,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016387
35
28/12/2017
ვებგვერდი, 09/01/2018
010250050.35.105.016387
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №35

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის  №3 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016355) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) დებულების II თავი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

თავი II

პოლიტიკური  თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5. პოლიტიკური თანამდებობის პირები

1.  მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე

გ) მერის მოადგილე

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის  ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერის არჩევა, მერიის  თანამდებობის პირების დანიშვნა, მერის გადაყენება, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“;

ბ) დებულების დანართში გამოყენებული ტერმინი ,, ვიცე-მერი“ შეიცვალოს ტერმინით  ,,მერის პირველი მოადგილე“

გ)  დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ.ბ’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“;

დ) დებულების მე-9 ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 9. სტრუქტურული აგებულება

1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის  სტრუქტურული  ერთეულები  შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას, სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.“;  

ე) დებულების მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,, 8. შიდა აუდიტის და ინსპექტირების  სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  ან/და  წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების      განხორციელება.“;

) დებულების მე-15 მუხლის პირველი და მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,1.მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის  პროფესიული  საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. მერის წარმომადგენელი     ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.“;

) დებულების მე-17 მუხლის მე-2  პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს  შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის“;

თ)  დებულების V თავი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

თავი V

თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და  კარიერული განვითარება

მუხლი 19.  თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება

1.  ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა)  საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება და დროებითი ფუნქციის დაკისრება   მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად  განისაზღვრება მერის ბრძანებით:“;

) დებულების 24-ე მუხლის პირველი  პუნქტი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1.  რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი  მოხელე შესაძელებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.“;

კ) დებულების 34-ე მუხლის მე-3  პუნქტი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი.“;

) დებულების 37-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 37თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები

1.  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

2 დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

4. თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

6 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“;

მ) დებულების VIII თავი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

თავი VIII

რეორგანიზაციის წესი

მუხლი 39რეორგანიზაცია

რეორგანიზაცია განხორციელდეს  საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 102-ე, 103-ე, და 104-ე მუხლების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია