დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 589 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.020299 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დაცული ტერიტორიებისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ვ) სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;“. 2. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას;“. 3. 992 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 993 მუხლი: „მუხლი 993. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებებისთვის გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები