea angasi) და ჩილეს ბრტყელი ხამანწკა (O. chilensis)

ინფექცია Perkinsus marinus – ით

წყნარი ოკეანის ხამანწკა (Crassostrea gigas) და აღმოსავლეთის ხამანწკა (C. virginica)

ინფექცია Microcytos mackini – ით

წყნარი ოკეანის ხამანწკა (Crassostrea gigas), აღმოსავლეთის ხამანწკა (C. virginica), დასავლეთ ამერიკული ხამანწკა (Ostrea conchaphila) და ევროპული ბრტყელი ხამანწკა (O. edulis)

კიბოსნაირები

ტაურა სინდრომი

ყურეს თეთრი კრევეტი (Penaeus setiferus), წყნარი ოკეანის ლურჯი კრევეტი (P. stylirostris) და წყნარი ოკეანის თეთრი კრევეტი (P. vannamei)

დაავადება - ყვითელი თავი

ყურეს ყავისფერი კრევეტი (Penaeus aztecus), ყურეს ვარდისფერი კრევეტი (P. duorarum), ქურუმას კრევეტი (P. japo№icus), შავი ვეფხვისებრი კრევეტი (P. monodon), ყურეს თეთრი კრევეტი (P. setiferus), წყნარი ოკეანის ლურჯი კრევეტი (P. stylirostris) და წყნარი ოკეანის თეთრი კრევეტი (P. vannamei)

 

 

დანართი №4

არაეგზოტიკური დაავადებები

 

დაავადებები

ამთვისებელი სახეობები

თევზები

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია (VHS)

ქაშაყი (Clupea spp.), სიგა (Coregonus sp.), ქარიყლაპია (წერი) (Esox lucius), პიქშა (Gadus aeglefinus), წყნარი ოკეანის ვირთევზა (G. macrocephalus), ატლანტის ოკეანის ვირთევზა (G. morhua), წყნარი ოკეანის ორაგული (Oncorhynchus spp.), ცისარტყელა კალმახი (O. mykiss), ზღვის ვეშაპი (O№os mustelus), ნაკადულის კალმახი (Salmo trutta), კამბალა (Scophthalmus maximus), შპროტი (Sprattussprattus), ხარიუსი (Thymallus thymallus) და ზეთისხილისებრი კამბალა (Paralichthys olivaceus)

სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი (IH№)

კეტა-ორაგული (Oncorhynchus keta), კიჟუჩი (O. kisutch), მასაუ (O. masu), ცისარტყელა ან ფოლადთავა კალმახი (O. mykiss), ნერკა (O. nerka), ვარდისფერი oraguli (O. rhodurus), ჩავიჩა (O. tshawytscha) და ატლანტის ოკეანის ორაგული (Salmo salar)

Koi-Herpes-ვირუსული დაავადება (KHV)

Cveulebrivi kobri (Cyprinus carpio) da koi kobri (Caprinus carpio)

ორაგულის ინფექციური ანემია (ISA): ინფექცია ორაგულის ინფექციური ანემიის გამომწვევი ვირუსის ჰეპტოგლობინთან დაკავშირებული ცილის (HPR) არ მქონე გენოტიპით

ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss), ატლანტის ოკეანის ორაგული (Salmo salar) და ნაკადულის და ზღვის კალმახი (Salmo trutta)

მოლუსკები

დაინფიცირება Marteilia refri№ge№–ით

ავსტრალიური ტალახის ხამანწკა (Ostrea angasi), ჩილეს ბრტყელი ხამანწკა (Ostrea chilensis), ევროპული ბრტყელი ხამანწკა (O. edulis), არგენტინული ხამანწკა (O. puelcha№a), ლურჯი მიდია (Mytilus edulis) და ხმელთაშუაზღვის მიდია (M. galloprovi№cialis)

დაინფიცირება Bonamia ostrea– თი

ავსტრალიური ტალახის ხამანწკა (Ostrea angasi), ჩილეს ბრტყელი ხამანწკა (O. chilensis), დასავლეთ ამერიკული ხამანწკა (O. conchaphila), აზიური ხამანწკა (O. denselammellosa), ევროპული ბრტყელი ხამანწკა (O. edulis) და არგენტინული ხამანწკა (O. puelchana)

 

კიბოსნაირები

დაავადება თეთრი ლაქიანობა

ყველა ათფეხა კიბოსნაირი (ათფეხების რიგი – order Decapoda)